ძნიდან ამოვარდა ვნება, მავნე ქარბორბალას შიშით, შენი ჰაბიტუსი დნება, მე კი მარტოობას ვიშლი.
ამბებს გასაოცრად მითხრობ, ვარდის ფურცლებივით ნაწყვეტს. სწორედ მასზე მინდა გკითხო, ვინც მაგ სილამაზეს გაძლევს.
მინდა ლექსი იყო ჩემი, მუდამ აბორგება სულის.. ისევ ერთმანეთთან ვრჩებით, ისევ ერთად ვიხდენთ სურვილს.
მინდა ლექსის მერე ზღაპრის იყო სანატრელი გმირი. ვეღარ მოვატყუებთ აპრილს აწი ერთმანეთის პირით.
მინდა ზღაპრის მერე ფიფქად ზამთარს მოასწრო და დადნე. გულმა როცა მიგრძნო, მითხრა: მგონი გვიანდება ადრე.
შენ ხომ თვითნებობაც არ გცვლის, მინდორს ფეხშიშველი თელავ. სანამ სურვილებად დაგცლი, მანამ შეთენდება ნელა..
შემთვრალ მეტაფორებს ვისხამ, ცეცხლად დამენთები უცებ. ხატად დაგიფიცებ სისხამ დილით ხელდადებულ გულზე.
ძნიდან ამოვარდა ვნება, მავნე ქარიშხალი მახრჩობს. დნება მოლოდინი, დნება, ქრება უშენობის სარჩოც…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წინა ლექსზე მოგახსენეთ ჩემი აზრი ვრცლად:) ძნიდან ამოვარდა ვნება,>> სამწუხაროდ ასე დაწყებული ლექსი ვერ იქნება კარგი:) წარმატებები წინა ლექსზე მოგახსენეთ ჩემი აზრი ვრცლად:) ძნიდან ამოვარდა ვნება,>> სამწუხაროდ ასე დაწყებული ლექსი ვერ იქნება კარგი:) წარმატებები
3. თანხმობა მიხეილ ბატონს თანხმობა მიხეილ ბატონს
1. სათაურიდანვე მივხვდი ყველაფერს, შემოვედი - არ შევმცდარვარ. თრეშია. სათაურიდანვე მივხვდი ყველაფერს, შემოვედი - არ შევმცდარვარ. თრეშია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|