ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2012


გიორგობის დღის მადლით

გიორგობას  გილოცავ  საუკუნის  უნახავს,
გიორგობის  დღის  მადლით  მოვინდომე  მეწერა
შენთვის  ერთი  წერილი  მოხატული  გულაღმა
და  შენს  სხეულს  გულმკერდზე  მივაბნიე  ენძელა.

მომენატრე  იმდენად,  რამდენადაც  დაგშორდი,
ისევ  ძველი  მოტივი  ატივტივდა  რევანშით..
თვალს  ვახელ  და  ვუყურებ  სილამაზეს  აშოლტილს,
სილამაზეს,  რომელსაც  გონებიდან  ვერ  წავშლი.

მომიძველდა  უთუოდ  უშენობის  მიზეზიც,
ცაზე  შავი  ღრუბლების  ამინდებით  ვეღარ  ვძლებ.
უცხო  მოყმე  წყლის  პირას  დაღვრემილი  ისევ  ზის,
ამღვრეული  თვალებით  ფიქრობს  გადარჩენაზე.

მეფიქრება  სხვაგვარად,  არც  ისე  და  არც  ასე,
ჩემზე  კარგად  შენ  იცი  მეფიქრები  როგორაც...
უჩვეულო  დუმილით  დავიფიცებ  ჯვარცმაზე,
რომ  შენახარ  ნანატრი  ანგელოზი  გოგონა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები