 | ავტორი: ნენენენე ჟანრი: პოეზია 23 აპრილი, 2012 |
ღამით მივედი სასაფლაოზე ,ღრმა მქონდა დარდი..ვინახულე ძველი ტაძარი,ფრთხილად ავედი სამრეკლოზე და დავრეკე მთვლემარე ზარი..მსურდა ყველას გაღვიძებოდა ვისაც ღრმა ძილით სძინავდა ცივ სამარეში,რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე და რომელთაც დღეს საფლავის ლოდი ფარავთ! ვეძახდი ზარის მწარე ხმით ყველას...სასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით ამოდიოდნენ და ტიროდნენ სერაფიმები. ქვესკნელიდან მოისმოდა მთვლემარეთ ზართა რეკვები,თითქოს ეძახდნენ მათ, ვინც აქ დარჩათ,რომლებსაც სწამდათ ყოფნის ზღაპარი. კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით თრთოდა ქვესკნელი,ირეოდა ერთმანეთში მკვდართა მოთქმა და ცოცხალთ ძახილი.ეს ორი ზარი საბედისწერო დაცინვა იყო,ვით ორი სული,ვით ის ქვეყანა და ეს სოფელი...დიდხანს ვუსმენდი გუგუნს,დიდხანს კიოდა ზარი,მაგრამ ვხვდებოდი,რომ ამაოდ მოვუწოდებდი მათ,ვინც ამაოდ მომიწოდებდა ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგია :) + კარგია :) +
5. და რა მერე? ბელგრადის მოჩვენება და რა მერე? ბელგრადის მოჩვენება
4. ღრმა მქონდა დარდი :დ ღრმა მქონდა დარდი :დ
3. საინტერესოა საინტერესოა
1. რატომღაც მეორედ მოსვლის შეგრძნება დამეუფლა. ძალიან ლამაზია. კვირაცხოვლობას გილოცავ! უფალი გფარავდეს! :) რატომღაც მეორედ მოსვლის შეგრძნება დამეუფლა. ძალიან ლამაზია. კვირაცხოვლობას გილოცავ! უფალი გფარავდეს! :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|