ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


ხელი ჩამკიდე

ქარებს  ყანებიდან  მოაქვთ  მზის  ნახატი,
ძალაწართმეული  ჟინი  გამეტებად.
სახელს,  შენ  რომ  გქვია  გულში  ვინახავდი,
გულში  რომელშიდაც  სხვა  ვერ  დაეტევა.

შენკენ  გამომავალს  ვძერწდი  ახლო  ბილიკს,
თუმცა  დამიშორდა  გზა  და  შენც  ასევე..
ახლა  ხელები  მაქვს  ცისკენ  აპყრობილი
და  ჩემს  არსებობას  ასე  შეგახსენებ.

შენი  ერთგულება  ცასაც  მაპყრობინებს
და  ჩემს  აღტაცებას  ტანზე  იბნევ  ეშხით;
ვეღარ  ვეგუები  ფიქრის  საპყრობილეს,
ვეღარ  შეგიგუე  მდგარი  სიბნელეში.

ვხედავ  დედამიწა  ახალ  კვირტებს  იცხობს
და  ძლივს  გამეტებულ  ჩემს  წილ  იღბალს  მთხოვნის.
ხელი  ჩამკიდე  და  მზის  გულს  მივეფიცხოთ,
იქნებ  განმიახლდეს  განცდა  სიახლოვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები