ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2012


იები

შენამდე  შორია  და  მაინც  ახლოს  ხარ,
გულს  სიმფონიების  ნოტებად  მიები.
იქნებ  მაგ  თვალები  ოდესმე  ამოვხსნა
და  მერე  თამამად  გაჩუქო  იები.

შენ  სული  წამართვი,  გონება  კიარა..
ატმები  ყვავიან  ედემის  ქარებში.
ცხოვრებამ  უშენოდ  ვერ  შემაფრთიანა,
აღმართზე  ასული  დაღმართზე  დავეშვი...

გონება  უშენოდ  ისედაც  შევშალე,
რაც  არის  ჩვენს  შორის  არ  მინდა  დამთავრდეს..
მოვნახავ  უფლისგან  კურთხეულ  მეჯვარეს,
იებით  დაგნამავ  მშვენებით  ნამთვრალევს.

თუ  ხელის  გულებზე  ოცნება  დახაზე,
დატოვე  იმედის  მცირედი  მარცვალი,
იფიქრე  შვილებზე,  მშობლებზე,  და–ძმაზე
და  სული  საუფლო  სივრცისკენ  დაძარი.

შენამდე  შორია  და  მაინც  ახლოს  ხარ,
ჩვენ  ერთად  გავჩნდით  და  ვისუნთქეთ  ჟანგბადი..
მე  ამოცანა  ვარ,  შენ  მისი  ამოხსნა
და  ასე  ვმოძრაობთ  ფილტვების  დაღლამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები