ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2012


ემოციურად...

მე  ემოციის  პარალელებს  გივლებ  სხეულზე,
ემოციურად,  დაჟინებით,  თბილი  თითებით.
უერთმანეთო  ნეტარებას  რადგან  ვერ  ვუძლებთ,
არც  სულში  ჩამჯდარ  სხეულებად  არ  ჩავითვლებით.

შარლატანების  ამჩატებულ  ნიღბებს  ნუ  იძენ,
უთვალავიდან  სამწუხაროდ  დარჩი  ეს  ერთი.
მე  ემოციის  პარალელებს  გივლებ  სურვილზე,
ენით  დაუთქმელ  განმარტებად  რაკი  გეძებდი.

ვეღარ  ვიგუებ  უშენობის  წითელ  ქარიშხალს,
ჩვენი  საწუთროს  დასასრული  როცა  იელვებს.
ბოლოს  აფრები  უვნებლობამ  იქნებ  აიშვას,
თუ  დავასრულებთ  უგზო–უკვლო  მონანიებებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები