ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
26 აპრილი, 2012


ვაჟკაცობას ეროვნება არ გააჩნია (100 სიტყვა)


1993. აფხაზეთში მომრავლდა ქართველ ტყვეთა სახელდახელო ბანაკები. მაროდიორთა რაზმებისთვის წამებაც ყოველდღიურ საქმიანობად იქცა.
ერთ-ერთ ასეთ რაზმში უჯუშიც მოხვდა. მას არაფერი ჰქონდა გასაყოფი ქართველებთან, მაგრამ “თეთრი ყვავის” როლში ყოფნა არ სურდა.
გული ეწურებოდა ქართველების წამებისას, ნამუსის ახდისას. ახსენდებოდა ქართველი, ვინც დახრჩობას გადაარჩინა, გოგონა, ვინც მისი დის გადასარჩენად სისხლი გაიღო.
ბანაკში ულამაზესი ქალიშვილი მოიყვანეს.
- პირველობა ჩემია ! – წამოიძახა მეთაურმა.
ბილწად აუსვა ხელი მკერდზე ხელებგაკავებულს. შეაფურთხა ალეწილმა გოგომ. იქედნურად ჩაიცინა კაცმა, საკინძე ჩამოუფხრიწა და ძუძუებზე წაავლო ხელი.
ქალიშვილმა მიაკივლა და წიხლი ამოარტყა. მოქნეულმა ხელმა მიწაზე დასცა გოგონა და თოფმაც იგრიალა.
- Что ты наделал ? – იღრიალა არაკაცმა.
- Она Вас окорбила !  - მშვიდად, წარბშეუხრელად უპასუხა უჯუშმა (თქვენგან წაბილწვას ასე სიკვდილი სჯობდა...).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები