ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2008


მარტი & უსათაურო

მარტი

მე შევყურებდი ქარში
ნუშის ყვავილის თოვას.
ეს ყვავილთცვენა მაშინ
ჰგავდა ხეების გლოვას...

ნუშის თოვლისფერ ყვავილს
ქარი მიწაზე ჰფენდა
და მე არ ვიცი, რატომ
მომინდა ყოფნა შენთან!...

მე არც ის ვიცი, ხეებს
რატომ ვადარე თავი...
რად მომეჩვენა, თითქოს
ქარი მე მგლეჯდა ყვავილს...

რად მომეჩვენა, ქარი
სახეში შოლტით მცემდა
და მე არ ვიცი, რატომ
მომინდა ყოფნა შენთან!!!!...


07.03.83



რა უცნაური არსებაა ადამიანი, –
თანაბრად უძლებს ამქვეყნიურ ტანჯვა–წვალებას...

ღმერთმა გაშოროთ ის სიმწარე, რომელსაც ჰქვია
უკანასკნელი სიყვარულის გარდაცვალება!!!

7.03.03

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები