ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნენენენე
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2012


მეტკივილებით !!!

მეტკივილებით,ეხლა ისე ძლიერ მეტკივილებით,აი,ცოცხლად ხორცს რომ მოგაგლეჯენ...თქვენი დანახვისას უსიამოვნო გრძნობა მეღვრება გულის დამტვერილ კუთხეში,სადღაც ძალიან ღრმად...
ქუჩის ბოლოს,ცივ ასფალტზე რომ ზიხართ საზოგადოებისაგან გარიყულნი და ადამიანურ სიხარულს მოკლებულნი,ცრემლი დაგიშრათ და ბედს ხართ მინდობილი,ბედს,რომელიც უბედობას სჯობდა ნამდვილად...
მტკივა თქვენი სევდანარევი გამოხედვა,თქვენი გამოწვდილი ხელი,რომლის დროსაც უსიხარულო თვალებს დამნაშავესავით დაბლა ხრით,მტკივა თქვენი დაბინძურებული ტანისამოსი,გათელილი ბავშვობა მტკივა და მესირცხვილება რომ,დახამრება არ (ვერ) შემიძლია...
მინდა ოდესმე,გვირილებიან დიდ მინდორში სახლი ავაგო,თქვენი სიყვარულით გამთბარი სახლი,ყველა იქ შეგიყვანოთ და ჩემი გამხდარი ხელებით მოგეფეროთ,გულში ჩაგიკრათ და  ბავშვივით დიდხანს ვიტირო...

ბურთივით მაქვს ყელში გაჩხერილი......ღმერთო,იქნებ...ამინ !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები