ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნენენენე
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2012


რა ბანალურია =X

ბაა,ქალაქს წვიმის სუნი აქვს,ასეთ ამინდებში ყოველთვის მიმძაფრდება სიკვდილზე ფიქრი...ვზივარ დილიდან (თითქმის ღამიდან) ჩემს ოთახში, მაგიდასთან,ჭიქით ხელში,რომელშიც ყავის ნალექია დარჩენილი...მკითხავი უეჭველი მეტყოდა აქ შენი ბედის ხაზები მოსჩანსო,სასაცილოა !  ჰაერი თითქოს კედელზეა აკრული და ოთახი ფეხმძიმე ქალივით იბერება სიგარეტის ნაცრიფერი კვამლით...გუშინ უფილტვებო ღამე იყო,ამიტომაც ვზივარ ჩემს ოთახში,აივნიდან შემოდის წვიმით გაჟღენთილი ასფალტის სუნი, მმმ...მიყვრას ეს სუნი,თუმცა ამ დროს ყოველთვის შიშის გრძნობა მეღვრება გულში.აივანი ჩემს ოთახს არასოდეს ჰქონია,აბა ეს სუნი?კარგი,დაივიწყე...
ბაა,გარეთ ქარია...ვზივარ დილიდან (თითქმის ღამიდან) ჩემს ოთახში ,მაგიდასთან,ჭიქით ხელში,რომელშიც ყავის ნალექია დარჩენილი...მკითხავი უეჭველი მეტყოდა აქ შენი ბედის ხაზები მოსჩანსო,სასაცილოა ! ქარს მტვერი შემოაქვს ოთახში,ჰოო იმ აივნიდან..კვამლი ისევ დგას ოთახში,ვიცი,ვიცი რომ მოგწონს ,როცა ვეწევი,მეუბნებოდი ეს უფრო ქალურს გხდისო...ფარდიდან ცა მოსჩანს რძესავით აჭრილი,მმმ...მიყვარს,ასეთ ამინდებში ყოველთვის მიმძაფრდება ფრენის სურვილი...
ბაა,ქალაქს წვიმის სუნი აქვს დღესაც...შენ ხომ იცი მიყვარს როცა ჩემს ოთახში ვზივარ,ცალ ხელში ჭიქით,მეორეში ბოლო ღერი სიგარეტით..აივანი ჩემს ოთახს არასოდეს ჰქონია...მხოლოდ ფარდა აქვს ჩემი ყურებით დანევროზებულ ფანჯრებს,რომლის მიღმა ბინძური ხელთათმანებით ადამიანები დადიან...შენ ხომ იცი არ მიყვარს ფანჯრიდან ყურება,მხოლოდ აივნის კარებს ვტოვებ ხოლმე ღიას...ბაა,დღეს განსაკუთრებით მიმძაფრდება რაღაც გრძნობები...დღეს აღარ ვზივარ მაგიდასთან,შიშველ იატაკზე  ვწევარ,ჭერს მიშტერებული მწვანე თვალებით ( ეს ერთადერთი მკვეთრი ფერია ჩემს ოთახში ) და ალბათ...სანამ ვინმე შემოაღებდეს ჩემი ოთახის კარებს,გატეხილი ჭიქის ნამსხვრევებით,რომელშიც ჯერ კიდევ გუშინ ყავის ნალექი იყო და რომელშიც უკვე  მკითხავიც ვერაფერს დაინახავს, მე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს