ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2012


უჰაერო სივრცეში

უჰაერო  სივრცეში  დატრიალდა  ორომი.
დატრიალდა  ისე,  რომ  ორომტრიალს  მოჰგავდა.
ხასიათებს  ავირევთ  ფონს  გასული  -  ბოლომდე.
ლოცვებს  აღარ  გასძახის  დაჩოქილი  მოლა  და

აღარც  ეპაექრება  ტყვია  სისხლით  მორწყული 
ფაიტონი  გაქანდა  და  ილიაც  იწყება…
სანაპიროს  გადმოღმა  ტივზე  მჯდარი  მოვცურდი
და  დამიწყეს  თითზე  თვლით  აღმაფრენის  მტკიცება.

გადავწერე  რვეულში  დროებით  და  მგოსნებად:
ჩაფენილი  ღვარცოფი  გაგვიახლებს  ჟრუანტელს.
ზოგსაც  ადრე  სიბერით  უბერდება  ოცნება -
,,რა  აზრი  აქვს  პოეტი  ისტორიას  თუ  ავსებს’’...

დაობებულ  თაროზე  ახლაც  ბევრი  აზრი  დევს, 
გაეხვია  წერილი  ობობების  ქსელში  და
რაც  კი  დასაბამიდან  დასასრულთან  გაზიდეს,
ახლა  ფიქრობს  პოეტი :  -  ნეტავ  მე  გამეზიდა…

უჰაერო  სივრცეში  დატრიალდა  ორომი.
დატრიალდა  უკვე  და  გული  ისე  ვეღარ  ცემს.
გვიან  ნანობს  პოეტი, თავიდან  და  ბოლომდე
დაჩოქილი  ხატის  წინ  რომ  უღმერთოდ  შერაცხეს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები