ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2012


აღარ მინდა თამაში (სხვა)

ნუ დამიჯერებ, თუ გეტყვი, რომ ახლა ქარია
სულში, გულში, ქუჩაში, სახლში, ქარია ყველგან.
ნუ დამიჯერებ, თუკი გეტყვი,  ქარის დამსხვრეული
ნაქუცმაცევი ღამის შეკვრას როგორ ვცდილობდი,
რათა
ერთი მშვიდი ღამე მეჩუქებინა საკუთარი თავისთვის...
ნუ დამიჯერებ, თუ გეტყვი, რომ
დილის მზის სხივს ისევ მოჰყვები,
ისევ ჩემთან ერთად გაიხურავ სახლის კარს.
ისევ ჩემი სამუშაო მაგიდის კუთხეში ზიხარ და
თვალს მადევნებ,
რათა
ერთი გაღიმება მოიპარო ჩემი ტუჩის კუთხიდან...
ნუ დამიჯერებ, თუ გეტყვი, რომ
ისევ ხელჩაკიდებული მივდევ ჩემს ბავშვობას
შენს ბავშვობასთან შესახვედრად,
რათა
ერთად ვითამაშოთ დამალობანა...
ნუ დამიჯერებ, თუკი გეტყვი, რომ ისე დავიმალე
შენს სულში, გულში, ქუჩაში, სახლში,
საკუთარი თავი ვეღარ ვიპოვე...
და გელი.
რათა
მხოლოდ ერთხელ დამიჯერო:
აღარ მინდა თამაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები