ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2012


მიზეზი

მე გაძლევთ მიზეზს.
ვისაც გსურთ და არ გეზარებათ,
შეგიძლიათ გამკიცხოთ და ჩამქოლოთ ქვებით.
ჩემი სულის ბნელ სარდაფში ,დიდი ხნის წინ ჩამარხული ძველი ცოდვები
ამოვთხარე და გავამზეურე.
მე არ ვყოფილვარ კარგი შვილი,
კარგი მამა,
არც კარგი კაცი.
მუდამ ცუდისკენ გამირბოდა ბნელი გონება
და ყოველ ღამე ,თვალი ისე არ დამიხუჭავს,
მხურვალე ლოცვის პარალელურად,
რამე უხამსი და უკადრისი რომ არ მეფიქრა.
მე გაძლევთ მიზეზს,
რადგან ბევრჯერ, დაუნდობლად, ჭიანჭველა გამისრესია.
დამინგრევია ჩიტისთვის ბუდე,
არც ტყუილი დაპირებები დამზარებია
და მიკოცნია ყალბი გრძნობითაც.
რადგან დღემდე,
სხვებზე კარგი მგონია თავი,
და ცხენივით დაოთხილი  ვკრებ და ვაგროვებ
ათასი, მსგავსი, ეგოისტური სისულელის დადასტურებას,
და კმაყოფილი ვყოფილვარ იმით,
თვითკმაყოფილი რომ არასდროს მეგონა თავი.
ერთი სიტყვით-
ვისაც გსურთ და არ გეზარებათ,
შეგიძლიათ გამკიცხოთ და ჩამქოლოთ ქვებით,
ვიდრე ჩემს ძველ, ნესტიან ცოდვებს,
ჩემი სულის ბნელ სარდაფში ისევ ჩავმარხავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს