| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 10 ივნისი, 2012 |
ასეა, როცა არ ემთხვევა ფერები ფერებს. მომიყვანს შენთან სხვა შემთხვევა დიდი ხნის მერე. გიამბობ, რომ არ დაგეძებდი, აღმოგაჩინე... შენ კი გამოჩნდი რა ბედზე და ამ დროს საშინელს, გამოუძებნე გამართლება, რთული, ესოდენ. ჩემი ნამდვილად არ გმართებდა, მხოლოდ გესმოდა... შენი აურის გრადაციას ფიქრი ვუხამე. სიმორცხვე ტანზე არ მაცვია, სიზმარს, წუხანდელს, მოჰგევხარ ახლა, ვერტიკალშიც, ჰორიზონტალშიც. ვნებებს გიამბობ ერთი ქალის, სანამ დრო წაშლის... ფარდა დაუშვა ფანტაზიამ, -ერთი მოგცლია... ო, რომ იცოდე რა ნაზი ვარ, როცა მკოცნიან... შემყარე ვნება ბატონებად, ერქვას სახადი. გულით გონების გაოგნებას შეგინახავდი... წამის სახვაა ეს ცხოვრებაც, თმენით, არ თმობით. ახლა გრძნობების ეგ დო-რე-მი, ერთობ მართობს მე... ცის დასალიერს ცა და მიწა ერთად წვებიან. მინდოდა მეთქვა... დამავიწყდა... უკვე წლებია, გულის კედელზე აღარ ყვავის ედელვაისი. ქიმერა - ფიქრის ანტიკვარი, წვიმა, მაისი... 14.05.12
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. "ფარდა დაუშვა ფანტაზიამ, -ერთი მოგცლია... ო, რომ იცოდე რა ნაზი ვარ, როცა მკოცნიან..." +5 "ფარდა დაუშვა ფანტაზიამ, -ერთი მოგცლია... ო, რომ იცოდე რა ნაზი ვარ, როცა მკოცნიან..." +5
14. მშვენიერება ,დიახ მშვენიერება მხოლოდ ესაა ღვთიური და ამავდროულად ხილულიც.
ცხელა.
0.
მშვენიერება ,დიახ მშვენიერება მხოლოდ ესაა ღვთიური და ამავდროულად ხილულიც.
ცხელა.
0.
13. შენი აურის გრადაციას ფიქრი ვუხამე.
ამის მერე რატომ უნდა გავაგრძელო კითხვა ამ სიცხეში? :|
ო, რომ იცოდე რა ნაზი ვარ, როცა მკოცნიან... შემყარე ვნება ბატონებად, ერქვას სახადი.
აქ სიცხე უფრო აქტუალური ხდება.
მოკითხვა.
პ.ს. აქვე ადმინისტრაციას ვთხოვ დააბრუნოს ის ეპოქა, წესრიგი რეჟიმი ან რაცაა როცა მესიჯი მოგდის აჭერ გამომგზავნს და მის გვერდზე გადადიხარ! დავიტანჯე ხალხის ძებნით.
შენი აურის გრადაციას ფიქრი ვუხამე.
ამის მერე რატომ უნდა გავაგრძელო კითხვა ამ სიცხეში? :|
ო, რომ იცოდე რა ნაზი ვარ, როცა მკოცნიან... შემყარე ვნება ბატონებად, ერქვას სახადი.
აქ სიცხე უფრო აქტუალური ხდება.
მოკითხვა.
პ.ს. აქვე ადმინისტრაციას ვთხოვ დააბრუნოს ის ეპოქა, წესრიგი რეჟიმი ან რაცაა როცა მესიჯი მოგდის აჭერ გამომგზავნს და მის გვერდზე გადადიხარ! დავიტანჯე ხალხის ძებნით.
12. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ძალიან ლამაზი და მუსიკალური ლექსია :)) ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ძალიან ლამაზი და მუსიკალური ლექსია :))
11. სიამოვნებით ვუსმენდი ამ ქალბატონს ერთ დროს ძალიან მაგარი ბლუზის ფონზე, როცა კითხულობდა...ძალიან კარგი ემოცია მომიტანა იმ საღამომ... (ამი ნიშნად ბეილისზეც დავპატიჟე ფარულად) (მგონი ახლა გაიგებს პირველად ამ ამბავს) :))
ხოდა ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ახლაც სიამოვნებით მოვისმენდი ამ ლექსს ავტორის შესრულებით...
პატივისცემით: ბლაგვი სიამოვნებით ვუსმენდი ამ ქალბატონს ერთ დროს ძალიან მაგარი ბლუზის ფონზე, როცა კითხულობდა...ძალიან კარგი ემოცია მომიტანა იმ საღამომ... (ამი ნიშნად ბეილისზეც დავპატიჟე ფარულად) (მგონი ახლა გაიგებს პირველად ამ ამბავს) :))
ხოდა ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ახლაც სიამოვნებით მოვისმენდი ამ ლექსს ავტორის შესრულებით...
პატივისცემით: ბლაგვი
10. ფარდა დაუშვა ფანტაზიამ, -ერთი მოგცლია... ო, რომ იცოდე რა ნაზი ვარ, როცა მკოცნიან...
ახლა გრძნობების ეგ დო-რე-მი, ერთობ მართობს მე...
მინდოდა მეთქვა... დამავიწყდა... უკვე წლებია, გულის კედელზე აღარ ყვავის ედელვაისი. -რაღაცნაირი მწარე ირონია ვიგრძენი.
ფარდა დაუშვა ფანტაზიამ, -ერთი მოგცლია... ო, რომ იცოდე რა ნაზი ვარ, როცა მკოცნიან...
ახლა გრძნობების ეგ დო-რე-მი, ერთობ მართობს მე...
მინდოდა მეთქვა... დამავიწყდა... უკვე წლებია, გულის კედელზე აღარ ყვავის ედელვაისი. -რაღაცნაირი მწარე ირონია ვიგრძენი.
9. კაი ხანია პარაკზე მე ასეთი კარგი ლექსი არ მინახავს 5 კაი ხანია პარაკზე მე ასეთი კარგი ლექსი არ მინახავს 5
8. ცხოვრება თმენით, არ თმობით...როგორ ზუსტად იცით ხოლმე თქმა. ედელვაისები კი არც ისეთი მშვენიერებია, თურმე... ცხოვრება თმენით, არ თმობით...როგორ ზუსტად იცით ხოლმე თქმა. ედელვაისები კი არც ისეთი მშვენიერებია, თურმე...
7. "ჩემი ნამდვილად არ გმართებდა, მხოლოდ გესმოდა... შენი აურის გრადაციას ფიქრი ვუხამე. სიმორცხვე ტანზე არ მაცვია, სიზმარს, წუხანდელს, მოჰგევხარ ახლა, ვერტიკალშიც, ჰორიზონტალშიც."
ველოდები , აქ, და კიდეც გავდივარ სავსე, ხოლმე. "ჩემი ნამდვილად არ გმართებდა, მხოლოდ გესმოდა... შენი აურის გრადაციას ფიქრი ვუხამე. სიმორცხვე ტანზე არ მაცვია, სიზმარს, წუხანდელს, მოჰგევხარ ახლა, ვერტიკალშიც, ჰორიზონტალშიც."
ველოდები , აქ, და კიდეც გავდივარ სავსე, ხოლმე.
5. მშვენიერი რამ:) მშვენიერი რამ:)
4. ფარდა დაუშვა ფანტაზიამ, -ერთი მოგცლია... 5 ფარდა დაუშვა ფანტაზიამ, -ერთი მოგცლია... 5
3. მოგესალმეთ,თანანა.
იკითხება ლექსი. სასიამოვნო მუსიკა და საინტერესო აგებულება აქვს უდაოდ.
იყო მომენტები, სადაც ვთქვი სამწუხაროდ, სხვაგანაც მინახავს-თქო. მაგ:შემყარე ვნება ბატონებად, ერქვას სახადი.
არადა, თქვენ ხართ ქალბატონი, რომელმაც სიახლეებს მიაჩვია თვისი მკითხველი. თუმცა, ზემოთმოყვანილი სტრიქონები, იმდენად კარგად გრძელდება მერე, რომ იქნებ არც ღირდეს ამაზე დაფიქრება.
მოგესალმეთ,თანანა.

2. ნუ ეს პოეტესა ყოველთვის "ფორმაშია" :) 5! ნუ ეს პოეტესა ყოველთვის "ფორმაშია" :) 5!
1. თვითშეძახილის მაგვარი ლექსია +2 ოდნავ ვნებადაცლილიც . რაღაც დამაკლდა. თვითშეძახილის მაგვარი ლექსია +2 ოდნავ ვნებადაცლილიც . რაღაც დამაკლდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|