ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2012


დადაისტური საგა

წუხელ  სიზმარში  ვნახე  გოგონა,
სახის  ნათება  ჰქონდა  მზისფერი
და  სიმხურვალე  ისე  მოქონდა,
რომ  მისი  სულის  სითბოც  ვიგრძენი.

წუხელ  სიზმარში  ვნახე  ის  ქალი,
რომ  ვერ  ვშორდები  უფრო  დღითიდღე.
თითქოს  ვერა  და  მაინც  ვიცანი,
რა  აღარ  ვცადე,  რა  არ  ვიფიქრე.

წუხელ  სიზმარში  ვნახე  ვარსკვლავი,
უთუოდ  ცისკრის  იყო  წოდებით.
მისი  მშვენება  ისე  მაწვალებს,
მგონი  სიზმარსაც  არ  ვეცოდები.

წუხელ  სიზმარში  ვნახე  ის  გემი, 
ჩვენ  რომ  შევმოსეთ  თეთრი  აფრებით..
მერე  პირობის  გემოც  ვიგემეთ,
რომ  ერთმანეთით  ისევ  დავთვრებით.

წუხელ  სიზმარში  ვნახე  სიზმარი,
შენს  სულს  ვედექი  წუხელ  ვეზირად
და  მერე  შენკენ  რომ  დავიძარი,
გამეღვიძა  და  არ  დამეძინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები