ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2012


ლექსიდან

(შენ)

ლექსიდან  ვამბობ  აქამდე  უთქმელს,
ვერ  ვიხევ  უკან,  მივდივარ  ვერც  წინ..
დიდი  ხანია  დროებას  ვუთმენ
და  ამოვარდნილ  ქარიშხალს  ვებრძვი.

ლექსიდან  ვხატავ  ფუნჯების  ნაცვლად,
უკვე  მოვბერდი  წამების  ტევრში.
ცხელი  გულიდან  –  სურვილთა  აცმას
და  გონებიდან  შენს  სახეს  ვერ  ვშლი.

ლექსიდან  ვამბობ  დაუთქმელ  სიტყვებს,
ჩემი  სახელით  მზეც  გვირგვინს  გიწნავს.
ვაღმერთებ  შენს  სულს,  შენში  რომ  მიტნევს
და  ნეკნებისგან  მოზელილ  მიწას.

ველი  და  ვიცი,  არ  მოდის  ის  დღეც,
თითებზე  დათვლილ  თებერვლით,  მარტით...
მე  შენს  სიტყვებზე  ვქარგავდი  რითმებს,
შენ  ამ  სიტყვათა  სამრეკლოს  გავდი.

ახლა  კი  ვნანობ,  შევცოდე  იქნებ,
მონანიება  –  ნუ  მეტყვი  არ  ღირს.
გპირდები  აწიც  შენსავით  იფრენს,
სველ  ოცნებებში  ნანატრი  ბალღი.

ლექსშიდაც  ვერ  ვთმობ  ჩემს  სათქმელს  რა  ვქნა,
ცოცხალი  თავით  ვერ  დაგთმობ  ვერც  შენ.
ჩაგიკრავ  გულში  ლექსებით,  მაგრამ
ვიდრე  შენ  ფიქრობ,  იმაზე  მეტჯერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები