ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2012


დო,რე,მი,ფა...

დო,რე,მი,ფა...

დო, რე, მი, ფა
დაიბადა სოლი,
ლა, ლა, ლა, ლა
სი ბემოლიც მოდის,
სიმთა ფერმა
ამირია ნოტი,
მუსიკას ვწერ
ბანში მიჭირს, მგონი...
დო,
დომინო,
ჩოთქის ხმაა სადღაც,
რე,
რემარკმა
დამისახა სხვა გზა,
მი,
მიმინომ
წრე მოქარგა ცაზე,
ფა,
ფანტანთან
გავათიე ღამე...
სოლის შემდეგ
ლამ დასჭექა მქუხრად,
ჟამიერო(მრავალ...),
გასძახიან ყაზბეგს,
უგალობენ ,,ყოვლაწმიდას'' უფალს,
,,შენ ხარ ვენახს''
ბულბულთ გუნდი აჟღერს.
დო, რე, მი, ფა...
დავასრულე წერა,
შვიდგზის ლოცვაც
მომდგარაო კარზედ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები