ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
29 მაისი, 2012


მია და ფისო

ჩემი სტუმარი გახლავთ
ოთხი წლის გოგო, მია,
თუმც ეშიანია კატის,
მაინც წუხს: "ფისოს შია".
არ ენანება მისთვის
ხაჭაპური და ყველი,
დღეს უწილადა რძე და
დაუსხა ფაფა ცხელი
და ეს ოხერი ფისოც
უკან დაყვება მიას,
კუდს აიპრიხავს, კნავის
"მიაუ, მიავ, მიავ".
"დე,ხომ ,ვაჭამე ფაფა,
მას უკვე ხომ არ შია?
მითხარით, რაზე დამდევს,
რატომ მიძახის მიას?"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები