ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2012


ჩვენები



თეთრად დაათენდა აბესალომს, მთელი ღამე ისმოდა სროლის ხმა. წითლად ისერებოდა ცა გუბისწყლის მხარეს.
ინათა თუ არა, ადგა. შინ გამომცხვარი პური, ყველის მოზრდილი ნაჭერი, კიტრი, მარილი და ბოთლით წყალი ჩაალაგა აბგაში, წინადღით ალესილი ნამგლებიც ურემზე დააწყო.
ფრთხილად გააღო ჭიშკარი, შინაურებს რომ არ გაეგოთ.
--სად მიდიხარ, კაცო?- ფოლადმა გაკვესა ცოლის ხმაში.
არ უპასუხა. ხარს მსუბუქად გადაჰკრა სახრე და საყანეებისკენ დაიძრა.
-შენ რო იქინე რამე დეგემართოს, მე ნაზიკო არ ვიყო, თუ შუა ყანაში არ დაგმარხო! - დაექადნა ქალი.
საპირისპირო მხრიდან მომავალ ურემს გაუსწორდა.
-რავაა საქმე, შალიკო?
-ყანებშია უკვე ბრძოლები, მეისპო მოსავალი.
-ჩვენები საით არიენ?
-ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები...
უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები