სურვილებს უაზრო განცდებით დავცინი, არადა არ მიკვირს ასე რომ ვიქცევი. დაშორდა ტაძრისკენ სავალი მანძილი, მშობლების მაგივრად მომრავლდნენ ძიძები.
ბზარები უჩნდებათ თანდათან ამ კედლებს და მტვერი გროვდება უძველეს დავთართან. ფიქრებით მორყეულ თაროსთან მაკედლებს ის განცდა, რომელიც ახლახან დამთავრდა.
უშენოდ ჩავაქრე ხანგრძლივი ხანძარი, უშენოდ დავტოვე გული და ვედრება. გონება მოწმენდილ ზეცისკენ დავძარი, სული კი რწმენას და სიყვარულს ედრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|