ბრაჰმანის ვაჟი 2 ყველას უყვარდა სიდჰარტა. ყველას სიხარულით ავსებდა, მაგრამ სიდჰარტას არაფერი ახარებდა, მოწყენილი იყო. ლეღვის ბაღების ვარდისფერ ბილიკებზე სეირნობის, ჭალებში ხეების მოლურჯო ჩრდილებში ჯდომის, სხეულის განბანვის და მანგოს ტყის უღრანებში მსხვერპლშეწირვის დროს, საუკეთესო თავდაჭერის გამო საყოველთაო სიყვარულითა და სიხარულით გარემოცულს, გულს არაფერი უხარებდა. ზმანებები და ამაღელვებელი ფიქრები მოედინებოდნენ მდინარესთან ერთად, ღამით ვარსკვლავებთან ერთად ციმციმებდნენ, მზის სხივებთან ერთად იღვრებოდნენ; ზმანებები მოდიოდნენ და სულს უშფოთებდნენ მსხვერპლშეწირვის დროს მსხვერპლისთვის ადენილ სუნთან ერთად, რიგ-ვედას ლექსებთან ერთად მოფრინავდნენ, მოხუცი ბრაჰმანების სწავლებისგან იბადებოდნენ.
სიდჰარტას გულში უკმარისობის გრძნობა ჩნდებოდა. ის გრძნობდა, რომ მისი მშობლების და მისი მეგობარი გოვინდას სიყვარული სამარადჟამოდ არ დააკმაყოფილებდა, არ დაამშვიდებდა, მის ცნობისმოყვარეობას არ დააპურებდა და ბოლომდე არ გაყვებოდა. ხვდებოდა, რომ ღრმადპატივცემულ მამამისს და სხვა მასწავლებლებს, ბრძენ ბრაჰმანებს მათი სიბრძნის დიდი და საუკეთესო ნაწილი მისთვის უკვე გადაცემული ჰქონდათ, მის მომლოდინე ჭურჭელში უკვე ჩაეღვარათ მთელი მათი სიუხვე და მისი ჭურჭელი ჯერ კიდევ არ იყო სავსე, მისი გონება არ იყო დაკმაყოფილებული, მისი სული-დამშვიდებული და გული მისი-დაწყნარებული. განბანვა კარგი იყო, მაგრამ ის ხომ მხოლოდ წყალი იყო და არ შეეძლო ცოდვების ჩამორეცხვა, სულიერ წყურვილს ვერ უკლავდა და მისი გულის მღელვარებას ვერ ახშობდა. ჩინებულია მსხვერპლშეწირვა და ღმერთების ლოცვით მოხმობა, მაგრამ ნუთუ სულ ესაა? ნუთუ მსხვერპლშეწირვაშია ბედნიერება? და ღმერთები? ნუთუ მართლა პრაჯაპატიმ შექმნა სამყარო? ვინაა მაშინ ატმანი, ერთადერთი, ყოვლისმომცველი? ნუთუ ღმერთებიც შენსა და ჩემსავით დროის წარმავალი ქმნილებები არ არიან? რამდენად მართებული, აზრიანი და უმნიშვნელოვანესი საქციელია ღმერთებისათვის მსხვერპლშეწირვა? მაშინ სხვა ვის უნდა შეწირო მსხვერპლი, ვის უნდა მიაგო პატივი, თუ არა მას ერთადერთს, ატმანს? და სად უნდა იპოვო ატმანი, სად ცხოვრობს, სად ფეთქავს მისი უკვდავი გული, თუ არა მეში, საკუთარ სიღრმეებსა და იმ ხელშეუხებელში, რომელსაც ნებისმიერი საკუთარ თავში ატარებს? მაგრამ სად, სად არის ეს მე, შინაგანი და უმნიშვნელოვანესი? ეს არაა ხორცშესხმული არსება, არც ფიქრი და, მით უმეტეს, არც ცნობიერება,-ასე ასწავლიდნენ ბრძენები. სად, სად არის ის მაშასადამე? არსებობდა სხვა გზა, რომლის პოვნაც ღირდა, რომლითაც საკუთარ მეში, ატმანში შეაღწევდა? არავის შეეძლო ამ გზის ჩვენება, არავინ იცოდა მისი ასავალ-დასავალი, არც მამამ, არც მასწავლებლებმა და ბრძენებმა და არც მსხვერპლშეწირვის დროს ნამღერ სადიდებელ ჰიმნებში არაფერი იყო მის შესახებ ნათქვამი. ყველაფერი იცოდნენ ბრაჰმანებმა და ყველაფერი ეწერა მათ წმინდა წიგნებში, ყველაფრის შესახებ ჰქონდათ ნაფიქრი,-სამყაროს შექმნაზე, საკვების შესახებ, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვაზე, აზრების წესრიგზე, იცნობდნენ ღმერთების საქმეებს და იცოდნენ, როგორ გაჩნდა სიტყვა, უსასრულოდ ბევრი რამ იცოდნენ, მაგრამ ჰქონდა კი აზრი ამ ყველაფრის ცოდნას, როცა წარმოდგენა არ ჰქონდათ ერთადერთსა და ყველაზე მნიშვნელოვანზე?
So liebten den Siddhartha alle. Allen schuf er Freude, allen war er zur Lust. Er aber, Siddhartha, schuf sich nicht Freude, er war sich nicht zur Lust. Wandelnd auf den rosigen Wegen des Feigengartens, sitzend im bläulichen Schatten des Hains der Betrachtung, waschend seine Glieder im täglichen Sühnebad, opfernd im tiefschattigen Mangowald, von vollkommenem Anstand der Gebärden, von allen geliebt, aller Freude, trug er doch keine Freude im Herzen. Träume kamen ihm und rastlose Gedanken aus dem Wasser des Flusses geflossen, aus den Sternen der Nacht gefunkelt, aus den Strahlen der Sonne geschmolzen, Träume kamen ihm und Ruhelosigkeit der Seele, aus den Opfern geraucht, aus den Versen der Rig-Veda gehaucht, aus den Lehren der alten Brahmanen geträufelt. Siddhartha hatte begonnen, Unzufriedenheit in sich zu nähren. Er hatte begonnen zu fühlen, daß die Liebe seines Vaters, und die Liebe seiner Mutter, und auch die Liebe seines Freundes, Govindas, nicht immer und für alle Zeit ihn beglücken, ihn stillen, ihn sättigen, ihm genügen werde. Er hatte begonnen zu ahnen, daß sein ehrwürdiger Vater und seine anderen Lehrer, daß die weisen Brahmanen ihm von ihrer Weisheit das meiste und beste schon mitgeteilt, daß sie ihre Fülle schon in sein wartendes Gefäß gegossen hätten, und das Gefäß war nicht voll, der Geist war nicht begnügt, die Seele war nicht ruhig, das Herz nicht gestillt. Die Waschungen waren gut, aber sie waren Wasser, sie wuschen nicht Sünde ab, sie heilten nicht Geistesdurst, sie lösten nicht Herzensangst. Vortrefflich waren die Opfer und die Anrufung der Götter—aber war dies alles? Gaben die Opfer Glück? Und wie war das mit den Göttern? War es wirklich Prajapati, der die Welt erschaffen hat? War es nicht der Atman, Er, der Einzige, der All-Eine? Waren nicht die Götter Gestaltungen, erschaffen wie ich und du, der Zeit untertan, vergänglich? War es also gut, war es richtig, war es ein sinnvolles und höchstes Tun, den Göttern zu opfern? Wem anders war zu opfern, wem anders war Verehrung darzubringen als Ihm, dem Einzigen, dem Atman? Und wo war Atman zu finden, wo wohnte Er, wo schlug Sein ewiges Herz, wo anders als im eigenen Ich, im Innersten, im Unzerstörbaren, das ein jeder in sich trug? Aber wo, wo war dies Ich, dies Innerste, dies Letzte? Es war nicht Fleisch und Bein, es war nicht Denken noch Bewußtsein, so lehrten die Weisesten. Wo, wo also war es? Dorthin zu dringen, zum Ich, zu mir, zum Atman,—gab es einen andern Weg, den zu suchen sich lohnte? Ach, und niemand zeigte diesen Weg, niemand wußte ihn, nicht der Vater, nicht die Lehrer und Weisen, nicht die heiligen Opfergesänge! Alles wußten sie, die Brahmanen und ihre heiligen Bücher, alles wußten sie, um alles hatten sie sich gekümmert und um mehr als alles, die Erschaffung der Welt, das Entstehen der Rede, der Speise, des Einatmens, des Ausatmens, die Ordnungen der Sinne, die Taten der Götter—unendlich vieles wußten sie—aber war es wertvoll, dies alles zu wissen, wenn man das Eine und Einzige nicht wußte, das Wichtigste, das allein Wichtige?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. მადლობა ამოდენა სიამოვნებისთვის მადლობა ამოდენა სიამოვნებისთვის
32. პირიქით, მესიამოვნა აქ მობრუნება :) პირიქით, მესიამოვნა აქ მობრუნება :)
31. დიდი მადლობა, ქეთ! მიხარია, რომ პირობა შეასრულეთ და დაუბრუნდით ჩემ ნაწერებს. [:))] დიდი მადლობა, ქეთ! მიხარია, რომ პირობა შეასრულეთ და დაუბრუნდით ჩემ ნაწერებს. [:))]
30. მეხამუშება ნაწერის განხილვა, ამიტომაც თარგმანს განვიხილავ მხოლოდ. ისიც ერთგვარი ზედაპირულობით, რადგან გერმანული ნამდვილად არ ვიცი და მხოლოდ ინტუიციას თუ დავჯერდები :) ჩემგან მაღალი შეფასება :) მეხამუშება ნაწერის განხილვა, ამიტომაც თარგმანს განვიხილავ მხოლოდ. ისიც ერთგვარი ზედაპირულობით, რადგან გერმანული ნამდვილად არ ვიცი და მხოლოდ ინტუიციას თუ დავჯერდები :) ჩემგან მაღალი შეფასება :)
29. ჰო, უსასრულოდ გრძელი წინადადებები გერმანული ენისთვის მახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ვცდილობ, ორიგინალთან ახლოს დავრჩე, იმიტომაა ამხელა წინადადებები. გაიხარეთ! ჯაბა მაგარი კაცი ხარ, შენ! ჰო, უსასრულოდ გრძელი წინადადებები გერმანული ენისთვის მახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ვცდილობ, ორიგინალთან ახლოს დავრჩე, იმიტომაა ამხელა წინადადებები. გაიხარეთ! ჯაბა მაგარი კაცი ხარ, შენ!
28. ძალიან კარგია, არმენ. ერთი-ორგან მძიმეს გაწერტილება არ იქნებოდა ურიგო. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია. "ზღვა" მომეწონა :) ძალიან კარგია, არმენ. ერთი-ორგან მძიმეს გაწერტილება არ იქნებოდა ურიგო. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია. "ზღვა" მომეწონა :)
27. ბრავო, არმენ–ბატონო, საოცრად კარგად იკითხება ჩემი +2+აპლოდისმენტები!! წარმატებები ბრავო, არმენ–ბატონო, საოცრად კარგად იკითხება ჩემი +2+აპლოდისმენტები!! წარმატებები
26. უღრმესი მადლობა, მუხა! [♥] უღრმესი მადლობა, მუხა! [♥]
25. მოგყვები და ვკითხულობ, არმენ მეც მოგეხმარები ცოტას, ჩემი და გერმანულის სპეციალისტია, და მთარგმნელობაში გამოცდილია და ვკითხავ რომელია სწორი 'სიდჰარტაზე?, ამ კვირამდე ვერ დავუკავშირდები და თუ შენი სრვილი იქნება პასუხს დაგიწერ! ორჯერ წავიკითხე თავის კომენტარებიანად, და მომწონს ყველაფერი, შენი მიდგომა კრიტიკების მიმართ წარმოდგენლი გაქვს კეთილ-განწყობით და არ გადაუხვიო, ასე განაგრძე, წარმატებები! მოგყვები და ვკითხულობ, არმენ მეც მოგეხმარები ცოტას, ჩემი და გერმანულის სპეციალისტია, და მთარგმნელობაში გამოცდილია და ვკითხავ რომელია სწორი `სიდჰარტაზე?, ამ კვირამდე ვერ დავუკავშირდები და თუ შენი სრვილი იქნება პასუხს დაგიწერ! ორჯერ წავიკითხე თავის კომენტარებიანად, და მომწონს ყველაფერი, შენი მიდგომა კრიტიკების მიმართ წარმოდგენლი გაქვს კეთილ-განწყობით და არ გადაუხვიო, ასე განაგრძე, წარმატებები!
24. დიდი, დიდი მადლობა ყველას! კატიე, გააჩნია როდის გაქვს დაბადების დღე. სათარგმნი ძალიან ბევრია და არ ვიცი რამდენად მოვასწრებ [:))][♥] დიდი, დიდი მადლობა ყველას! კატიე, გააჩნია როდის გაქვს დაბადების დღე. სათარგმნი ძალიან ბევრია და არ ვიცი რამდენად მოვასწრებ [:))][♥]
23. შეფასება : 5++ შეფასება : 5++
22. მარტინ... შარშან დაბადების დღეზე "ნარცისი და გოლდმუნდი" მაჩუქეს :)
ჰოდა, თარგმნე დროზე, რომ შენც მოგიწიოს კარგი საჩუქარი ჩემთვის, ამონაბეჭდის სახით :P
+5! გ გ უ ლ შ ე მა ტ კ ი ვ რ ო ბ ! მარტინ... შარშან დაბადების დღეზე "ნარცისი და გოლდმუნდი" მაჩუქეს :)
ჰოდა, თარგმნე დროზე, რომ შენც მოგიწიოს კარგი საჩუქარი ჩემთვის, ამონაბეჭდის სახით :P
+5! გ გ უ ლ შ ე მა ტ კ ი ვ რ ო ბ !
21. ამას გავარკვევ ზუსტად ,,სიდჰარტაა" სწორი თუ ,,სიდჰართა". გაიხარეთ, რომ კითხულობთ! ამას გავარკვევ ზუსტად ,,სიდჰარტაა" სწორი თუ ,,სიდჰართა". გაიხარეთ, რომ კითხულობთ!
20. সিদ্ধার্থ (ბენგალური ენა) გამოითქმის დაახლოვებით ასე Sid'dhārtha; ჰესსეს ზუსტად აქვს ეს უბრალოდ მახვილით არ აქვს გაყოფილი. সিদ্ধার্থ (ბენგალური ენა) გამოითქმის დაახლოვებით ასე Sid`dhārtha; ჰესსეს ზუსტად აქვს ეს უბრალოდ მახვილით არ აქვს გაყოფილი.
19. მომეწონა... 5-იანი ჩემგან :) მომეწონა... 5-იანი ჩემგან :)
18. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ! ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ!
17. ძალიან ნიჭიერი ხარ არმენ +2 ძალიან ნიჭიერი ხარ არმენ +2
16. ამ ნაწერზე ბოლომდე გარანტირებული გყავარ =))
მოგყვები და ერთი სული მაქვს, როდის ,,შევა" =) ამ ნაწერზე ბოლომდე გარანტირებული გყავარ =))
მოგყვები და ერთი სული მაქვს, როდის ,,შევა" =)
15. მიხარია, რომ თარგმანის გაგრძელებას არ დაუგვიანია! წარმატბები! მიხარია, რომ თარგმანის გაგრძელებას არ დაუგვიანია! წარმატბები!
14. დიდი მადლობა, ბ-ნო მეუდაბნოვე! ნამდვილად შესაცვლელია რაღაც-რაღაც პატარა დეტალები და მათთან მიბრუნებას აუცილებლად ვაპირებ. დიდი მადლობა, ბ-ნო მეუდაბნოვე! ნამდვილად შესაცვლელია რაღაც-რაღაც პატარა დეტალები და მათთან მიბრუნებას აუცილებლად ვაპირებ.
13. მომწონს ნაწერი, კარგად იკითხება, თითქმის არ იგრძნობა კალკირება. კარგ საქმეს ეჭიდები. მომწონს ნაწერი, კარგად იკითხება, თითქმის არ იგრძნობა კალკირება. კარგ საქმეს ეჭიდები.
12. გაიხარე, ბლაგვო! მხატვრული თარგმანია ჩემი პროფესია :) ტიტე, წეღანაც ვთქვი, რომ დარწმუნებული არ ვარ ჩემი ვერსიის სისწორეში, რადგან ძალიან სადავო საკითხია ეს. არაფრის მომცემია ჩვენი მოტანილი ბმულები, თუ უშუალოდ ამ საქმის საუკეთესო მცოდნეებთან არ გადავამოწმებთ სისწორეს. ხშირ შემთხვევაში გუგლეს ძიებაც ბევრ ურთიერთგამომრიცხავ მონაცემს აგდებს, დამეთანხმებით. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვრჩები ჩემ ძველ პოზიციაზე, თორემ შენ ვერსიას დამაჯერებლობა ნამდვილად არ აკლია. და ბოლოს იმას დავამატებ, რომ ამ თარგმანის რედაქტირება და ზოგადად კონსულტაცია თარგმნის პროცესში უნდა ვთხოვო დალი ფანჯიკიძეს (ჩემი ლექტორი იყო), როგორც კი 3-4 თავს მაინც ვთარგმნი, ასე რომ დაველოდოთ ჩვენზე ბევრად კომპეტენტური მთარგმნელის აზრს და იმის მიხედვით შევცვალოთ, თუ შესაცვლელია. მე ხელაღებით არაფერს ვუარყოფ, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი პირველი პროზაული თარგმანია და კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! ვაფასებ შენ აზრს ძალიან. [:-bd] გაიხარე, ბლაგვო! მხატვრული თარგმანია ჩემი პროფესია :) ტიტე, წეღანაც ვთქვი, რომ დარწმუნებული არ ვარ ჩემი ვერსიის სისწორეში, რადგან ძალიან სადავო საკითხია ეს. არაფრის მომცემია ჩვენი მოტანილი ბმულები, თუ უშუალოდ ამ საქმის საუკეთესო მცოდნეებთან არ გადავამოწმებთ სისწორეს. ხშირ შემთხვევაში გუგლეს ძიებაც ბევრ ურთიერთგამომრიცხავ მონაცემს აგდებს, დამეთანხმებით. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვრჩები ჩემ ძველ პოზიციაზე, თორემ შენ ვერსიას დამაჯერებლობა ნამდვილად არ აკლია. და ბოლოს იმას დავამატებ, რომ ამ თარგმანის რედაქტირება და ზოგადად კონსულტაცია თარგმნის პროცესში უნდა ვთხოვო დალი ფანჯიკიძეს (ჩემი ლექტორი იყო), როგორც კი 3-4 თავს მაინც ვთარგმნი, ასე რომ დაველოდოთ ჩვენზე ბევრად კომპეტენტური მთარგმნელის აზრს და იმის მიხედვით შევცვალოთ, თუ შესაცვლელია. მე ხელაღებით არაფერს ვუარყოფ, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი პირველი პროზაული თარგმანია და კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! ვაფასებ შენ აზრს ძალიან. [:-bd]
11. ძალიან ვაფასებ თარგმანებს...დიდი მადლობა ყველას ვინც თარგმნის მსგავს ლიტერატურას...
არმენ პირიქით თარგმანზე არასოდეს გიფიქრიათ? ძალიან ვაფასებ თარგმანებს...დიდი მადლობა ყველას ვინც თარგმნის მსგავს ლიტერატურას...
არმენ პირიქით თარგმანზე არასოდეს გიფიქრიათ?
10. ვწირავ 25 ქულას რადგან ნამდვილად ღირსია თემა.
ჩემს მიერ დადებული წყარო ბოლო და ბოლოს წინა დედანის სპელინგი და პრონაუნსია...
ნეპალურ და სანსკრიტულ ენაზე. სადაც წარმოითქმის ს ი დ ჰ ა რ თ (ა) გოტამ. ესეა დედანში, თუ ინგლისურ და გერმანულ თარგმანს არ ენდობი, როგორც მე შემოგთავაზე, მაშინ დედანს მაინც ენდე :) ვწირავ 25 ქულას რადგან ნამდვილად ღირსია თემა.
ჩემს მიერ დადებული წყარო ბოლო და ბოლოს წინა დედანის სპელინგი და პრონაუნსია...
ნეპალურ და სანსკრიტულ ენაზე. სადაც წარმოითქმის ს ი დ ჰ ა რ თ (ა) გოტამ. ესეა დედანში, თუ ინგლისურ და გერმანულ თარგმანს არ ენდობი, როგორც მე შემოგთავაზე, მაშინ დედანს მაინც ენდე :)
9. მეც გადავატრიალე მთელი ვიკიპედია და ზოგადად ყველაფერი ქართულენოვანი ამ სახელის შესახებ. ქართულენოვანი იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია როგორ წარმოითქმის ეს სახელი ქართულად და არა ინგლისურად ან გერმანულად, რადგან ქართულად ითარგმნება. მთელ ვიკიპედიაში ინგლისური წარმოთქმის გავლენით ,,სიდჰართა" წერია, მაგრამ აქ ნახეთ: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3117 -აქ უკვე სიდჰარტაა. ადრე მაქვს ნანახი ამ ნაწარმოების გერმანულენოვანი ეკრანიზაცია, სადაც ,,სიდათაა" საერთოდ. ანუ ამ სახელის წარმოთქმის ირგვლივ სამი ვერსია იჩენს თავს. ტიტე, ალბათ იმას არ აქცევ ყურადღებას, რომ როგორც ინგლისურში, ასევე გერმანულში ასო-ბგერა ,,ტ" არ გვხვდება იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამის გათვალისწინებით ცხადია ,,სიდჰართად" კითხულობენ. ,,ვაშინგტონსა" და ვოშინგთონზე" ვკამათობთ ახლა ჩვენ. :) ყველაზე მართებული იქნება, თუ ამას სერიოზულ ლიტერატურათმცოდნეებსა და მთარგმნელებთან გადავამოწმებ. მეგულება ერთი ასეთი მთარგმნელი, რომელიც ხუთი თითივით იცნობს ჰესეს შემოქმედებას (ისეც მას უნდა ვთხოვო ამ თარგმანის რედაქტირება). მასთან გადავამოწმებ, მანამდე კი ასე აყოს, ჩვენგან რა მიდის ჯერჯერობით :) დიდი მადლობა, რომ ასეთი ინტერესით მიუდექი ამ საკითხს! [:-bd] მეც გადავატრიალე მთელი ვიკიპედია და ზოგადად ყველაფერი ქართულენოვანი ამ სახელის შესახებ. ქართულენოვანი იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია როგორ წარმოითქმის ეს სახელი ქართულად და არა ინგლისურად ან გერმანულად, რადგან ქართულად ითარგმნება. მთელ ვიკიპედიაში ინგლისური წარმოთქმის გავლენით ,,სიდჰართა" წერია, მაგრამ აქ ნახეთ: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3117 -აქ უკვე სიდჰარტაა. ადრე მაქვს ნანახი ამ ნაწარმოების გერმანულენოვანი ეკრანიზაცია, სადაც ,,სიდათაა" საერთოდ. ანუ ამ სახელის წარმოთქმის ირგვლივ სამი ვერსია იჩენს თავს. ტიტე, ალბათ იმას არ აქცევ ყურადღებას, რომ როგორც ინგლისურში, ასევე გერმანულში ასო-ბგერა ,,ტ" არ გვხვდება იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამის გათვალისწინებით ცხადია ,,სიდჰართად" კითხულობენ. ,,ვაშინგტონსა" და ვოშინგთონზე" ვკამათობთ ახლა ჩვენ. :) ყველაზე მართებული იქნება, თუ ამას სერიოზულ ლიტერატურათმცოდნეებსა და მთარგმნელებთან გადავამოწმებ. მეგულება ერთი ასეთი მთარგმნელი, რომელიც ხუთი თითივით იცნობს ჰესეს შემოქმედებას (ისეც მას უნდა ვთხოვო ამ თარგმანის რედაქტირება). მასთან გადავამოწმებ, მანამდე კი ასე აყოს, ჩვენგან რა მიდის ჯერჯერობით :) დიდი მადლობა, რომ ასეთი ინტერესით მიუდექი ამ საკითხს! [:-bd]
8. http://www.pronouncenames.com/pronounce/siddhartha
გარკვევით ისმის. http://www.pronouncenames.com/pronounce/siddhartha
გარკვევით ისმის.
7. აქ დავდებ წყაროებს, რომლის მიხედვითაც გადაამოწმებ ჩემს მიერ ნახსენები სახელის ავთენტურობას.
Siddh with a stongly pronounced "D" which is helld and asperated like in "madhouse"
"ar" a bit like in a phomey "pirates" accent "thu" ith an asperated "t" like the th in "lefthand" not as the english th in "thin" followed by "u" as in "butter"
"ლევთ ჰენდ" და არა "ლევტ ჰენდ" ასე წარმოითქმის.
ეხლა ორიგინალი:
http://www.merriam-webster.com/dictionary/siddhartha%20gautama
ამ საიტზე სფელინგი მოისმინე. სადაც "თ"_ა და არა ტ.
"სიდართ(ა) გოტამ" - "ა"_ც ისმის ოღონდ შეკვეცილად. ნეპალურ და სანსკრიტულ ენებზე. აი მოისმინე ამ საიტზე.
http://www.forvo.com/search/Siddhartha/ აქ დავდებ წყაროებს, რომლის მიხედვითაც გადაამოწმებ ჩემს მიერ ნახსენები სახელის ავთენტურობას.
Siddh with a stongly pronounced "D" which is helld and asperated like in "madhouse"
"ar" a bit like in a phomey "pirates" accent "thu" ith an asperated "t" like the th in "lefthand" not as the english th in "thin" followed by "u" as in "butter"
"ლევთ ჰენდ" და არა "ლევტ ჰენდ" ასე წარმოითქმის.
ეხლა ორიგინალი:
http://www.merriam-webster.com/dictionary/siddhartha%20gautama
ამ საიტზე სფელინგი მოისმინე. სადაც "თ"_ა და არა ტ.
"სიდართ(ა) გოტამ" - "ა"_ც ისმის ოღონდ შეკვეცილად. ნეპალურ და სანსკრიტულ ენებზე. აი მოისმინე ამ საიტზე.
http://www.forvo.com/search/Siddhartha/
6. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! ტიტე, რათქმაუნდა კრიტიკის მიმართ არათუ ჯანსაღად ვარ განწყობილი, მას მოუთმენლად ველოდები ხოლმე. რაც შეეხება ,,სიდჰართას", ზუსტად არ ვიცი რომელია სწორი ვერსია, შენი თუ ჩემი, მაგაზე მეც მიფიქრია ადრე, ასე რომ როგორც კი მომეცემა საშუალება, აუცილებლად გადავამოწმებ და შესაბამისად სწორ ვერსიას დავტოვებ. გაიხარე! დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! ტიტე, რათქმაუნდა კრიტიკის მიმართ არათუ ჯანსაღად ვარ განწყობილი, მას მოუთმენლად ველოდები ხოლმე. რაც შეეხება ,,სიდჰართას", ზუსტად არ ვიცი რომელია სწორი ვერსია, შენი თუ ჩემი, მაგაზე მეც მიფიქრია ადრე, ასე რომ როგორც კი მომეცემა საშუალება, აუცილებლად გადავამოწმებ და შესაბამისად სწორ ვერსიას დავტოვებ. გაიხარე!
4. ავტორი მგონი ჯანსარადაა განწყობილი კრიტიკული აზრის მიმართ.
მომწონს თარგმანი. ოღონდ მე ინგლისურს შევადარე.
სახელი ს ი დ ჰ რ ტ ა მგონი არაა ქართულად სწორი თარგმანი. ქართულში გვაქვს ასო თ, რომელიც სანსკრიტის იმ ასოს შეესაბამება, რაც გამოყენებულია სახელში " ს ი დ ჰ ა რ თ ა".
გაითვალისწინე ავტორო. ავტორი მგონი ჯანსარადაა განწყობილი კრიტიკული აზრის მიმართ.
მომწონს თარგმანი. ოღონდ მე ინგლისურს შევადარე.
სახელი ს ი დ ჰ რ ტ ა მგონი არაა ქართულად სწორი თარგმანი. ქართულში გვაქვს ასო თ, რომელიც სანსკრიტის იმ ასოს შეესაბამება, რაც გამოყენებულია სახელში " ს ი დ ჰ ა რ თ ა".
გაითვალისწინე ავტორო.
2. ეგ ერთი შეხედვით, ჯონათან, თორემ რაღაცები არ მომწონს ჩემ თარგმანში, მაგრამ ყველაფერს ხომ არ გეტყვით, ,,ჩუმ-ჩუმად" გავაუმჯობესებ :) <3 ნაწარმოები კი ,,ფილოსოფოსობების" მიუხედავად ამაზე მეტად არ დამძიმდება, გპირდებით. ძალიან სასიამოვნოდ და გასაგებად აქვს ყველაფერი ჰესეს ამ მოთხრობაში. მე უფრო სხვა რამ მაღელვებს-სადამდე გამყვება მკითხველი, სანამ მე ნაბიჯ-ნაბიჯ ბოლოში გავალ?
ეგ ერთი შეხედვით, ჯონათან, თორემ რაღაცები არ მომწონს ჩემ თარგმანში, მაგრამ ყველაფერს ხომ არ გეტყვით, ,,ჩუმ-ჩუმად" გავაუმჯობესებ :) <3 ნაწარმოები კი ,,ფილოსოფოსობების" მიუხედავად ამაზე მეტად არ დამძიმდება, გპირდებით. ძალიან სასიამოვნოდ და გასაგებად აქვს ყველაფერი ჰესეს ამ მოთხრობაში. მე უფრო სხვა რამ მაღელვებს-სადამდე გამყვება მკითხველი, სანამ მე ნაბიჯ-ნაბიჯ ბოლოში გავალ?
1. აჰაა.. დაიწყო ჰესემ "ბრჭყალების" გამოჩენა:) ანუ, "მძიმდება" და "ირევა"... თარგმანი კი, როგორც ვხვდები, მშვენიერია, ხელოვნურობის შეგრძნებას არ ტოვებს. აჰაა.. დაიწყო ჰესემ "ბრჭყალების" გამოჩენა:) ანუ, "მძიმდება" და "ირევა"... თარგმანი კი, როგორც ვხვდები, მშვენიერია, ხელოვნურობის შეგრძნებას არ ტოვებს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|