ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2012


გაუცხოვება

დამიბრუნდა ძველებური განცდა,
დავუბრუნდი მეც ძველებურ ნიხრებს.
ახლა მაინც რა მაშორებს მასთან?
უკვე ჩემს თავს მეათასედ ვკითხე.

გულის  სიღრმემ გადაიფსკვნა ძარღვი
და თამამად ისაუბროს არ სურს.
თუ შაურად არც ნაცნობი არ ღირს,
რატომ ვეტრფი მაშინ უცხო ასულს?!

გულის ნაცვლად უმოძრაო ქვა გაქვს,
მოკიდებას ერიდება ხავსიც.
მაგ ეშმაკურ და უაზრო თამაშს
კარგა ხნის წინ დაეკარგა ფასი.

გადავლახე ყველა ალთა, ბალთა...
ვხვდები აღარც ძველებურად ვირბენ.
რამ დამრია ხელი უცხო ქალთან,
ხალხი არ ხართ?! მიპასუხეთ ვინმემ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები