ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2012


ციტატა

ჩემს სულში ისევ მარათონია,
შენში სიცოცხლის მღერის ალმური.
ცხადში რომ ახდეს არამგონია
სიზმარი - მხოლოდ გენიალური..

ცოდვებს მზერა აქვთ უფრო მერყევი,
ვიდრე შენს სურვილს ვარდის სუნი აქვს.
ცრემლით დანამულ თმაზე გეხები
და მომავალი დანისლულია.

გაქანებული ფაიტონია -
ვერმოწვდენილი ლექსი უძღები.
გულის სიღრმეში მაინც მგონია,
რომ ჩემს სამყაროს ეჯიუტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები