ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2012


შეუსრულებელი ოცნება

როცა  ქარი დაბერავს
და  მომიტანს  შენს  სურნელს,
იქნებ  გრძნობის  მანერაც 
საბოლოოდ  შესრულდეს.

როცა  ვნებებს  აფოფრილს
გავაზავებ  ლექსებით,
მოვალ,  მერე  შენს  გულში
დასახლებას  ვეცდები.

მინდა  შენად  მიმიღო
და  უარი  არ  მითხრა,
თორემ  გული  ჩვეული
უშენობით  გაიხა.

დრო  გადის  და  ამ  ფიქრებს
ვერ  ვაკავებ  ისედაც.
ციხე–კოშკებს  აგიგებ
სიყვარულის  მიზეზად.

უკვე  ქარი  უბერავს,
მოაქვს  სითბო  შენს  სულთან.
გიხაროდეს !  ნანატრი
ოცნება  თუ  შესრულდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები