ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
15 ივნისი, 2012


თუმც არ გაჩნდა ძამიკო

იცით? გუშინ დაიკო
შეეძინა ნიკას,
ძამიკო კი ერჩივნა,
სიმართლე რომ გითხრათ.
"მაგას რა ვეთამაშო
ფეხბურთი თუ რაგბი?
გოგო მაინც ნაზია,
სწრაფადაც ვერ დარბის.
ვეღარც იფარიკავებს,
ვერ ვასწავლი კალათბურთს,
მაგრამ ... აწი რას ვიზამ?
იყოს, რა კი დედას სურს.
პაწაწაა, ლამაზი,
ქერა, ცისფერთვალება,
თუმც არ გაჩნდა ძამიკო,
დაიკოც მეყვარება."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები