სიმფონიის კვალდაკვალ წავეკიდე თაბახებს, გვაბრალებენ პოეტურ მაგნოლიის მკვლელობას.. ქარი ჩვეულ ზმუილით მეტაფორებს აგვახევს, აგვაშენებს დანგრეულ პოეზიის შენობად.
ზამთრის სუნი აქაც დგას, პარაზიტობს ზამბახი, ძმაზე მეტად ვის უყვარს მეგობარი თავისი.. შენში ვნახე ყოველი, რაც არ მქონდა ნანახი, შენ კი ჩემი კარებულის ერთი ლექსიც არ იცი.
წამით გვერდზე გახედვით, თავს ირიდებ შენს თავთან, შენი სული ამავდროს - ჩემი არის იგივე. ჩემი ყველა ოცნება ჰორიზონტთან შეზავდა და ამ წამის ფიქრებიც წლებად გავიიგივე.
აბსურდია ნატური ზეგანების ციცაბო, გრძნეულების გარეშე აღარ გიღირს სიცოცხლე. მერე შენს სასთუმალთან რა უფლებით გიცადო, რა უფლებით გაგანდო, რაც არ უნდა ვიცოდე.
მენდე, არ იღელვო და ყველა იტყვის მის სათქმელს, მხოლოდ გამხმარ ფოთლების დაგადგამენ გვირგვინებს; გასაყიდად იუდაც ოცდაათ ვერცხლს გიმზადებს, როცა შენი სახელის წარმოშობას გიგინებს..
შენს მაგივრად ჩემს მიერ დაწერილი ამ ლექსის ადრესატი ყოფილხარ და სათაურს ვერ ვაწერ… ჩემი გულის სახელით, შენს გულს თუკი ჩაესმის, ვთხოვ, რომ არ მიღალატოს ნებისმიერ ენაზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა! კარგი მელოდია აქვს ლექს.
მომეწონა! კარგი მელოდია აქვს ლექს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|