ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აზგო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 ივნისი, 2012


ვითომ სტატისტიკა

მიცლილობის გამო (ბოლო დღეებში არაა საინტერესო ტექსტები),  იუნესკოს სიიდან ავიღე ჩვენი, ჩვენი მეზობლების და მსოფლიო ლიდერების მონაცემები (პირველი სვეტი) , გავყავი ქვეყნის მოსახლეობაზე(მეორე)  და გავამრავლე 10,000-ზე(მესამე).

                      წიგნი
                      წელიწადში           მოსახლეობა       რაოდენობა
                                                                                          10,000 მოსახლეზე
საქართველო 581 (1998)               4469200           1,3
აზერბაიჯანი 582 (1996)               9165000           0,6
სომხეთი 396 (1996)               3262200           1,2
თურქეთი 43100 (2011)               74724269           5,8
რუსეთი 123336 (2008)             143030106           8,6
რუმინეთი 14984 (2008)              19042936           7,9
უკრაინა 14790 (2004)                45888000           3,2
აშშ             288355 (2009)           313674000           9,2
ბრიტანეთი 206000 (2005)             62262000         33,0

ამაში შედის არამარტო მხატვ. ლიტ., არამედ ყველა წიგნი, რაც კი ქვეყანაში გამოიცა (მოგონებები, სახელმძღვანელოები, სამზარეულოს რეცეპტები და ა.შ.) . ლიტერატურა ამის დაახლოებით 30%-ია.
ერთი შეხედვით ვითომ რაღაცა ინფორმაციაა, მაგრამ სინამდვილეში უკეთეს შემთხვევაში სისულელეა.
იმიტომ, რომ ამ იუნესკოს ჭკუით ჩვენ და ჩვენი უახლოესი მეზობლები  უწიგნურები გამოვდივართ.
მარა ეს როგორი შედარებაა როცა ჩვენი ციფრი 14 წლის წინანდელია, ხოლო მაგ, თურქეთისა შარშანდელი?
მასე შეეძლოთ დაეწერათ რომ ქვის ხანაში საქართველოში წიგნი არ გამოსულა და აქედან გამომდინარე ჩვენ საერთოდ წერა-კითხვის უცოდინარი ერი ვართ.
მოკლედ ჩემი ინტიმური მოკითხვა იუნესკოს დედიკოს და აგრეთვე მის ყველა კეთილს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები