მამას უფროსი ძმა ჰყავდა, მაგრამ ისინი ერთად რომ გენახათ, ამის დაჯერება გაგიჭირდებოდათ. Mმამას საკმაოდ შეჭაღარავებული თმა ჰქონდა, ბიძაჩემის ტალღოვან, შავ, ფერშეუცვლელ თმას კი ერთი ღერიც არ აკლდა. ცხოვრობდა სოხუმში ლაღად და უდარდელად. Yყველაფერი კარგად იყო 1993 წლამდე. Dდაიწყო არეულობა და ბოლო მოეღო არა მარტო ბიძაჩემის, არამედ მთელი საქართველოს მშვიდ ცხოვრებას. Yცოლი, შვილი სიძის სახლში გაამგზავრა სამეგრელოში, თვითონ კი დარჩა აფხაზი მეგობრების და ქართული ჯარის სიძლიერის იმედად. Dდაიწყო ბრძოლები სოხუმისთვის და ყოველგვარი კავშირი გაწყდა ბიძასთან. მამა ძალიან განიცდიდა. Mმას ერთადერთი ძმა უზომოდ უყვარდა. Dდაეცა სოხუმი და მამის ნერვიულობამ პიკს მიაღწია. Yყოველ Dდღე 15 კილომეტრს გადიოდა ფეხით, რათა სოფელ ჯვარის გადასახვევთან ჩამოსულ ლტოლვილებს გასაუბრებოდა და ძმაზე რამე გაეგო, მაგრამ უშედეგოდ. Gგადიოდა დღეები, აფხაზეთში მცხოვრებ ნათესავთა ასავალ-დასავალი გავიგეთ, ბიძაჩემი კი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ერთ შეღამებულზე ყველანი სახლში ვიყავით შეყუჟულები. (ნორმალური ადამიანი ღამე გარეთ ცხვირს ვერ გაყოფდა, იმის შიშით ვიძინებდით, თავს ვინ დაგვესხმოდა და ყოველი დილა მეზობლებთან იმის გაგაებით იწყებოდა, თუ ღამით ვინ დააყაჩაღეს). ძაღლმა გაბმულად ყეფა ატეხა. კარზე დააბრაგუნეს და ბიძის ხმაც გაისმა. Mმისი გამოჩენა სასწაულს ჰგავდა. Uუვნებლად გამოეღწია, მხოლოდ ცოტათი შეფერთხილიყო და თმა სრულიად გათეთრებოდა . იქ გადახდენილ ამბებზე არა თუ იმ ღამეს, Mმერეც კარგა ხანს კრინტი არ დაუძრავს: ”ცოცხალი გადავრჩი და…რად გინდათ იმ ჯოჯოხეთზე რამე იცოდეთო”- გვეტყოდა. Mმოვიდა ახალი წელი, მიუხედავად ისეთი არეულობისა, განუკითხაობისა, მაინც გვიხაროდა. იმედით ველოდით მას. Gგვსურდა, მოეტანა მშვიდობა, ლტოლვილთა საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება. Mსუფრასთან მამამ DDდაღუპულთა სადღეგრძელო შემოგვთავაზა. ბიძაჩემს თვალები ცრემლით აევსო, ჭიქა ასწია: “უფალმა სასუფეველში ამყოფონო”- ჩაილაპარაკა, ღვინო დალია და დაიწყო: “20 სექტემბერს სოხუმში უკვე დაიწყო აფხაზთა, ჩერქეზთა, სომხთა თუ რუსთა თარეში. ქართველებს ჯერ კიდევ გვჯეროდა, რომ მთავრობა სოხუმს არ გასწირავდა, იმედით შევყურებდით მომდევნო დღეს, მაგრამ თავს კი ვარიდებდით ქალაქში გასვლას, ხან ერთ მეზობელთან ვიკრიბებოდით, ხან მეორესთან. თანდათან გაჭირდა ქართველების ყოფა. Aარსად იშოვებოდა პური, სხვა პროდუქტებზე რომ არაფერი ვთქვათ. 24-ში საღამოს ზაურ თარბამ მომაკითხა, ჩემი გოგოს მეგობარმა. სამი ტომარა პური მომიტანა: -მეზობლებს დაურიგე ძია ბორია, მე და ჩემი მეგობრები ახლა შრომაში მივდივართ, ორ დღეში დავბრუნდებით, შენ არ იდარდო, მე არაფერს გაგიჭირვებ.… გადამეხვია და ბნელში გაუჩინარდა. Oორ დღეში ექვსივეს დაღუპვის ამბავი გავიგე. ძალზე შემეცოდნენ უსახელოდ, ძმათა ომში დაღუპული ბიჭები. ქართველებიც მენანებოდნენ და აფხაზებიც, რა გვქონდა გასაყოფი?! ჩემი აფხაზი მეზობლები მირჩევდნენ დარჩენას, მაგრამ ცოლ-შვილის, მომავალი შვილიშვილის დარდით იქ ვერ გავჩერდი. 27 დილით დავტვირთე მანქანა იმით, რაც ღირებული გაგვაჩნდა და მანქანაში ჩაეტეოდა. ბენზინით სავსე ავზი მაძლევდა იმედს, რომ როგორმე, თუნდაც შემოვლითი გზებით გამოვაღწევდი. სოხუმიდან გასვლა არ გამჭირვებია, მე ხომ აფხაზურიც კარგად ვიცი. ის იყო გულრიფში გავიარე რომ წინ ავტომატიანები გადამიდგნენ. Aარ გაჭრა არც რუსულის, არც აფხაზურის ცოდნამ. ძალა აღმართს ხნავდა და გულის ტკივილით გამოვემშვიდობე ჩემს სიამაყეს “ვოლგასაც” და წლობით ნაგროვებ ქონების ნაწილსაც. ერთი კვირა ბუჩქებში ვიმალებოდი. Mმხოლოდ ღამით ვბედავდი სიარულს, კიდევ კარგი, შემოდგომა იყო და ხილით ვიკლავდი შიმშილს . ბოლოს უპურობამ ერთ სახლში მისვლაც გამაბედინა. ძაღლის ყეფაზე ხანშიშესულმა ქალმა გამოიხედა. აფხაზურად ვთხოვე, პური ან ღომი მომეცით-თქო, ქალმა სიბრალულით შემომხედა, “არა მგონია აფხაზი იყო, სახლში ვერ შეგიყვან პურს კი მოგცემო”, შებრუნდა და ერთი ტაფა პური გამომიტანა. Gგახარებულმა მადლობა გადავუხადე და იქვე მოვატეხე ყუა. Eეს პური უნდა გამომეზოგა, როგორმე გალამდე მაინც უნდა მომეღწია, მერე მეგობრების იმედი მქონდა. გალში ჯერ კიდევ არ იყო ასეთი არეული სიტუაცია. Gგზა განვაგრძე, მინდორ-მინდორ მივდიოდი, ვცდილობდი, არავის შევემჩნიე. დაღლილობისგან ფეხები მომეკვეთა. ერთ ბუჩქს შევეხიზნე დასაძინებლად. Eეტყობა მკვდარივით ჩამეძინა. წიხლის კვრამ გამომაღვიძა: -Ей, ты ,свиня! Вставай! - თავს ორი, წვერგაუპარსავი, ავტომატიანი წამომდგომოდა. “ეჰ,ცოლ-შვილო”, გავიფიქრე და წელი ძლივს ავითრიე, ან რა უნდა მექნა? -Грузин? დამალვას აზრი არ ჰქონდა, მით უფრო ფეხსაცმელში პასპორტიც მედო, არ გადავაგდე, თუ დავიღუპებოდი, იქნებ ვინმე ღვთისნიერს ეთქვა ჩემს შესახებ. -Да, грузин. -Вот шакал, бистро в машину! სატვირთო მანქანის ძარაზე ორი ავტომატიანი დამხვდა. ერთს, ეტყობა ისე იყო გალეშილი, ყურადღება არც მოუქცევია, რაღაცას ბურტყუნებდა თავისთვის, მეორემ კუთხისკენ მიმითითა. Mმივეგდე, გული ბოღმით მქონდა სავსე, ავტომატი რომ მქონოდა, ოთხივეს დაუნანებლივ მივახვრეტდი და მერე თუ მომკლავდნენ, დარდიც არ მექნებოდა. -კარგა ხანს ვიარეთ, გზაზე ავტომატიანები ირეოდნენ, ერთი-ორგან ტანკსაც მოვკარი თვალი ძარის ღრიჭოდან. როგორც იქნა გავჩერდით.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. +10 (ანუ, მაქსიმუმი) +10 (ანუ, მაქსიმუმი)
12. ეს თემა ჩემთვის ზაკლზედ მტკივნეულია. ეს თემა ჩემთვის ზაკლზედ მტკივნეულია.
11. მძიმეა, საინტერესოდ იკითხება და აღელვების გარეშე ვერ წავიკითხე...:-* შემდეგებსაც ვნახავ...
მძიმეა, საინტერესოდ იკითხება და აღელვების გარეშე ვერ წავიკითხე...:-* შემდეგებსაც ვნახავ...
10. მე მგონი. კონკურსიდან მოთხრობა "ბიძაჩემი (ანუ როგორ თეთრდება თმები) " ამ მოთხრობის თუ რომანის ნაწილია. კარგი იქნებოდა ის ნაწილიც წაგვეკითხა.
პატივისცემით : ტენდი მე მგონი. კონკურსიდან მოთხრობა "ბიძაჩემი (ანუ როგორ თეთრდება თმები) " ამ მოთხრობის თუ რომანის ნაწილია. კარგი იქნებოდა ის ნაწილიც წაგვეკითხა.
პატივისცემით : ტენდი
9. ჯერ გაგრძელება წავიკითხე და მერე აღმოვაჩინე, რომ დასაწყისიც ჰქონია, ასი სიტყვის გაგრძელება მეგონა. 4 ჯერ გაგრძელება წავიკითხე და მერე აღმოვაჩინე, რომ დასაწყისიც ჰქონია, ასი სიტყვის გაგრძელება მეგონა. 4
8. მძიმე წასაკითხია, თუმცა სიმართლეა და ვკითხულობ საინტერესოა გაგრძელება! მძიმე წასაკითხია, თუმცა სიმართლეა და ვკითხულობ საინტერესოა გაგრძელება!
7. ჟანრი აქ ბევრს შეშლია(ზოგიერთი ვერც მიმხვდარა რომ ჟანრი "შეშლია"...) :):)
ეს არის რეალური ისტორია– გაჟღენთილი ემოციით....ტკივილითა და ამავე დროს დიდი სითბოთი გადმოცემული
ქ–ნ მანანას დიდი მადლობა,
პირადად მე გაგრძელებას ველოდები;
წარმატებები
ჟანრი აქ ბევრს შეშლია(ზოგიერთი ვერც მიმხვდარა რომ ჟანრი "შეშლია"...) :):)
ეს არის რეალური ისტორია– გაჟღენთილი ემოციით....ტკივილითა და ამავე დროს დიდი სითბოთი გადმოცემული
ქ–ნ მანანას დიდი მადლობა,
პირადად მე გაგრძელებას ველოდები;
წარმატებები
6. დე,ჟანრი შეგშლია,თხოვე ადმინს და შეასწორებს.
პატივცემულო ღიმილა,იქნებ ჯერ წაგეკითხათ და მერე დაგეფრქვიათ ესოდენ სანტერესო აზრები? თუ არ მოგწონთ ამ ქალბატონის გვერდი,რატომ იღლით თავს ან კარგავთ დროს და შემოდიხართ ამ გვერდზე? დე,ჟანრი შეგშლია,თხოვე ადმინს და შეასწორებს.
პატივცემულო ღიმილა,იქნებ ჯერ წაგეკითხათ და მერე დაგეფრქვიათ ესოდენ სანტერესო აზრები? თუ არ მოგწონთ ამ ქალბატონის გვერდი,რატომ იღლით თავს ან კარგავთ დროს და შემოდიხართ ამ გვერდზე?
5. რა საინტერესო ქალბატონი ბრძანდებით ქალბატონო მანანა, მე ამ საიტზე ჟანრი არ მინახავს, რომელსაც თქვენ არ შეჭიდებოდით :):) ეს არ წამიკითხია, შემეზარა, მაგრამ ვფიქრობ მართებული იქნება საიტის ადმინისტრაციის მხრიდან დაემატოს კიდევ ერთი ახალი ჟანრი სახელად: "მანანა კაკაჩია"
პატივისცემით :) რა საინტერესო ქალბატონი ბრძანდებით ქალბატონო მანანა, მე ამ საიტზე ჟანრი არ მინახავს, რომელსაც თქვენ არ შეჭიდებოდით :):) ეს არ წამიკითხია, შემეზარა, მაგრამ ვფიქრობ მართებული იქნება საიტის ადმინისტრაციის მხრიდან დაემატოს კიდევ ერთი ახალი ჟანრი სახელად: "მანანა კაკაჩია"
პატივისცემით :)
3. რა საინტერესო ადგილას შეწყვიტეთ თხრობა:( რა საინტერესო ადგილას შეწყვიტეთ თხრობა:(
2. არ ვიცი ვის როგორ მოეწონება, მაგრამ...
მე მომეწონა 5 არ ვიცი ვის როგორ მოეწონება, მაგრამ...
მე მომეწონა 5
1. ეს ნამდვილი ამბავი ედო საფუძვლად იმ "100 სიტყვას". არ ვიცი ვის როგორ მოეწონება, მაგრამ...ყველაფერი მართლაც ასე მომხდარა. ეს ნამდვილი ამბავი ედო საფუძვლად იმ "100 სიტყვას". არ ვიცი ვის როგორ მოეწონება, მაგრამ...ყველაფერი მართლაც ასე მომხდარა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|