ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2012


ბიძაჩემი ( ანუ ვაჟკაცობას ეროვნება არ გააჩნია ) ნაწილი მეორე

ჩამომაგდეს, ერთმა ხელის კვრით გამიგდო წინ, მეორე უჩუმრად მოგვყვებოდა გვერდით.
რაღაც ფარდულთან მიმიყვანეს. იქვე სამი, შეიარაღებული, გაუპარსავი, თმებაბურძგნული, თვალებდასიებული ახალგაზრდა ხის ქვეშ კარტს თამაშობდა.
Kკარი გააღო და შიგ შემაგდო. Mმიუხედავად იმისა, რომ გარეთ მზე ანათებდა, უფანჯრო ფარდულში საკმაოდ ბნელოდა და მყრალი სუნიც იდგა.
-აქეთ ძია, აქეთ.- მომესმა კუთხიდან.
სიბნელეს თვალი რომ შევაჩვიე, ერთ კუთხეში ბიჭი, საშუალო ასკის ქალი და გოგონა შევნიშნე.
-საიდან ხარ ბიძია? - მკითხა ბიჭმა.
-სოხუმიდან - მივუგე ამოოხვრით.
-მე დრანდიდან ვარ, ვახტანგი მქვია, დალი დეიდა და თამარი კი გაგრელები არიან.
-ბევრი ხანია აქ ხართ?
-მე მეხუთე დღეა, ესენი კი მეათე. Aარც გარეთ გვიშვებენ, არც საჭმელს გვაძლევენ. სულ ორჯერ შემოგვიგდეს ცოტა პური და ერთი ვედრო წყალი მოგვცეს. Uუხ, ამათი დედა..- ხელი მომუშტა ბიჭმა.
-ეტყობა ვიღაცას Eელიან - ჩაილაპარაკა მისუსტებული ხმით ქალმა. Gგოგონამ გულის დამწველად ამოისლუკუნა.
Gგულგასიებული მიწაზე მივეგდე, არ ვიცოდი რაზე მეფიქრა. Gგაქცევა? მაგრამ როგორ? Eეტყობა საკმაოდ არიან, უაზრო სიკვდილი კი არ მინდოდა. ვნახოთ, რა იქნება, გავიფიქრე და მათ მივუბრუნდი.
-როგორ დაგიჭირეს?
-ჩვენ 2 დღე სოხუმში ვიმალებოდით, 25-ში მანქანით ვცდილობდით ამ ჯოჯხეთიდან გაღწევას, ოჩამჩირესთან ახლოს გადაგვიდგნენ, მანქანის წართმევისას მეუღლე შეეწინააღმდეგა და იქვე მიახვრიტეს..
ცრემლებმა გაგრძელების საშუალება არ მისცეს
- ჩვენ კი წამოგვასხეს და აქ დაგვამწყვდიეს - ჩამწყდარი ხმით დაასრულა შვილმა.
-მე და ჩემი მეგობარი… ქართველ მეომრებთან მისვლას ვცდილობდით, გზაზე შეგვნიშნეს, მათ დაძახილზე მისვლის ნაცვლად, ახლოს ხეებისკენ გავიქეცით. ის მოკლეს, მე კი მცემეს, მანქანაში ჩამაგდეს და აქ მომათრიეს - ბოღმიანი ხმით მითხრა ვახტანგმა.
-ეეხ! Mმეც მანქანა გულრიფშთან წამართვეს, მეოთხე დღეა მალვა-მალვით მოვდივარ , მაგრამ..
-იქნებ გაქცევა მოვახერხო თ- იმედიანად დაიჩურჩულა ვახტანგმა.
როგორც იქნა დაღამდა. Aარავის მოუცლია ჩვენთვის, არც კარის ბრახუნზე ჰქონიათ რეაქცია და არც ყვირილზე.
-ტყუილად იღლებით - მითხრა ბიჭმა – ესენი ადამიანები კი არა მხეცები არიან, სულ ფეხზე კიდიათ ჩვენი არსებობა.
Mმეორე დღეს, შუადღისკენ კარები გაიღო და ცხვირზე ხელაფარებულმა  ახალგაზრდამ გამოსვლა გვანიშნა.
შუქმა ოთხივეს თვალი მოგვჭრა. შიმშილისგან დასუსტებულები, ჭუჭყიანები, დაუვარცხნელები გამოვლასლასდით. Qდღის შუქზე შევათვალიერე ტყვეები. ქალი საკმაოდ ლამაზი ჩანდა, გოგონა შეშინებული შველივით იხედებოდა, ცრემლის ნაკვალევი ჭუჭყიან სახეზე მოთეთროდ აჩნდა. შავი, გაწეწილი თმები მხრებს უფარავდა. Kკიდევ სამიოდე წელი და ულამაზესი ქალი დადგებოდა. ბიჭი გამხდარი, მაღალი, სიძულვილჩამდგარი თვალებით მოჭიმულ მშვილდს ჰგავდა.
-Подойдите! - გვიბრძანა ასაკოვანმა რუსმა. Eეტყობოდა, ის უფროსობდა ამ ბრბოს.
Uუკანიდან გვიბიძგეს და ჩვენც მივიწიეთ მისკენ.
- Ты что, воевал против нас? - ჰკითხა ირონიით ბიჭს.
-UК сожаленью, не успел - უპასუხა ბრაზით ჭაბუკმა.
- Ей, сопляк , это землья наша!
- Надеюсь, временно. Мы скоро вернемся!
- Ты?
- Если не я, то грузини. Вы вандалы!!
-Твою мать…
Gგაბრაზებულმა აიქნია ხელი და წამსვე ავტომატის ჯერი გაისმა. ბიჭი მიწაზე წაიქცა, ერთი ამოიხროტინა და გათავდა. თმა ყალყზე დამიდგა, გოგონამ იკივლა და დედას ჩაეხვია.
-А ты, старий шакаль, куда-!აგდებულად მკითხა მან.
ტვინში ამასხა, მაგრამ სიცოცხლე ტკბილი ყოფილა, ეტყობა, მე არ ვიყავი ვახტანგივით მამაცი და მოგუდული ხმით ვუპასუხე:
-Дамой, в Зугдиди.
-Ты тоже вернешься?-დამცინავად მკითხა მან.
-Ты же грузин? Ненавижу грузинов. Сталин же грузин? По его вине я остался сиротой, его мать…
-Сталина я тоже ненавижу, мой отец тоже погиб на войне.- ვუთხარი მე და გულში სტალინს მეც ყველაფერი ამოვუტრიალე იმის გამო, რომ სოჭი რუსებს დაუთმო, თორემ მამა ხომ 3 წლის წინ გარდაიცვალა.
-Да… отойди временно, потом поговорим.- მითხრა და თანმხლებლებს გოგონას მოყვანა ანიშნა.
                                    ( დასასრული იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები