ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2012


მედიკამენტი (ასი სიტყვა)

  -გამიშვი ხელი, როცა კიბეზე ჩაგყავარ ინვალიდის სავარძლით! ჩემს საწოლთან ახლოს დადე ის დანა, საგულდაგულოდ რომ მალავ ყოველდღე! დაუსვი წერტილი სიყვარულისგან დარჩენილ სიბრალულს, ოჯახისგან დარჩენილ ვალდებულებას! არ მინდა ძიძად ქცეული ქმარი, მსხვერპლად შეწირული მოფერება, კოცნა... ნუ მატყუებ, რომ ექიმები შეცდნენ, რომ აუცილებლად გავივლი! ნუ მკვებავ ცრუ იმედებით!  ნუ... ნუ მიკოცნი ფეხის თითებს მაშინდელივით. ხომ იცი, ვეღარაფერს ვიგრძნობ მაინც... გაიხსენე ექიმის სიტყვები : დაკარგაო  მგრძნობელობა სამუდამოდ, ვეღარ გაივლისო ვერასდროს...
  -მედიცინა სიყვარულს მედიკამენტად ჯერაც არ აღიარებს, ჩემო... მენდე, გაივლი...
  - ისევ ტყუილები! ცრუ დაპირებები! სიბრალული! და-ვი-ღა-ლე!!!
  -დავიძინოთ...


* * *

  -გაიღვიძე! აიღე თავი ჩემი მუხლისთავებიდან, მეტკინა...
  -რა თქვი?!
  -ფეხები მეტკინა... ფანჯარა გამოაღე, გთხოვ... ჩვენი ოჯახის სურნელი მოაქვს განთიადს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები