როგორი სიხალვათე შემმატე რომ იცოდე, როგორი მახსენდები, გიხსენებ როცა ცრემლით. მიყვარხარ, დამიჯერე, გეძახი, მოგიწოდებ, რომ შენ ხარ ზეცისაგან ფიფქებად მონაცრელი.
ღრუბლიდან ჩამოდიხარ, ეშვები მზის სხივებად, მიწიდან გეგებები, გახვედრებ ეშაფოტებს.. და უცებ ყველაფერი ჭაობში იძირება, ეშმაკსაც ეკარგება ხალისი ეშმაკობდეს.
რა გინდა ამიხსენი - მარტივად, გასაგებად, იქნებ და მე ვცოდვილობ და შენ ხარ თვითმხილველი. ხომ გინდა, რომ ჩაგბარდე უსიტყვო აღსარებად, შემეხე, გელოდები, უშენოდ ვიყინები..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. და უცებ ყველაფერი ჭაობში იძირება, ეშმაკსაც ეკარგება ხალის ეშმაკობდეს.
ეს, მომეწონა :) და უცებ ყველაფერი ჭაობში იძირება, ეშმაკსაც ეკარგება ხალის ეშმაკობდეს.
ეს, მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|