შენ ის ბავშვი ხარ, სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯე ჯიბე ოცნებით გქონდა სავსე, უბე-ტკივილით, იმედიანად მეორე მეს ხელი ჩაკიდე,- შენ რომ ვერ ნახე, ის სიზმრები გადმოეთარგმნა, შენ რომ ვერ ნახე, ის ფერები გამოესახა, გზადაგზა ხელი მოეჭირა გასამხნევებლად.
შენ ის სული ხარ, სხეული რომ წამოიკიდე, გზა ფეხით შეგდგა, ქარით, წვიმით, ავტოსტოპებით და ტრაილერის პედოფილი მძღოლივით ხარბად შენი სიწმინდე გადაყლაპა,- შენ ის მგზავრი ხარ.
სიბნელის შიშით უნდა თრთოდე დაძინებისას, ღამით სინათლის არგამორთვა თხოვო დედაშენს, როცა ძილის წინ გაკოცებს და მისი თითები კედელზე ჩამრთველს (თუ გამომრთველს) დაუწყებს ძებნას.
ჯერ უნდა ზღაპრებს უყვებოდე შენ თავს სარკეში, მიამიტურად კისკისებდე და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიცნო მაგ ზღაპრების ვარიაცია, უფრო სასტიკი, რეალური მზის მნელი მხარე. შენ კი თვალებში ჩაგეღვარა უკმარისობა და ნისლის მიღმა წარმოსახვით პეიზაჟს ხედავ. ხელმოწყვეტილი თოჯინები უნდა იტირო, შენ კიდევ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ.
მინდორში პეპლებს დასაჭერად უნდა მისდევდე, მაგრამ ჯიუტად იმ ზმანებებს დასდევნებიხარ, დილაადრიან წარმოსახვა შენ რომ გიამბობს (კაცმა არ იცის, გესიზმრა თუ გამოიგონე).
ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით. შენი თვალების უნდობლობა მოგიღებს ბოლოს, შენი ფეხების დაღლილობა მოგიღებს ბოლოს და თუკი თვალებს აიძულებ, შენი იწამონ და თუკი ფეხებს აიძულებ, დაგემორჩილონ, უდაბნოსა და ოაზისის შესაყარზე რომ თრიაქით მთვრალი ბედუინი ჰორიზონტს ზვერავს, მისგან ნასროლი მწველი ტყვია მოგიღებს ბოლოს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ ქარავანს ამცდარს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ, რადგან ჯერ კიდევ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
65. კარგია. ძალიან. კარგია. ძალიან.
64. რადგან...ჯერ კიდევ აღფრთოვანებული თვალებით გკითხულობ... რადგან...ჯერ კიდევ აღფრთოვანებული თვალებით გკითხულობ...
63. არმენ ყოჩაღ! 5+++++ არმენ ყოჩაღ! 5+++++
62. შენ ის ბავშვი ხარ, სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯე ჯიბე ოცნებით გქონდა სავსე, უბე-ტკივილით, იმედიანად მეორე მეს ხელი ჩაკიდე,- შენ რომ ვერ ნახე, ის სიზმრები გადმოეთარგმნა, შენ რომ ვერ ნახე, ის ფერები გამოესახა, გზადაგზა ხელი მოეჭირა გასამხნევებლად.
შენ ის სული ხარ, სხეული რომ წამოიკიდე, გზა ფეხით შეგდგა, ქარით, წვიმით, ავტოსტოპებით
უდაბნოსა და ოაზისის შესაყარზე რომ თრიაქით მთვრალი ბედუინი ჰორიზონტს ზვერავს, მისგან ნასროლი მწველი ტყვია მოგიღებს ბოლოს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ ქარავანს ამცდარს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ, რადგან ჯერ კიდევ.
ძალიან მოეწონა არტემიდას:)5++++++++++++++++++
შენ ის ბავშვი ხარ, სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯე ჯიბე ოცნებით გქონდა სავსე, უბე-ტკივილით, იმედიანად მეორე მეს ხელი ჩაკიდე,- შენ რომ ვერ ნახე, ის სიზმრები გადმოეთარგმნა, შენ რომ ვერ ნახე, ის ფერები გამოესახა, გზადაგზა ხელი მოეჭირა გასამხნევებლად.
შენ ის სული ხარ, სხეული რომ წამოიკიდე, გზა ფეხით შეგდგა, ქარით, წვიმით, ავტოსტოპებით
უდაბნოსა და ოაზისის შესაყარზე რომ თრიაქით მთვრალი ბედუინი ჰორიზონტს ზვერავს, მისგან ნასროლი მწველი ტყვია მოგიღებს ბოლოს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ ქარავანს ამცდარს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ, რადგან ჯერ კიდევ.
ძალიან მოეწონა არტემიდას:)5++++++++++++++++++
61. კარგია,კარგი! 5 კარგია,კარგი! 5
60. ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
59. Красивые стихи, красивые слова,и скучно на душе..სიბნელის შიშით უნდა თრთოდე დაძინებისას, ღამით სინათლის არგამორთვა თხოვო დედაშენს, როცა ძილის წინ გაკოცებს და მისი თითები კედელზე ჩამრთველს (თუ გამომრთველს) დაუწყებს ძებნას. ..Приятно .что и сильный пол увлекаеться поэзией..... Красивые стихи, красивые слова,и скучно на душе..სიბნელის შიშით უნდა თრთოდე დაძინებისას, ღამით სინათლის არგამორთვა თხოვო დედაშენს, როცა ძილის წინ გაკოცებს და მისი თითები კედელზე ჩამრთველს (თუ გამომრთველს) დაუწყებს ძებნას. ..Приятно .что и сильный пол увлекаеться поэзией.....
58. შენ ის სული ხარ, სხეული რომ წამოიკიდე, გზა ფეხით შეგდგა, ქარით, წვიმით, ავტოსტოპებით და ტრაილერის პედოფილი მძღოლივით ხარბად შენი სიწმინდე გადაყლაპა,- შენ ის მგზავრი ხარ.
ამ სტრიქონზე არავინ გააკეტა კომენტაი, მე ყველაზე მეტად აქ ,,ამეწვა'' გული...
შენ ის სული ხარ, სხეული რომ წამოიკიდე, გზა ფეხით შეგდგა, ქარით, წვიმით, ავტოსტოპებით და ტრაილერის პედოფილი მძღოლივით ხარბად შენი სიწმინდე გადაყლაპა,- შენ ის მგზავრი ხარ.
ამ სტრიქონზე არავინ გააკეტა კომენტაი, მე ყველაზე მეტად აქ ,,ამეწვა`` გული...
57. გაიხარეთ, გოგოებო! ამავე სახელწოდების ფილმი ნახეთ, ლექსი მასთან შედარებით არაფერია! გაიხარეთ, გოგოებო! ამავე სახელწოდების ფილმი ნახეთ, ლექსი მასთან შედარებით არაფერია!
56. ვაჰ. რატომ არ ვიცოდი ეს მე?
ქეთ ის ზუსტი კომენტარი.
ძალიან ისეთი იყო. ძალიან ისეთი ვაჰ. რატომ არ ვიცოდი ეს მე?
ქეთ ის ზუსტი კომენტარი.
ძალიან ისეთი იყო. ძალიან ისეთი
55. ისეთია, თითქოს სხვის მაგივრად შენ გტკიოდეს მთელი არსებით.
სრულად აღიქვამს ავტორი სხვის ტკივილებს და ბოლომდე ითავისებს ისეთია, თითქოს სხვის მაგივრად შენ გტკიოდეს მთელი არსებით.
სრულად აღიქვამს ავტორი სხვის ტკივილებს და ბოლომდე ითავისებს
54. შენ კიდევ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ.
უკომენტაროდ !!!!! შენ კიდევ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ.
უკომენტაროდ !!!!!
53. ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით. შენი თვალების უნდობლობა მოგიღებს ბოლოს, შენი ფეხების დაღლილობა მოგიღებს ბოლოს და თუკი თვალებს აიძულებ, შენი იწამონ და თუკი ფეხებს აიძულებ, დაგემორჩილონ, უდაბნოსა და ოაზისის შესაყარზე რომ თრიაქით მთვრალი ბედუინი ჰორიზონტს ზვერავს, მისგან ნასროლი მწველი ტყვია მოგიღებს ბოლოს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ ქარავანს ამცდარს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ, რადგან ჯერ კიდევ.
კარგიიყო გეფიცები!++ ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით. შენი თვალების უნდობლობა მოგიღებს ბოლოს, შენი ფეხების დაღლილობა მოგიღებს ბოლოს და თუკი თვალებს აიძულებ, შენი იწამონ და თუკი ფეხებს აიძულებ, დაგემორჩილონ, უდაბნოსა და ოაზისის შესაყარზე რომ თრიაქით მთვრალი ბედუინი ჰორიზონტს ზვერავს, მისგან ნასროლი მწველი ტყვია მოგიღებს ბოლოს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ ქარავანს ამცდარს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ, რადგან ჯერ კიდევ.
კარგიიყო გეფიცები!++
52. <3 კინოშედევრია, ასეთი მაგარი ფილმი ძალიან ცოტა ვიცი. მეც ძალიან მაშფოთებდა ეგ საკითხი, ასეთ ფილმზე რომ რამეს დაწერ, მაგრამ გავბედე და შედეგი უკვე მკითხველმა განსაჯოს. ფილმის ღირებულებები კი კარგად გამოყავი შენ [:-bd] <3 კინოშედევრია, ასეთი მაგარი ფილმი ძალიან ცოტა ვიცი. მეც ძალიან მაშფოთებდა ეგ საკითხი, ასეთ ფილმზე რომ რამეს დაწერ, მაგრამ გავბედე და შედეგი უკვე მკითხველმა განსაჯოს. ფილმის ღირებულებები კი კარგად გამოყავი შენ [:-bd]
51. ახლა მოვახერხე არმენ ამ ფილმის ნახვა. მგონი, ასეთი ფილმი არ მინახავს, რაღაც ძალიან სპეცფიური საყურებელია თავისი ხანგრძლივი, დაპაუზებული კადრებით, მწირი დიალოგებით, მაგრამ სავსე - უსიტყვო ემოციებით. ფილმის გარეშე ნამდვილად ვერ მივხვდებოდი ვის გულისხმობი ,,მეორე მე''-ში. გამაოცა ვულას და ალექსანდრეს თამაშმა, ბავშვებს ასე დამაჯერებლად შეესრულებინოთ სახასიათო როლები , აქამდე არ მინახავს. ჩემთვის ძალზედ მძიმე სანახავი იყო ეს ფილმი, თუმცა უაღრესად საინტერესო. ფინალი ზედმეტად ორიგინალურიც კია - არარსებული საზღვირს გადალახვა და ქაოსის შემდეგ ნათელში მოხვედრა. რამდენიმე კადრმა განსაკუთრებულად ამიწრიალა სული .... მოკლედ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. შენი მხრიდან ნამდვილად სითამამე იყო ამ ფილმის მიხედვით ლექსის დაწერა, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო გამოგივიდა. ახლა მოვახერხე არმენ ამ ფილმის ნახვა. მგონი, ასეთი ფილმი არ მინახავს, რაღაც ძალიან სპეცფიური საყურებელია თავისი ხანგრძლივი, დაპაუზებული კადრებით, მწირი დიალოგებით, მაგრამ სავსე - უსიტყვო ემოციებით. ფილმის გარეშე ნამდვილად ვერ მივხვდებოდი ვის გულისხმობი ,,მეორე მე``-ში. გამაოცა ვულას და ალექსანდრეს თამაშმა, ბავშვებს ასე დამაჯერებლად შეესრულებინოთ სახასიათო როლები , აქამდე არ მინახავს. ჩემთვის ძალზედ მძიმე სანახავი იყო ეს ფილმი, თუმცა უაღრესად საინტერესო. ფინალი ზედმეტად ორიგინალურიც კია - არარსებული საზღვირს გადალახვა და ქაოსის შემდეგ ნათელში მოხვედრა. რამდენიმე კადრმა განსაკუთრებულად ამიწრიალა სული .... მოკლედ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. შენი მხრიდან ნამდვილად სითამამე იყო ამ ფილმის მიხედვით ლექსის დაწერა, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო გამოგივიდა.
50. არ გადადო, ბმულები ქვევით კომენტარებშია. თუ გცალია, დღესვე ნახე და მერე შთაბეჭდილებები მითხარი. ,,მეორე მეში" ვინ ვიგულისხმე, მერე უკეთ გაიგებ. :) :* არ გადადო, ბმულები ქვევით კომენტარებშია. თუ გცალია, დღესვე ნახე და მერე შთაბეჭდილებები მითხარი. ,,მეორე მეში" ვინ ვიგულისხმე, მერე უკეთ გაიგებ. :) :*
49. შენი ლექსი უკვე დიდი რეკომენდაციაა ფილმის სანახავად ... ვნახავ აუცილებლად არმენ ...:)))
შენი ლექსი უკვე დიდი რეკომენდაციაა ფილმის სანახავად ... ვნახავ აუცილებლად არმენ ...:)))
48. [♥][♥]გენაცვალე! შენ ფილმი ნახე და წარმოდგენა წაგიხდება ამ ლექსზე, ისეთი მაგარია :) [♥][♥]გენაცვალე! შენ ფილმი ნახე და წარმოდგენა წაგიხდება ამ ლექსზე, ისეთი მაგარია :)
47. არმენ ... ეს რა ლექსი გქონია ... რამდენჯერმე ჩავიკითხე, გზა რომ კარგად გამეკვლია ,,სიღრმეში'' ... ძალიან აზრიანია დასაწყის-დასასრულიანად.
იმედიანად მეორე მეს ხელი ჩაკიდე,- შენ რომ ვერ ნახე, ის სიზმრები გადმოეთარგმნა, შენ რომ ვერ ნახე, ის ფერები გამოესახა, გზადაგზა ხელი მოეჭირა გასამხნევებლად. ----------- ეს რა კარგი ადგილია...არადა, რა ხშირად მოვდივართ წინააღმდეგობაში მეორე მე-სთან....
გაიხარე კარგო და ნიჭიერო ადამიანო !!!
ჩემი +2 და თბილი მოკითხვა შენ :-*:-*:-*
არმენ ... ეს რა ლექსი გქონია ... რამდენჯერმე ჩავიკითხე, გზა რომ კარგად გამეკვლია ,,სიღრმეში`` ... ძალიან აზრიანია დასაწყის-დასასრულიანად.
იმედიანად მეორე მეს ხელი ჩაკიდე,- შენ რომ ვერ ნახე, ის სიზმრები გადმოეთარგმნა, შენ რომ ვერ ნახე, ის ფერები გამოესახა, გზადაგზა ხელი მოეჭირა გასამხნევებლად. ----------- ეს რა კარგი ადგილია...არადა, რა ხშირად მოვდივართ წინააღმდეგობაში მეორე მე-სთან....
გაიხარე კარგო და ნიჭიერო ადამიანო !!!
ჩემი +2 და თბილი მოკითხვა შენ :-*:-*:-*
45. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
44. ხელმოწყვეტილი თოჯინები უნდა იტირო, შენ კიდევ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ. ხელმოწყვეტილი თოჯინები უნდა იტირო, შენ კიდევ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ.
42. უღრმესი მადლობა, ქ-ნო თანანა! [♥]
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me უღრმესი მადლობა, ქ-ნო თანანა! [♥]
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
41. კარგია შინაარსით, შესრულებით და რაც ყველაზე მეტად მომწონს, სიღრმით, რადგან ვერ ვიტან ზედაპირზე მოტივტივე, არაფრისმთქმელ ლექსებს... 5 კარგია შინაარსით, შესრულებით და რაც ყველაზე მეტად მომწონს, სიღრმით, რადგან ვერ ვიტან ზედაპირზე მოტივტივე, არაფრისმთქმელ ლექსებს... 5
39. დადებისთანავე წავიკითხე მაგრამ, ვეღარ შემოვაღწიე აქამდე :))
ძალიან მაგარია მარტინ, გამოვარჩევდი შენებიდან ამას ყველაზე მეტად :*
5
დადებისთანავე წავიკითხე მაგრამ, ვეღარ შემოვაღწიე აქამდე :))
ძალიან მაგარია მარტინ, გამოვარჩევდი შენებიდან ამას ყველაზე მეტად :*
5
38. ველოდი შენ კომენტარს, ნილლნა! [:))] რა ვიცი, რა ვიცი, საჰარის საგზური მინდა [:D] ველოდი შენ კომენტარს, ნილლნა! [:))] რა ვიცი, რა ვიცი, საჰარის საგზური მინდა [:D]
37. ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით. შენი თვალების უნდობლობა მოგიღებს ბოლოს, შენი ფეხების დაღლილობა მოგიღებს ბოლოს და თუკი თვალებს აიძულებ, შენი იწამონ და თუკი ფეხებს აიძულებ, დაგემორჩილონ, უდაბნოსა და ოაზისის შესაყარზე რომ თრიაქით მთვრალი ბედუინი ჰორიზონტს ზვერავს, მისგან ნასროლი მწველი ტყვია მოგიღებს ბოლოს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ ქარავანს ამცდარს...
ჰო... რაღაც ძალიან მიეძალე უდაბნოს არმენ, არა ? :)
მშვენიერია...
რაც მთავარია და ყველაზე მაგარი, არცერთ აქ ნათქვამ შენიშნვნას არ ვეთანხმები, ზუსტად ასეთი მომწონს როგორიცაა... ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით. შენი თვალების უნდობლობა მოგიღებს ბოლოს, შენი ფეხების დაღლილობა მოგიღებს ბოლოს და თუკი თვალებს აიძულებ, შენი იწამონ და თუკი ფეხებს აიძულებ, დაგემორჩილონ, უდაბნოსა და ოაზისის შესაყარზე რომ თრიაქით მთვრალი ბედუინი ჰორიზონტს ზვერავს, მისგან ნასროლი მწველი ტყვია მოგიღებს ბოლოს, რადგან ჯერ კიდევ არ გელოდნენ ქარავანს ამცდარს...
ჰო... რაღაც ძალიან მიეძალე უდაბნოს არმენ, არა ? :)
მშვენიერია...
რაც მთავარია და ყველაზე მაგარი, არცერთ აქ ნათქვამ შენიშნვნას არ ვეთანხმები, ზუსტად ასეთი მომწონს როგორიცაა...
36. ეს ფილმი.. და ლექსიც. მაგარია. ეს ფილმი.. და ლექსიც. მაგარია.
35. 5 ზედმეტი იყო სრულიად, მაგრამ სხვა ყველა შენიშვნა მიღებულია და უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩასწორდება. აი, ამიტომ გთხოვე წაკითხვა [:-bd] [:-bd] ის, რაც მე სუბიექტურობის გამო თვალში არ მხვდება, შენ არ გამოგეპარება [:D] გაიხარე, ძმაო! 5 ზედმეტი იყო სრულიად, მაგრამ სხვა ყველა შენიშვნა მიღებულია და უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩასწორდება. აი, ამიტომ გთხოვე წაკითხვა [:-bd] [:-bd] ის, რაც მე სუბიექტურობის გამო თვალში არ მხვდება, შენ არ გამოგეპარება [:D] გაიხარე, ძმაო!
34. ძალიან კარგი თხრობაა კარგი გაგებით მდორე.
ავტორის თხოვნით ვიტყვი ორიოდე სიტყვას:
შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა––– მე ამ ხაზს პირადად სხვანაირად დავწერდი და სიტყვა აწ–ს არ ვიხმარდი ,თან მოკლე მარცვლები "შენ კი აწ უკვე" ყურში არ მომხვდა მე კარგად.
განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ–––სულის კივილი ვერაა მთლად გაუცვეთელი სახე ...
მინდორში პეპლებს დასაჭერად უნდა მისდევდე, მაგრამ ჯიუტად შენ იმ სიზმრებს დასდევნებიხარ, დილაადრიან წარმოსახვა შენ რომ გიამბობს
აი აქ მეორე მეორედ ნახმარი პირის ნაცვალსახელი შენ სრულიად ზედმეტი მგონია ... შეიძლება შეცვლა, მუსიკის გაუფუჭებლად.
სხვა შენიშვნა არ მაქვს.
ფინალი ძალიან მაგარია და კრავს ლექსს...
სულ წინ და წინ .
5.
ძალიან კარგი თხრობაა კარგი გაგებით მდორე.
ავტორის თხოვნით ვიტყვი ორიოდე სიტყვას:
შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა––– მე ამ ხაზს პირადად სხვანაირად დავწერდი და სიტყვა აწ–ს არ ვიხმარდი ,თან მოკლე მარცვლები "შენ კი აწ უკვე" ყურში არ მომხვდა მე კარგად.
განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ–––სულის კივილი ვერაა მთლად გაუცვეთელი სახე ...
მინდორში პეპლებს დასაჭერად უნდა მისდევდე, მაგრამ ჯიუტად შენ იმ სიზმრებს დასდევნებიხარ, დილაადრიან წარმოსახვა შენ რომ გიამბობს
აი აქ მეორე მეორედ ნახმარი პირის ნაცვალსახელი შენ სრულიად ზედმეტი მგონია ... შეიძლება შეცვლა, მუსიკის გაუფუჭებლად.
სხვა შენიშვნა არ მაქვს.
ფინალი ძალიან მაგარია და კრავს ლექსს...
სულ წინ და წინ .
5.
33. დიდი მადლობა, ჯინა! ვცდილობთ, ვცდილობთ! :)
დიდი მადლობა, ჯინა! ვცდილობთ, ვცდილობთ! :)
32. "პეიზაჟი ნისლში" – ეს ხომ უკვე წავიკითხე მეზობელ საიტზე და, რამდენადაც მახსოვს, შევაფასე კიდეც... აი, ვინ ყოფილა ავტორი! კიდევ ყოჩაღ!.. "პეიზაჟი ნისლში" – ეს ხომ უკვე წავიკითხე მეზობელ საიტზე და, რამდენადაც მახსოვს, შევაფასე კიდეც... აი, ვინ ყოფილა ავტორი! კიდევ ყოჩაღ!..
31. დიდი მადლობა, გაიხარეთ! ნებიერა, სამწუხაროდ მხოლოდ ა რ ს ა დ ვბრუნდები...
,,და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით."
,,და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე, როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი..."
,,იცი, როგორ ვარ? ამ უთავბოლო ვერბლანივით: უშინაარსო, უცეცხლო, უწყლო, უმიწაო, უჰაერო და ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა."
დიდი მადლობა, გაიხარეთ! ნებიერა, სამწუხაროდ მხოლოდ ა რ ს ა დ ვბრუნდები...
,,და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით."
,,და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე, როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი..."
,,იცი, როგორ ვარ? ამ უთავბოლო ვერბლანივით: უშინაარსო, უცეცხლო, უწყლო, უმიწაო, უჰაერო და ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა."
30. ყოჩაღ არმენ! სულითა და გულით გილოცავ მეგობარო! ვგრძნობ შენს "დაბრუნებას" და მიხარია... გვიმრავლოს უფალმა შენნაირები!!! +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ ყოჩაღ არმენ! სულითა და გულით გილოცავ მეგობარო! ვგრძნობ შენს "დაბრუნებას" და მიხარია... გვიმრავლოს უფალმა შენნაირები!!! +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
29. რა ნიჭიერი ბიჭია...ყოჩაღ... რა ნიჭიერი ბიჭია...ყოჩაღ...
28. ძალიან, ძალიან ძლიერი ლექსია, უდიდესი ემოციის, ხედვის, მიგნების და სიყვარულით ნასათუთარ-ნეფერები... ასე მგონია, ამ ლექსით საკუთარი მირაჟი გადალახეთ და ოაზისსაც მიუახლოვდით!.. პატივისცემით +2 (სამწუხაროდ) წარმატებები!!! ძალიან, ძალიან ძლიერი ლექსია, უდიდესი ემოციის, ხედვის, მიგნების და სიყვარულით ნასათუთარ-ნეფერები... ასე მგონია, ამ ლექსით საკუთარი მირაჟი გადალახეთ და ოაზისსაც მიუახლოვდით!.. პატივისცემით +2 (სამწუხაროდ) წარმატებები!!!
27. კი, ფილმის გმირი, ვოლა, რომელსაც მივმართავ, მეოცნებე გოგოა. ამ ფილმის მსგავსი არაფერი მინახავს და შენც გირჩევდი მის აუცილებლად ნახვას. ნებისმიერ ეპიზოდში მსახიობების თამაში გენიალურია, მუსიკა და ზოგადად ფილმის ყველა დეტალი შეუდარებელია. არ ინანებ. გაიხარე კომენტარისთვის! კი, ფილმის გმირი, ვოლა, რომელსაც მივმართავ, მეოცნებე გოგოა. ამ ფილმის მსგავსი არაფერი მინახავს და შენც გირჩევდი მის აუცილებლად ნახვას. ნებისმიერ ეპიზოდში მსახიობების თამაში გენიალურია, მუსიკა და ზოგადად ფილმის ყველა დეტალი შეუდარებელია. არ ინანებ. გაიხარე კომენტარისთვის!
26. ხელმოწყვეტილი თოჯინები უნდა იტირო, შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ. ... ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსის ეს ფორმა ჩემთვის უცხოა, განწყობაა საკმაოდ ახლობელი. ალბათ იმიტომ, რომ ქალის სამყაროა გადაშლილი. ყოველ შემთხვევაში, მეოცნებე ქალის. ხელმოწყვეტილი თოჯინები უნდა იტირო, შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ. ... ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსის ეს ფორმა ჩემთვის უცხოა, განწყობაა საკმაოდ ახლობელი. ალბათ იმიტომ, რომ ქალის სამყაროა გადაშლილი. ყოველ შემთხვევაში, მეოცნებე ქალის.
25. ჰო, ახალაია 3 კგ-ით გასუქდა ამ ზამთარს, მე 15-20-ით. დიეტაზე ვარ უკვე [:D] ჰო, ახალაია 3 კგ-ით გასუქდა ამ ზამთარს, მე 15-20-ით. დიეტაზე ვარ უკვე [:D]
24. +5 ბატონო, ჩემო...
წონა, ასაკი... თავკანტროლი გაუწიე ბიჭოუუუუ :P +5 ბატონო, ჩემო...
წონა, ასაკი... თავკანტროლი გაუწიე ბიჭოუუუუ :P
23. დიდი მადლობა მოლოცვებისთვის! [♥] ახალაია, მოგკლავ შე პაპარაცო! ჩემი ასეთი განიერი და თვალებმინაბული ფოტო რომ შეარჩიე საილუსტრაციოდ! [:D][:D] მარა ჭკვიანად თუ არ ვიქნები, უარესი მაკომპრომენტირებელი ფოტოებიც გაქვს ჩემი [:D] პირადში შენთვის კი მითქვამს მადლობა, მაგრამ აქაც მინდა გითხრა, ანგელოპულოსი რომ აღმომაჩენინე! [♥] დიდი მადლობა მოლოცვებისთვის! [♥] ახალაია, მოგკლავ შე პაპარაცო! ჩემი ასეთი განიერი და თვალებმინაბული ფოტო რომ შეარჩიე საილუსტრაციოდ! [:D][:D] მარა ჭკვიანად თუ არ ვიქნები, უარესი მაკომპრომენტირებელი ფოტოებიც გაქვს ჩემი [:D] პირადში შენთვის კი მითქვამს მადლობა, მაგრამ აქაც მინდა გითხრა, ანგელოპულოსი რომ აღმომაჩენინე! [♥]
22. დიდებულია!
იცი ეს, გითხარი, როცა გითხარი!
გილოცავ გიორგობას!
და კიდე, ამ პატარა ჩაის ჭიქით და დიდი გულით, ანგელოპულოსის მოგონება იყოს, რომლის სიკვდილიც, რატომღაც, ქართველებს "გამოგვრჩა", გოგის, ჩემს და შენს(შენც ხო გურჯი ხარ:D) გარდა!
პ.ს.იხ.ილუსტრაცია.
პ.პ.ს.ჩემი ეროვნული, უღრანი მკერდი არ შეიმჩნიოთ, მევასება ეგ სურათი:))
დიდებულია!
იცი ეს, გითხარი, როცა გითხარი!
გილოცავ გიორგობას!
და კიდე, ამ პატარა ჩაის ჭიქით და დიდი გულით, ანგელოპულოსის მოგონება იყოს, რომლის სიკვდილიც, რატომღაც, ქართველებს "გამოგვრჩა", გოგის, ჩემს და შენს(შენც ხო გურჯი ხარ:D) გარდა!
პ.ს.იხ.ილუსტრაცია.
პ.პ.ს.ჩემი ეროვნული, უღრანი მკერდი არ შეიმჩნიოთ, მევასება ეგ სურათი:))
21. გილოცავ გიორგობას,! ლექსი მომეწონა. გილოცავ გიორგობას,! ლექსი მომეწონა.
20. გაიახარე, ძმაო! მეც გილოცავ! ავთო, მადლობა!
გაიახარე, ძმაო! მეც გილოცავ! ავთო, მადლობა!
19. მაგარი ლექსია... მოგიკითხე ძმობილო და გიორგობას გილოცავ. მაგარი ლექსია... მოგიკითხე ძმობილო და გიორგობას გილოცავ.
18. ხელმოწყვეტილი თოჯინები უნდა იტირო, შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ. ++ როგორ გითხრა საოცრად კარგია : )
ხელმოწყვეტილი თოჯინები უნდა იტირო, შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ. ++ როგორ გითხრა საოცრად კარგია : )
17. დიდი, დიდი მადლობა, გაიხარეთ! [♥]
mer@bi, კარგად ვერ მივხვდი, კორექტურას. მთლიანობაში მაგ ტაეპთან დაკავშირებით კი ბევრს ვყოყმანობდი, მაგრამ მგონი მაინც არაფერია შესაცვლელი. დიდი, დიდი მადლობა, გაიხარეთ! [♥]
mer@bi, კარგად ვერ მივხვდი, კორექტურას. მთლიანობაში მაგ ტაეპთან დაკავშირებით კი ბევრს ვყოყმანობდი, მაგრამ მგონი მაინც არაფერია შესაცვლელი.
16. ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით.
კაი კაცი ხარ შენ, გკითხულობ ხშირად შორიდან. ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით.
კაი კაცი ხარ შენ, გკითხულობ ხშირად შორიდან.
15. "მზის მნელი მხარე."---აქ მე მგონი კორექტურაა... ისე კი ლექსი ძალიან მომეწონა +5 "მზის მნელი მხარე."---აქ მე მგონი კორექტურაა... ისე კი ლექსი ძალიან მომეწონა +5
14. ძალიან კარგია...მშვიდი და საამო საკითხავად...5 სიყვარულით ნალოლიავები ლექსია... არმენ...:-* ძალიან კარგია...მშვიდი და საამო საკითხავად...5 სიყვარულით ნალოლიავები ლექსია... არმენ...:-*
13. ბოლო პუნქტში არ ვარ დარწმუნებული (თავი უნდა დავიმდაბლო) [:D] გაიხარე, ძმაო! გენაცვალე და მოგიკითხე! ბოლო პუნქტში არ ვარ დარწმუნებული (თავი უნდა დავიმდაბლო) [:D] გაიხარე, ძმაო! გენაცვალე და მოგიკითხე!
12. იცი ამ ლექსზე ძმაო ჩემი აზრი და კაი კაცი ხარ შენ ესეც ხომ იცი...:):):):) იცი ამ ლექსზე ძმაო ჩემი აზრი და კაი კაცი ხარ შენ ესეც ხომ იცი...:):):):)
11. ხელმოწყვეტილი თოჯინები უნდა იტირო, შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ.
ხელმოწყვეტილი თოჯინები უნდა იტირო, შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა, განსხეულებულ სულის კივილს კბილებით იჭერ.
10. ჯერ უნდა ზღაპრებს უყვებოდე შენ თავს სარკეში, მიამიტურად კისკისებდე და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიცნო მაგ ზღაპრების ვარიაცია, უფრო სასტიკი, რეალური მზის მნელი მხარე. შენ კი თვალებში ჩაგეღვარა უკმარისობა და ნისლის მიღმა წარმოსახვით პეიზაჟს ხედავ.
ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით.
უძლიერესია +5 ჯერ უნდა ზღაპრებს უყვებოდე შენ თავს სარკეში, მიამიტურად კისკისებდე და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიცნო მაგ ზღაპრების ვარიაცია, უფრო სასტიკი, რეალური მზის მნელი მხარე. შენ კი თვალებში ჩაგეღვარა უკმარისობა და ნისლის მიღმა წარმოსახვით პეიზაჟს ხედავ.
ალბათ ორმოც წელს მოანდომებ შენც შენი სულის უდაბნოს გავლას, გახუნდება შენი ოცნებაც და ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას, მირაჟიაო,-გაიფიქრებ სასოწარკვეთით.
უძლიერესია +5
9. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ფილმი ნახეთ და ლექსი აღარ მოგეწონებათ, გპირდებით, რადგან მილიონჯერ უკეთესს იმსახურებს! [:))] ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ფილმი ნახეთ და ლექსი აღარ მოგეწონებათ, გპირდებით, რადგან მილიონჯერ უკეთესს იმსახურებს! [:))]
8. შენ ის სული ხარ, სხეული რომ წამოიკიდე..
სულ მომეწონა..სულამდე დავიდა... არაფრისმთქმელი--5
შენ ის სული ხარ, სხეული რომ წამოიკიდე..
სულ მომეწონა..სულამდე დავიდა... არაფრისმთქმელი--5
7. რატომ ვსტუმრობ ამ გვერდს ასე მონდომებით... ჩემს თავს ვუსვამდი ამ შეკითხვას და პასუხსაც მივაგენი.....ყოველ ჯერზედ ვგრძნობ რაოდენ კეთილ ადამინათან მაქვს შეხება, ლამაზ მეკალმესთან, ბუნებით ხალას, ნიჭიერ და პირდაპირ ადამინათან.. დაგლოცოს ღმერთმა –არმენ!! ჩემი +2 და +აპლოდისმენტები დავტოვე უსაზღვრო!! წარმატებები!! რატომ ვსტუმრობ ამ გვერდს ასე მონდომებით... ჩემს თავს ვუსვამდი ამ შეკითხვას და პასუხსაც მივაგენი.....ყოველ ჯერზედ ვგრძნობ რაოდენ კეთილ ადამინათან მაქვს შეხება, ლამაზ მეკალმესთან, ბუნებით ხალას, ნიჭიერ და პირდაპირ ადამინათან.. დაგლოცოს ღმერთმა –არმენ!! ჩემი +2 და +აპლოდისმენტები დავტოვე უსაზღვრო!! წარმატებები!!
6. მართლა კარგია, არმენ! და ეჭვი მაქვს, რომ ბოლო ნაწილს ნეფერტარი გამოიყენებს როდესმე:) მართლა კარგია, არმენ! და ეჭვი მაქვს, რომ ბოლო ნაწილს ნეფერტარი გამოიყენებს როდესმე:)
5. ძალიან დიდი მადლობა ყველას! <3 ამ ბმულზე გოგი გვახარიას კრიტიკაა ამ ფილმზე და ანგელოპულოსის შემოქმედებაზე ზოგადად http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24471581.html ამ ბმულით კი ფილმის გადმოწერა შეგიძლიათ http://allmovies.ge/ge/?#movie/ABCEGC ძალიან დიდი მადლობა ყველას! <3 ამ ბმულზე გოგი გვახარიას კრიტიკაა ამ ფილმზე და ანგელოპულოსის შემოქმედებაზე ზოგადად http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24471581.html ამ ბმულით კი ფილმის გადმოწერა შეგიძლიათ http://allmovies.ge/ge/?#movie/ABCEGC
4. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი ლექსია, ვერაფერს რომ ვერ გამოყოფ. თითოეული სტრიქონი რომ ღრმაა და რიტმიც შინაარსს შესაბამისი. მისი განწყობის მატარებელი.
კარგია, კარგია, კარგია! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი ლექსია, ვერაფერს რომ ვერ გამოყოფ. თითოეული სტრიქონი რომ ღრმაა და რიტმიც შინაარსს შესაბამისი. მისი განწყობის მატარებელი.
კარგია, კარგია, კარგია!
3. აი ლექსი... აი პოეზია...
მკვლელი ლექსია არმენ, ყველას ფიცავარ! ძალიან მაგარია, ფინალში იმენა დამაჟრიალა!
მართლაც რომ შესანიშნავია!! აი ლექსი... აი პოეზია...
მკვლელი ლექსია არმენ, ყველას ფიცავარ! ძალიან მაგარია, ფინალში იმენა დამაჟრიალა!
მართლაც რომ შესანიშნავია!!
2. ოოო ! არმენ, უსესანიშნავესია, თუკი პოეზიის რაიმე გამეგება ! ძალიან კარგია.
"შენ ის ბავშვი ხარ, სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯე ჯიბე ოცნებით გქონდა სავსე, უბე-ტკივილით, იმედიანად მეორე მეს ხელი ჩაკიდე,- შენ რომ ვერ ნახე, ის სიზმრები გადმოეთარგმნა, შენ რომ ვერ ნახე, ის ფერები გამოესახა, გზადაგზა ხელი მოეჭირა გასამხნევებლად"
"შენ ის სული ხარ, სხეული რომ წამოიკიდე,"
"შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა,"
"მაგრამ ჯიუტად შენ იმ სიზმრებს დასდევნებიხარ, დილაადრიან წარმოსახვა შენ რომ გიამბობს (კაცმა არ იცის, გესიზმრა თუ გამოიგონე)."
შესანიშნავია. :)
პატივისცემით: ტენდი 5
ოოო ! არმენ, უსესანიშნავესია, თუკი პოეზიის რაიმე გამეგება ! ძალიან კარგია.
"შენ ის ბავშვი ხარ, სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯე ჯიბე ოცნებით გქონდა სავსე, უბე-ტკივილით, იმედიანად მეორე მეს ხელი ჩაკიდე,- შენ რომ ვერ ნახე, ის სიზმრები გადმოეთარგმნა, შენ რომ ვერ ნახე, ის ფერები გამოესახა, გზადაგზა ხელი მოეჭირა გასამხნევებლად"
"შენ ის სული ხარ, სხეული რომ წამოიკიდე,"
"შენ კი აწ უკვე ნაფრთებალი ბეჭები გტკივა,"
"მაგრამ ჯიუტად შენ იმ სიზმრებს დასდევნებიხარ, დილაადრიან წარმოსახვა შენ რომ გიამბობს (კაცმა არ იცის, გესიზმრა თუ გამოიგონე)."
შესანიშნავია. :)
პატივისცემით: ტენდი 5
1. http://www.youtube.com/watch?v=lWtZS3Rh-Tc http://www.youtube.com/watch?v=lWtZS3Rh-Tc
|
|
მონაცემები არ არის |
|
|