ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2012


მზიანი ამინდი

ვენებში  სისხლი  აღარ  გვეტევა,
პოეტებს  მწველი  მზე  დააცხუნებთ;
მერედაც  ჩავთვლი  გადამეტებად –
გრძელნაწნავიან  ლამაზ  ქალწულებს.

შეუძლებლობას  შესაძლოდ  გავხდით,
ლექსების  გასწვრივ  დავსხდებით  თითოდ
და  პოეზიაც  გახდება  ნაღდი,
რადგან  ერთმანეთს  ლექსებად  ვითხოვთ.

ვენებში  სისხლი  გვეტევა  აღარ,
მწველი  მზე  პოეტს  აცხუნებს  თითქოს..
ჩემს  ჰორიზონტზე  ლექსებად  გნახავ,
სამყარო  შენს  თავს  ლექსებად  ითხოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები