ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2012


შეშლილი მეტაფიზიკოსის სიზმრები

დავლიე......იმწამს ტვინის ერთი ნახევარსფერო გაითიშა ,ხოლო მეორე მარტო დარჩა და ანცობა დაიწყო,ჯერ ხომ მეჭყანებოდა და სკამზე მიქანავებდა,მერე რაღაც საშინლად პულსირებდა და არაადეკვატური ქმედებებისკენ მიბიძგებდა,მიწისძვრის პროვოცირებაც მოახერხა როგორღაც  მაგრამ დავიკიდე,ბოლოს გათიშულ ნახევარსფეროს მისდგა,გაღვიძება დაუპირა,თან უკმაყოფილოდ ჯუჯღუნებდა....მე ერთი მხრივ მომეჩვენა რომ ეს კეთილშობილური საქციელი იყო,მაგრამ მწარედ შევცდი!...რადგან გააღვიძა, ყველაფერი გამოსტყუა და ურცხვად მიითვისა.
-----ო ღმერთო...---- გავიფიქრე ხმამაღლა,----აი, რას ნიშნავს თურმე ცალტვინობა...----მაგრამ მოგეხსენებათ როცა ადამიანი მთვრალია,ეს ფაქტი მას სულაც არ აღელვებს!...ჰო და სმა გავაგრძელე, აბა რას ვიზამდი.
----- საზიზღარო!----ჩამძახა უცებ ტვინმა----ოჰ შე მართლა ლოთო!....
-----აჰ, არ მოგეწონა?...ჩავიქირქილე და კიდევ სამი ჭიქა გადავუშვი გმირულად,ამ დროს რემბო, ჩე გევარა,რომის პაპი  და რატომღაც შექსპირი გამახსენდა!...აი, შექსპირი რატომ, ეგ უკვე აღარ ვიცი......ალბათ იმის გამო რომ....."ყველაფრით დაღლილს,სანატრელად სიკვდილი დამრჩაააა?..."....მერე შევიცადე ,სანამ სასმელი ტვინამდე მიაღწევდა.
ვზეიმობდი,ვღიღინებდი, ჭიქას ისევ  და ისევ ვავსებდი,მაგრამ ტვინი დუმდა
-----ეი!...----შევძახე ფრთხილად....სიჩუმე.
-----ხმა ამოიღე!..----დავუყვირე უკვე გახარებულმა,---გაგედო ხო,ბანდალაანთ ძაღლივით?....
  მაგრამ ტვინი რატომღაც  დუმდა, გაისუსა და მგონი აღარც სუნთქავდა,ნეტავ რამე ხომ არ დაემართა მეთქი მაგრამ, მერე ერთი კაი გამოთქმა გამახსენდა,საკმაოდ ჭკვიანური...."ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!...და დავწყნარდი, ეგ კი არა და გავმხიარულდი კიდეც,მერე სულ  გავთავხედდი.
-----ეი!...გამოშტერებულოოოო!.....რა დაგემართა?....---ერთიც შევძახე და ფეხზე ადგომა დავაპირე.
მაგრამ ტვინმა იმპულსი არ გაატარა,ის ჭკვიანი იყო და დაუნდობელი,იცინოდა, იცინოდა საზიზღარი ხმით და სკამზე მიმაჯაჭვა.
-----ოოოხ...რას გიზამ რომ იცოდე!...დაიცა,გამოვფხიზლდები!...---შევყვირე და მაგიდას დავებღაუჭე,ტვინმა კი თავისი საქმე უაღრესად კარგად იცოდა,ამიტომაც თავი მაგიდაზე ჩამომივარდა და საშინელი ხმა გამოსცა.....გავითიშე,ახლა თითქოს კლიპს ვუყურებდი,საკუთარ თავს შორიდან,მაგიდასთან მიგდებულს.
----სადაა მუსიკა?....მუსიკა მაინც დაგედო კლიპზე, რა საძაგლობაა...ჩავილაპარაკე.
----იცით რას გეტყვით,----რატომღაც "თქვენობით",გარკვევით და  უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ტვინმა,---აქ მე ვარ უფროსი,შენ გაჩუმდი და დამემორჩილე,დაიძინე.....
....დაიცა, დაიცა,ვინ თქვა ჭეშმარიტება ღვინოშიაო?....უნდა მიახრჩო ეგეთი ჭკვიანები....ამის გაფიქრება მოვასწარი და......

ქსელის კაბელს გავყევი,შევედი სერვერში, მერე სვიჩი გავიარე,ისევ კაბელი, შევედი პროცესორში და კაცთმოძულე კავკასიელ ქალს გადავეყარე...ის იჯდა,ერთი კვირის
წინ მოტანილ გამხმარ სეფისკვერს ჩაიში ალბობდა თან პორნოს უყურებდა,ნერვიულად ათამაშებდა მაუსს.....როგორც კატა კუდს პარჭყავს ხოლმე ისე...
გამარჯობა , ვუთხარი და გავუღიმე
გაგიმარჯოთ ...მითხრა მან
----თქვენობით მომართვა საჭირო არაა..-----.ისევ გავუღიმე----  მითხარი უბრალოდ......უბრალოდ.....
კარგით.....ისევ თქვენობით  გააგრძელა, ეტყობა არ მისმენდა  და სეფისკვერი მადიანად ჩაახრამუნა.
დავიბენი...მერე წონასწორობა აღვიდგინე და ისევ ვკითხე.
იქნებ სიყვარულზე  გვესაუბრა?..
----იცით რა...---ისევ თქვენობით გააგრძელა კავკასიელმა კაცთმოძულე ქალმა, ---მე რომ ჯერ მზად არ ვარ?...თანაც რაღაც მჭირს...მგონი ვერ ვარ კარგად...მერე იყოს...200 წლის შემდეგ, პირველივე ორშაბათს,უშაბათო კვირაში, 6 საათზე შევხვდეთ და ვისაუბროთ, მაგრამ მეცლება კი?...... ანდა .....--და ისევ მონიტორს მიაშტერდა,აშკარად არაჯანსაღი ინტერესით.
აჰაა...გავიფიქრე და დეპრესიები, ნევროზები,ჩუმი სიგიჟეები,ეროტიული სიზმრები, ბოლოს ცრემლებით სველი ბალიში წარმოვიდგინე..
-----მე მგონი არაფერი გჭირს...-----გავუღიმე მხიარულად,და მონიტორისკენ მივუთითე...-----სულ არაფერი ...
---დიახ,--- დამეთანხმა მოულოდნელად, არაფერი მჭირს.
აქ უკვე სერიოზულად გავჭედე...რამდენიმეჯერ ავწიე ხელი რომ დამებლოკა და ისევ ჩამოვუშვი...დამცინის თუ?...ან  იქნებ მე ვერ ვარ კარგად?...

შემდეგ სკაიპში ამოვყავი თავი....მაგრამ ეს  რაღაც ახალი ვერსია იყო აშკარად...ქართული სკაიპი!...კამერისა და მიკროფონის გარეშე!...ახლაღა გამახსენდა როცა ერთ ქალბატონს ვწერდი და მერე სკაიპში შევთავაზე შემოსვლა... შემოვიდა მაგრამ....კამერა არ მაქვსო,არც მიკროფონიო....აბა ასე ხომ იქაც გწერდი,შე კაი დედ-მამის შვილო ,სკაიპი რაღა ქილდიმად გავხსენი მაშინ,თუ ვერ დაგინახავ მეთქი...ხო და ეგრევე მივაბლოკე, ხელიც არ ამიკანკალდა...მაშ...
შემდეგ რატომღაც ღია კოსმოსში ავღმოჩნდი, მივექანებოდი, აუტანელი არამიწიერი სიჩუმე მაშინებდა....მომინდა სიმარტივეში მომეძებნა ხსნა და ვინატრე,რამე მიწიერი დავინახო მეთქი , უბრალო, მაგრამ არა...განა ასეთი რამეები არსებობს კოსმოსში?...რა საშინელებაა!...
ასე მივექანებოდი და ვიცოდი,სამყარო უსასრულოა....ჰო და მოხდეს რაც მოსახდენია,დაე ვიფრინო,ასე..სულ, სულ......გაუჩერებლად....მუდმივად....დრომ შეწყვიტა არსებობა,რადგან დრო---ეს არის დაკვირვებად მოვლენათა მიმდინარეობა...
    თვალი მოვხუჭე და მარადიული მოგზაურობისთვის მოვემზადე,მაგრამ მოხუჭვა ვინ მაცალა!....რაღაც უჩვეულოდ მბრწყინავი მოექანებოდა ჩემსკენ.კომეტა?...
    როცა ობიექტი მოახლოვდა და მოხაზულობა მიიღო, პირი დავაღე...ეს ქალი გახლდათ...უუუუუმშვენიერესი ქალი!...მისი ტანი შუქს აფრქვევდა გარშემო,შევშფოთდი, ხელი ავიფარე სახეზე და მალულად,თითებიდან დავუწყე ჭვრეტა.
---ოოოო...მიცანი?....----გადაიკისკისა ქალმა ღვთაებრივი ხმით.
---როგორ არა!... --შევყვირე და ჰაერში სამ მეოთხედზე შევტრიალდი,რომ არ დავბრმავებულიყავი,-----სიყვარული!...სიყვარულიიიი!!!...შენ არსებობ თურმე!..რა კარგია!...არა და...----აქ ხმას ჩავუწიე ცოტა...---არა  და....რას აღარ ჩმახავდნენ შენზე...
---მაგრამ...---პაუზა გააკეთა მან და თითი კეკლუცად მიიდო ტუჩზე,----ჩუმად!...განა შენ არ იცი რომ ეს სიზმარია?...სიზმარში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.....---და ისე გამიღიმა, ჰაერში რომ არ ვყოფილიყავი შეტივტივებული, უეჭველი დავეცემოდი.
-----მართლაც და...----დავსევდიანდი---სხვაგან არ ხარ?...
----როგორ არა...----ხელები გაშალა მან,---აქ, ღია კოსმოსში, ვაკუუმში, -237 გრადუსზე, ცელსიუსით.
    სახიდან ხელი საბოლოოდ მოვიშორე, შევხედე,ტუჩები ამიკანკალდა,მერე ისევ ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი.
---კი მაგრამ,რატომ არ ხარ შენ დედამიწაზე?...რატომ?..რატომ?...
  ქალი მოფრინდა ახლოს,სულ ახლოს,ხელები ნაზად, მაგრამ მტკიცედ მომაშორა სახიდან, შუქმფინარი თვალები შემომანათა ჰალოგენის ნათურებივით და ტკბილად მითხრა:
---რა საჭიროა?..იქ ხომ ისედაც ყველაფერი გაქვთ,მე რაღა საჭირო ვარ?..მხოლოდ სიმწარე მომაქვს,გაუცხოება, ტკივილი...ტკივილი!...
..თავადაც ატირდა, პატარა,ლამაზი მხრები უცახცახებდა,ხელი მოვხვიე და მივიკარი...
ასე ჩახვეულები ერთხანს ნელა ვბრუნავდით ვერტიკალურ სივრცეში,სამყარომ გაფართოება შეწყვიტა,ვარსკვლავები გადაიქცნენ თეთრ ჯუჯებად,ნეტრონულ ვარსკვლავებად, ზოგი კი ისე გაცოფდა, შავ ხვრელადაც მოახერხა გადაქცევა,მერე პროტონები, როგორც ადამიანთა ურთიერთობები, არასტაბილური აღმოჩნდა,საბოლოოდ ბარიონებიც დაიშალნენ! ახლა თითქოს  მხოლოდ სიყვარულით იყო სავსე სამყარო!...მისი სხეული მწვავდა,მტკიოდა და თან მსიამოვნებდა ერთდროულად,ის არ მიძალიანდებოდა,თავადაც მომეკრო,ამ დროს შემიძლია დავიფიცო და ანდრომედას გალაქტიკამაც  შეწყვიტა ბრუნვა, მერე რაღაც უხერხულად გადაიხარა გვერდზე...ყველა ვარსკვლავი ერთდროულად აინთო და უცებ სცენაზე ავღმოჩნდი...სადაც მაყურებლები ფეხებს აბრახუნებენ,ფინალური სცენით აგზნებულები და ყვირიან:
---ეს სამყაროს დასასრულია!...სითბური სიკვდილი!..
--ბრავო!....მაგარია!...
---სიყვარულმა გაიმარჯვა!...
----გაუმარჯოს სიზმრებს...ოოო არა! სიყვარულს!...
ქალი ხელს მკრავ და მეუბნება..---შენ რა,გაგიჟდი?...ფარდა დაუშვეს უკვე!...მორჩა სპექტაკლი!, გამიშვი ხელი...მორჩა!..ვითამაშეთ და მორჩა! მე ქმარი მყავს!...ახლა გამახსენდა!...
---დაბრუნდი დედამიწაზე!.....----ვყვირი და უფრო მაგრად ვეხუტები---ერთად წავიდეთ!....მე შენ მიყვარხარ!...სულელო!..მჭირდები!...
ქალს თვალები უფართოვდება, ხელს მაგრად მკრავს და კულისებში გარბის,მე ძალა მეცლება და ვიჩოქებ.ფარდა ისევ იხსნება...ვდგები და ყოველგვარი ემოციების გარეშე ვამბობ:
---სიყვარული აქ აღარ ცხოვრობს!...არაა!!!....ბინა გაყიდა და ევროპაში გადაიხვეწა!..ახლაც იქაა და ვნების მორევშია ჩაძირული ,აქ კი უბრალოდ წვიმს, ან უბერავს ქარი, ასეთ ამინდში,(და არა მარტო) კაცთმოძულე კავკასიელი ქალი ზის კომპიუტერთან, ერთი კვირის წინ მოტანილ ,გამხმარ სეფისკვერს ჩაიში ალბობს, ახრამუნებს .... თან პორნოს უყურებს...


P.S.  დამნარჩენ წვრილმანებს ნუ ჩავუღრმავდებით.ისედაც მძიმეა ცხოვრება.დაიშალეთ....მორჩა სპექტაკლი.წადით...წადით..წადით!...





28.05.2012 13:14:06. სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები