ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2012


დამიმახსოვრე...

ნურაფერს მეტყვი, მიცქირე ისე, ნურაფერს მკითხავ.
დამიმახსოვრე სწორედ ისეთი, ამ წუთში რომ ვარ.
სევდიან გულში ჩაგახედო, მე ისევ მინდა,
ვეღარ მოვასწრებ, წასვლის წუთი სულ მალე მოვა.

ამიტომ ვიცი, სიტყვა ახლა მხოლოდ ფარსია,
მხოლოდ თამაში ხუთი წუთის გახანგრძლივების,
სიმშვიდე შენგან გულზე ისევ დაღად მაჩნია
და დროა ახლა ამ სიმშვიდის განაწილების.

დამიმახსოვრე, ახლა წავალ, რადგან ასეა:
უნდა წახვიდე, როცა გული სულ მთლად სავსეა,
ცხელი ვნებები გულგრილობის როცა ზღვარზეა. . .
დამიმახსოვრე. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები