ერთი უკან დამიდგა ავტომატმომარჯვებული. ორმა დედა-შვილისკენ გაიწია. ქალმა იკივლა და შვილს ჩაეხვია. თამარი ატირდა. -Отпусти, сука! - დედა-შვილი უფრო ჩაეხვივნენ ერთმანეთს. ერთ-ერთმა გოგოს ხელი წაავლო. -არა, არ დაგითმობთ! Нет! Не отдам! Убейте, не отдам!! -Приведите! - უღრიალა მან. უცებ ქალმა შვილს ხელი უშვა და მასზე ჩაფრენილს სახეში ეცა და ჩამოკაწრა. მეორე არაკაცმა ავტომატი გაისროლა და დედა უსულოდ დაეცა მიწაზე. თამარი ხელიდან გაუსხლტა მოძალადეს და დედას კივილით დაემხო. იმ ორმა ვიგინდარამ ქალს ააგლიჯეს გოგონა და უფროსს მიჰგვარეს. უცებ თვალში მომხვდა მესამის რისხვით ანთებული თვალები და ბრაზით მომუჭული მუშტი. -Не бойся, красавица! - გაუღიმა კაცმა და სახეზე ხელი ჩამოუსვა. გოგომ ბრაზით შეანათა ცრემლიანი თვალები და სახე მოარიდა. მან ბილწად ჩაიხითხითა, მოულოდნელად ხელი საკინძეში წაავლო და სწრაფი მოძრაობით გულისპირი ჩამოუფხრიწა გოგონას. თამარმა იკივლა და მოძალადეს შეაფურთხა. კაცმა გადაიხარხარა, სახე ხელით მოიწმინდა და გაკავებულს ორივე ძუძუზე წაუჭირა ხელები. თამარმა უფრო ხმამაღლა მიაკივლა და კაცს წიხლი ამოარტყა. -Твою мать!!!- იღრიალა ტკივილისგან მოკაკვულმა და ისეთი სახით წამოიმართა, რომ.. უცებ ავტომატმა დაიკაკანა და გოგოს სხეული ჩვარივით ჩამოეკიდა იმ ორს ხელებზე. გამძვინვარებული არაკაცი შემოტრიალდა. იმ ბიჭს, რომლის რისხვით სავსე თვალებიც მე შევნიშნე, ავტომატი ჯერ კიდევ შემართული ეჭირა. -Что ты наделал? !- უღრიალა გამძვინვარებულმა რუსმა. მან ავტომატი დაუშვა , უფროსს თვალებში ჯიქურად მიაჩერდა და მშვიდად მიუგო: -Она Вас оскорбила, проститутка! უსასოობისგან ტუჩები დავიკვნიტე. პირში სისხლის გემოს ვგრძნობდი. ალბათ იმ წუთებში სიცოცხლეს დაუნანებლად დავთმობდი, ოღონდ იმ სამის მისიკვდილება შემძლებოდა. იმ ახალგაზრდისადმი კი სიმპატიით განვეწყვე. მწამდა, მან ის გოგონა მართლა იმ მხეცის შეურაცხყოფის გამო კი არ დახვრიტა, არამედ იმ არაკაცების წაბილწვისა და ტანჯვისგან იხსნა. უფროსმა ჩემსკენ გამოიხედა, თვალებში გაკვირვება აესახა, თავი გადააქნია. მიყურა, მიყურა და ხელის ჩაქნევით იმ ჩემს მოწონებულ ახალგაზრდას მიუგდო: -Уведи его! მან ხელით ფარდულისკენ მანიშნა, შიგ შესულს კარი მომიხურა და გასაღები გადაატრიალა. უუფლებობისგან გაცოფებული ბოლთას ვცემდი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ჩემს თავზეც გამწარებული ვიყავი უმოქმედობისგან, მაგრამ ისიც ვიცოდი, ვერცერთს ვერაფერს ვუშველიდი და მათ მეც ზედ მიმაყოლებდნენ. თანდათან ხმაური მინელდა. ალბათ დაიღალნენ და გალეშილებმა დაიძინეს. სიჩუმეში სატვირთო მანქანის ხმა გავიგონე. ხმა თანდათან ძლიერდებოდა. მალე ჩემი საპყრობილის შორიახლო შეჩერდა. რაღაცეები გადმოტვირთეს. მოგვიანებით კარი გაიღო. ფანრის შუქზე ის ახალგაზრდა ვიცანი, რომელმაც გოგოს ესროლა. -მე სოხუმელი ვარ - აფხაზურად მომმართა მან - გიცანით ძია ბორია. თქვენ მამაჩემის გასტრონომს ამარაგებდით და რამდენჯერმე იქ ეზოში, საჭესთანაც დამსვით. მეც ვერ ვიტან ამ ხეპრეებს, მაგრამ... სხვანაირად არ გამომდის. ის გოგო რომ არ მომეკლა, მთელი ბრბოს საჯიჯგნი გახდებოდა. მერე შეურაცხყოფილს, გათელილ-გაწამებულს მაინც მოკლავდნენ. რამდენჯერმე მოხდა ასე. ალბათ მთელი ცხოვრება ვერ მოვინანიებ მის სიკვდილს... იმ არაკაცმა თქვენი თავი დამითმო. დავარწმუნე, რომ აფხაზების მოკეთე ხართ. ახლა ეს მანქანა ხიდამდე მიდის, მერე გადასვლა არ გაგიჭირდებათ. მშვიდობით, ძია ბორია. მამას გაუხარდება თქვენი გადარჩენა. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა, ფეხები გამიქვავდა. არ მჯეროდა ღვთის ეს წყალობა. -წავიდეთ, ადამურს ეჩქარება. -რა გქვია? ვისი შვილი ხარ?- ვკითხე გაოგნებულმა. -რად გინდათ ჩემი ვინაობის ცოდნა? მთავარია, აქედან გადიხართ. - მოგუდული ხმით მითხრა მან. -რომ დავბრუნდებით, უნდა მოგძებნო და მამაშენს მადლობა ვუთხრა ასეთი შვილის გაზრდისთვის. -რომ დაბრუნდებით? - თავი გააქნია მან - ეს არც თუ ისე ადვილია... -დავბრუნდებით, დავბრუნდებით.. ქართველებს და აფხაზებს რა გვაქვს გასაყოფი? ეს გაუგებრობაა. ყველაფერი გაირკვევა და ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ. -ხოო.. გისმინოთ ღმერთმა. მე მიყვარს ქართველები. ერთი ქართველი ვაჟკაცი რომ არა, ათი წლის წინ ზღვის წერა გავხდებოდი, ჩემს დას სასწრაფოდ სისხლის გადასხმა დასჭირდა მშობიარობისას. იქ მყოფთაგან არავის აღმოგვაჩნდა საჭირო გჯუფისა და რეზუსის სისხლი. ქართველმა მედდამ უყოყმანოდ და სხვათაშორის, უანგაროდ მისცა სისხლი. რა დამავიწყებს ამას... ახლა კი ვიჩქაროთ. თუ ძალიან გაინტერესებთ, მე ნესტორ ავიძბას შვილი ვარ, უჯუში. ახალგაზრდამ მანქანაში ჩამსვა, მძღოლს დაავალა, ენგურის ხიდამდე უვნებლად მივეყვანე. ხელი მაგრად ჩამომართვა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. მალე ხიდთან ჩამომსვეს. მიწაზე დავემხე და ღმერთს მადლობა შევწირე გადარჩენისთვის. ნამდვილი ვაჟკაცების არსებობისთვის და ხიდზე სირბილით განვაგრძე გზა. თენდებოდა ზუგდიდს რომ მოვაღწიე. ჯვარის გადასახვევთან ლტოლვილები ირეოდნენ. ჩემი მეგობარი ვაჟა დავინახე. გაწამებული სახით ცოლ-შვილთან ერთად ხის ძირში იჯდა. სიხარულით გადავეხვიე. -ბორია?!- გაკვირვებით შესძხა მან. რამდენჯერმე მომიშორა და ისევ ჩამიკრა გულში. -ჩვენ სვანეთით გამოვაღწიეთ წუხელ. ეხლა ცოლის ძმას ველოდებით, როგორ მიხარია , რომ გხედავ. შენზე თქვეს, აფხაზებმა მოკლესო. თმაზე რა მოგივიდა ბიჭო? რა უნდა მომსვლოდა, ამდენი ხნის დაუბანელი ჯაგარივითაა. კარგა ხანს ვილაპარაკეთ. Gგული უფრო დამეწვა, როცა რამოდენიმე მეგობრის სიკვდილი გავიგე. Dდიმას ახალდაბადებული ბავშვი უღელტეხილზე გაყინულიყო და დედა ხრამში გადამხტარიყო ამის შემცნობი. დიმა ძლივს გავაკავეთო. ცრემლები გულში წვეთავდნენ და ბოღმისაგან გული სივდებოდა. ვაჟას დავემშვიდობე და წალენჯიხისკენ მიმავალი მანქანის ან ტრქტორის ძებნა დავიწყე. უშედეგოდ. რამდენიმე დღის უჭმელს თავბრუ მეხვეოდა. ჩხოუშიასთან ჩავედი, რათა წყალი მაინც დამელია და პირი დამებანა. გაკვირვებისგან ენა ჩამივარდა. წყალში მთლიანად თეთრთმიანი კაცის ანარეკლი შემომყურებდა. ახლა მივხვდი, რამ გააკვირვა ვაჟა. თუმცა, თმის გათეთრებას ვინ ჩიოდა, რომ იმ ჯოჯოხეთიდან ცოცხლად გამოვაღწიე. იმის მერე, ყოველ ღამე თამარი, დალი და ვახტანგი მესიზმრებიან.. ეეხ... იქნებ ჯობდა, მეც ამომეღო ხმა და მათთან ერთად დავეხვრიტეთ... მაგრამ არა, მაშინ ხომ ვერ შევიცნობდი აფხაზი ბიჭის ვაჟკაცურ ბუნებას. მჯერა, ნამდვილ აფხაზებს ვუყვარვართ ქართველები და პირიქითაც... დაზფრულები ვუსმენდით ბიძაჩემს. -ღმერთმა მალე დაგვაბრუნოს და.. პირველსავე დღეს მივალ ავიძბებთან.. ის ბიჭი ნამდვილ აფხაზად, ნამდვილ ვაჟკაცად გაუზრდია….
P.S ბიძაჩემი სამი წელია გარდაიცვალა... ღმერთმა მალე დაგვიბრუნოს აფხაზეთი , აფხაზები და მაშინ მე ჩავალ სოხუმში, რათა უჯუში ვიპოვო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. როგორ შეიძლება ამ ამბავმა არ შეგძრას. მითუმეტეს თუ "აფხაზეთი" საკუთარ თავზე გაქვს განცდილი და გადატანილი. კარგადაა გადმოცემული მაგრამ თხოვნა მაქვს, როცა მსგავს თემას წერთ იქნებ ნაწარმოებში პატარა ადგილი იუმორისთვისაც გამონახოთ, რომ განტვირთვის ელემენტალური საშუალება გვქონდეს მკითხველს. ამ ნაწარმოებმა ჩემში მხოლოდ "ომი და შურისძიება" აღძრა როგორც ამ ომ გადატანილ ადამიანში. ახლა კი კითხვას ვსვამ: ეს კარგია თუ ცუდი? როცა ვწერთ აუცილებელია ვიფიქროთ მის შედეგებზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრი და პირადი განცდაა. როგორ შეიძლება ამ ამბავმა არ შეგძრას. მითუმეტეს თუ "აფხაზეთი" საკუთარ თავზე გაქვს განცდილი და გადატანილი. კარგადაა გადმოცემული მაგრამ თხოვნა მაქვს, როცა მსგავს თემას წერთ იქნებ ნაწარმოებში პატარა ადგილი იუმორისთვისაც გამონახოთ, რომ განტვირთვის ელემენტალური საშუალება გვქონდეს მკითხველს. ამ ნაწარმოებმა ჩემში მხოლოდ "ომი და შურისძიება" აღძრა როგორც ამ ომ გადატანილ ადამიანში. ახლა კი კითხვას ვსვამ: ეს კარგია თუ ცუდი? როცა ვწერთ აუცილებელია ვიფიქროთ მის შედეგებზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრი და პირადი განცდაა.
11. P.S ბიძაჩემი სამი წელია გარდაიცვალა... ღმერთმა მალე დაგვიბრუნოს აფხაზეთი , აფხაზები და მაშინ მე ჩავალ სოხუმში, რათა უჯუში ვიპოვო..
გისმინოს უფალმა. მწარე რეალობა ძალზედ რეალურადაა გადმოცემული. +5 P.S ბიძაჩემი სამი წელია გარდაიცვალა... ღმერთმა მალე დაგვიბრუნოს აფხაზეთი , აფხაზები და მაშინ მე ჩავალ სოხუმში, რათა უჯუში ვიპოვო..
გისმინოს უფალმა. მწარე რეალობა ძალზედ რეალურადაა გადმოცემული. +5
10. აააააააიი, ზუსტად ისე მივიღე, როგორც წერია. ზუსტად ასე ყვებოდნენ მაშინ დევნილები თავის ამბებს. რამდენი, რამდენი, რამდენი ამბავი მომისმენია ასეთი და უარესებიც... ეს რეალისტური მწერლობაა. მე ასე მესმის.
ის ასი სიტყვაც ძალიან მომეწონა.... და ესეც მომწონს. არც იქ აკლდა რამე და არც აქაა რამე ზედმეტი.
5. აააააააიი, ზუსტად ისე მივიღე, როგორც წერია. ზუსტად ასე ყვებოდნენ მაშინ დევნილები თავის ამბებს. რამდენი, რამდენი, რამდენი ამბავი მომისმენია ასეთი და უარესებიც... ეს რეალისტური მწერლობაა. მე ასე მესმის.
ის ასი სიტყვაც ძალიან მომეწონა.... და ესეც მომწონს. არც იქ აკლდა რამე და არც აქაა რამე ზედმეტი.
5.
9. გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. არ მიკვირს სხადასხვაობა შეფასებათა, ყველას თავისი გემოვნება აქვს, ვეცდები ზოგიერთს ვუპასუხო.
არმენ არუთინოვი – შეიძლება ასე უფრო მოეგო ნაწერს, მაგრამ... მე ასე ჩავთვლე უკეთესად. ჯერ ეს დაიწერა და მერე "100" სიტყვა.
აზგო – დიახ, ნამდვილად ლიტ.პორტალია , მაგრამ მე მგონი ნაწარმოებთა 80% მაინც პირად განცდებზე და რეალურ ისტორიებზე იქმნება. (ასე წამიკითხავს არა ერთ გამოჩენილი შემოქმედის მოგონებაში). ჩემს ნაწერთა უმრავლესობას ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად. გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. არ მიკვირს სხადასხვაობა შეფასებათა, ყველას თავისი გემოვნება აქვს, ვეცდები ზოგიერთს ვუპასუხო.
არმენ არუთინოვი – შეიძლება ასე უფრო მოეგო ნაწერს, მაგრამ... მე ასე ჩავთვლე უკეთესად. ჯერ ეს დაიწერა და მერე "100" სიტყვა.
აზგო – დიახ, ნამდვილად ლიტ.პორტალია , მაგრამ მე მგონი ნაწარმოებთა 80% მაინც პირად განცდებზე და რეალურ ისტორიებზე იქმნება. (ასე წამიკითხავს არა ერთ გამოჩენილი შემოქმედის მოგონებაში). ჩემს ნაწერთა უმრავლესობას ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად.
8. არ ვიცი, ვისზე როგორ, მაგრამ ჩემზე საშინლად იმოქმედა და ვთვლი რომ ეს ამბავი სწორედ ასე თავისი "ნამდვილი" სახით უნდა მოთხრობილიყო...ეს ხომ ჩვენი სინამდვილეა...ყოველი წვრილმანიც საინტერესოა აქ... მხატვრული ოსტატობა დააკლადა, მაგრამ სამაგიეროდ კითხვისას სულ სინამდვილის განცდა გაქვს და ეს აძლევს სიმძაფრეს...5 არ ვიცი, ვისზე როგორ, მაგრამ ჩემზე საშინლად იმოქმედა და ვთვლი რომ ეს ამბავი სწორედ ასე თავისი "ნამდვილი" სახით უნდა მოთხრობილიყო...ეს ხომ ჩვენი სინამდვილეა...ყოველი წვრილმანიც საინტერესოა აქ... მხატვრული ოსტატობა დააკლადა, მაგრამ სამაგიეროდ კითხვისას სულ სინამდვილის განცდა გაქვს და ეს აძლევს სიმძაფრეს...5
7. მე მომწონს და +5 :* მე მომწონს და +5 :*
6. გარკვეულწილად ლალის ვეთანხმები. იმას დავამატებდი, რომ ასი სიტყვა, რომელიც უკვე დაწერეთ, ამ ვრცელ ისტორიას ისეც იტევს. ალბათ უმჯობესი იქნებოდა ის ასი სიტყვა მაქსიმალურად დაგემუშავებინათ, თუნდაც სიტყვათა რაოდენობა დაგერღვიათ (უკვე ხომ ისეც არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი სიტყვა იქნება), პატარა მინიატურაში მაქსიმუმი ჩაგედოთ. ისტორია კი ნამდვილად სულისშემძვრელია. 4 გარკვეულწილად ლალის ვეთანხმები. იმას დავამატებდი, რომ ასი სიტყვა, რომელიც უკვე დაწერეთ, ამ ვრცელ ისტორიას ისეც იტევს. ალბათ უმჯობესი იქნებოდა ის ასი სიტყვა მაქსიმალურად დაგემუშავებინათ, თუნდაც სიტყვათა რაოდენობა დაგერღვიათ (უკვე ხომ ისეც არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი სიტყვა იქნება), პატარა მინიატურაში მაქსიმუმი ჩაგედოთ. ისტორია კი ნამდვილად სულისშემძვრელია. 4
5. მანანა, რამდენია აქ ნამდვილი ამბავი და რამდენი მხატვრული ლიტერატურა? იმიტომ გეკითხები, რომ აქ ხომ, რაც არ უნდა იყოს, ლიტ. პორტალია და არა პირადი მოგონებების (თუნდაც ძალიან ტრაგიკულის) გვერდი? მანანა, რამდენია აქ ნამდვილი ამბავი და რამდენი მხატვრული ლიტერატურა? იმიტომ გეკითხები, რომ აქ ხომ, რაც არ უნდა იყოს, ლიტ. პორტალია და არა პირადი მოგონებების (თუნდაც ძალიან ტრაგიკულის) გვერდი?
4. შეიძლება ლალი, მაგრამ ეს ასე მოხდა. რაც შეეხება იმას, რომ "პატარა ,შეკუმშული და მაქსიმალურად დაწურული მინიატურა უნდა დაწეროს პროფესიონალმა .". კი ბატონო, დაწეროს:) შეიძლება ლალი, მაგრამ ეს ასე მოხდა. რაც შეეხება იმას, რომ "პატარა ,შეკუმშული და მაქსიმალურად დაწურული მინიატურა უნდა დაწეროს პროფესიონალმა .". კი ბატონო, დაწეროს:)
3. და კიდევ ქართველის გადარჩენა ანუ ეს უკვე ზედმეტია .სამწუხაროდ ყველა ასეტ მოთხრობაში თუ ამბავში იმდენად მეპატიოს მე ეს სიტყვები''გადათამაშებული ფიშკაა ''ნაწერის რომ გაცვეთილი გახდა უკვე.ზუსტად ეს მონეტი გოგონას რომ ესვრის ტყვიას არის აქ მთავარი..მეტი აქ არაა საჭირო. და ერტი ღმერტმა იცის სწორედ მოიქცა ის აფხაზი ტუ არა და კიდევ ქართველის გადარჩენა ანუ ეს უკვე ზედმეტია .სამწუხაროდ ყველა ასეტ მოთხრობაში თუ ამბავში იმდენად მეპატიოს მე ეს სიტყვები``გადათამაშებული ფიშკაა ``ნაწერის რომ გაცვეთილი გახდა უკვე.ზუსტად ეს მონეტი გოგონას რომ ესვრის ტყვიას არის აქ მთავარი..მეტი აქ არაა საჭირო. და ერტი ღმერტმა იცის სწორედ მოიქცა ის აფხაზი ტუ არა
2. რა თქმა უნდა შემძრა .გულგრილად ამ თემაზე ადამიანი ვერ წარმომიდგენია,რომ... უბრალოდ ემოციას გადავდებ განზე და იგივეს ვიტყვი როგორც ნაწერმა ''გავრცობისას''დაკარგა ბევრი,უფრო სწორედ ვერ შეძელით თქვენ სათანადო ოსტატობით მკითხველამდე მიტანა. ანუ განვმარტავ ეს არის ისეტი ამბავი,''პროსტო''რომ მოყვე ამბად მაინც იმოქმედებს.აი ავტორისგან ხომ უნდა ამას დამატება ?მხატვრული ოსტატობა ანუ იგივე აზრზე ვრჩები პატარა ,შეკუმშული და მაქსიმალურად დაწურული მინიატურა უნდა დაწეროს პროფესიონალმა .და ძალიან მოზომილად. ძუნწი ემოციებით ანუ ავტორის ემოციები ტექსტში არაა საჭირო ისედაც გასაგებია. წარმატებები და მოკითხვა რა თქმა უნდა შემძრა .გულგრილად ამ თემაზე ადამიანი ვერ წარმომიდგენია,რომ... უბრალოდ ემოციას გადავდებ განზე და იგივეს ვიტყვი როგორც ნაწერმა ``გავრცობისას``დაკარგა ბევრი,უფრო სწორედ ვერ შეძელით თქვენ სათანადო ოსტატობით მკითხველამდე მიტანა. ანუ განვმარტავ ეს არის ისეტი ამბავი,``პროსტო``რომ მოყვე ამბად მაინც იმოქმედებს.აი ავტორისგან ხომ უნდა ამას დამატება ?მხატვრული ოსტატობა ანუ იგივე აზრზე ვრჩები პატარა ,შეკუმშული და მაქსიმალურად დაწურული მინიატურა უნდა დაწეროს პროფესიონალმა .და ძალიან მოზომილად. ძუნწი ემოციებით ანუ ავტორის ემოციები ტექსტში არაა საჭირო ისედაც გასაგებია. წარმატებები და მოკითხვა
1. აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია, მხოლოდ რამდენიმე სახელია შეცვლილი. ვინ როგორ მიიღებთ....ეს თქვენზეა დამოკიდებული. აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია, მხოლოდ რამდენიმე სახელია შეცვლილი. ვინ როგორ მიიღებთ....ეს თქვენზეა დამოკიდებული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|