ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2012


ღამის ქალაქი

ღამის ქალაქი და ჰაერი ჟელესავით კიდია.დგას მხოლოდ თხუთმეტი-ოცი ერთმანეთზე მაღალ-დაბალი კორპუსი. გზა განათებულია ლამპიონებით, მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო ხმები ისმის. აქ ყოველთვის ღამეა და ყოველთვის ლამპიონები ანთია. რომელიღაცა საათმა რომ დაჰკრა, ერთ-ერთი მაღალი კორპუსიდან გამოვიდა კარგად ჩაცმული, მოხუცი მისტერ (თუნდაც) სმიტი, კაშკაშა ლამპიონის ქვეშ დაჯდა პარკის სკამზე, დახედა მაჯის საათს და მოკვდა. „როგორ გაუმართლა მისტერ სმიტს, პირდაპირ სარიტუალო ატელიეს წინ რომ გარდაიცვალა“ გაიფიქრა მისტერ სკრუჯმა, როცა ფანჯრიდან გადმოიხედა და სკამზე მკვდარი ფინანსისტი შეამჩნია და მართლაც, სმიტის უკან, გაკაშკაშებული ვიტრინა ჩანდა წარწერით „ ჩვენ ღრმად ვწუხვართ“ ანუ ჩღვ. ატელიეს პატრონმა როგორც კი დაინახა, რომ სმიტი მოკვდა, პირადად მისთვის დამზადებული კუბო გამოაგორა გარეთ. ატელიეს პატრონს ქალაქის ყოველი მცხოვრებლისთვის ჰქონდა კუბო მზად, ყოველი შემთხვევისთვის. ქალაქის მოსახლეობის აღმწერმა- სემუელმაც შეამჩნია სმიტის სიკვდილი, ყავისფერყდიანი რვეული გადაფურცლა, მოძებნა ასო S და Smith გადახაზა.
  ღამის ქალაქში ერთი მათხოვარიც ცხოვრობდა- ბენიამინი. პირველმა სწორედ მან დაინახა, რომ მოხუცი ფინანსისტი მოკვდა, მაგრამ ეს მისი საქმე არ იყო. ძვლები სტკიოდა, ალბათ იწვიმებდა ცოტა ხანში და თავშესაფარი უნდა მოეძებნა, თუმცა იმ ადგილზე კარგი, სადაც ახლა იჯდა, არც იყო ღამის ქალაქში. მისტერ სკრუჯი გაზეთის ახალ ნომერს კითხულობდა თავის კაბინეტში. ფრიად საინტერესო ამბები ეწერა ფერმერთა ყოველწლიური შეკრების შესახებ, როცა ფანჯარა ქარმა შეაღო. ზემოთ, ჟელესმაგვარ ჰაერში ღრუბლები შექუჩდნენ და ცოტათი წამოწვიმა. ბენიამინი არ მოტყუებულა. ატელიეს პატრონმა ზუსტად მოათავსა სასახლეში მოხუცი სმიტი და ატელიეში შეაგორა. რაკი ფინანსისტს ნათესავები არ ჰყავდა, ქალაქის წესებით მიცვალებული იმას უნდა დაემარხა, ვინაც პირველად დაინახა. როგორც უკვე ვთქვით, ბენიამინმა შეამჩნია პირველად, მაგრამ თავი მოიმძინარა. მერე სკრუჯმა დაინახა, მაგრამ სკრუჯი არ დაუნახავ არავის და ისევ ატელიეს პატრონის დასამარხი გახდა, იმას კი მაინც არა ჰქონდა საქმე. გარეთ ბენიამინი ემალებოდა წვიმას. მეეტლეთა ქუჩაზე, ორსართულიანი სახლის ქვემოთა სართულზე მადამ გოტიე ფუსფუსებდა. მისიე გოტიე ფანჯარასთან წვიმას უყურებდა, მაგრამ მთელი გული იმ ბატისკენ მიემართა, რომელსაც მადამ გოტიე ცოტა ხანში, ზუსტად ცხრა საათზე დადებდა მაგიდაზე. ამ დროს ქუჩაში სემუელი გამოჩნდა, ქოლგით. წვიმამ ცოტ-ცოტა მომატება დაიწყო. სემუელი მისიე გოტიეს კარს მიადგა და დააკაკუნა.
-მობრძამდით, მისტერ სემუელ.
აღმწერი შემოვიდა. ქოლგა გარეთვე დაკეცა და ქოლგების საკიდზე დაკიდა.
-როგორ ხართ მისიე გოტე?
-არა მიშავს, თავად?
-არც მე მიშავს რამე, აი მისტერ სმიტი კი გარდაიცვალა.
-სამწუხაროა.
-გაწვიმდა რაღაც, არადა წესით არ უნდა წვიმდეს.
-ამ ბოლო დროს სულ შეიცვალა ამინდი. ჩაილაპარაკა გოტიემ.
-კარგით აბა, ნახვამდის.
-ხომ არ შემობრძანდებოდით, მისტერ სემუელ?
-არა, არა. კარგად, მისიე გოტიე.
სემუელმა ქოლგა აიღო და გავიდა.
-გაიგე ემანუელა, სმიტი გარდაიცვალა?!
-სამწუხაროა. თქვა მადამ ემამ და ბატი მაგიდაზე დადო.
წვიმა მორჩა, ბენიამინი თავშესაფრიდან გამოძვრა და თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა.
ღამის ქალაქში, მეეტლეების ქუჩაზე ქარმა დაუბერა, მაგრამ ფანჯარა ისევ მისტერ სკრუჯს გაეხსნა, ხაბაზთა ქუჩაზე.
-ეს უკვე უმსგავსობაა! ჩაილაპარაკა სკრუჯმა. ადგომას აპირებდა, როცა იგრძნო, რომ ფანჯარაში ქარი შემოიჭრა და  აიტაცა მოხუცი სავარძლიდან. სკრუჯს გაზეთი გაუვარდა ხელიდან (გახსოვთ ალბათ, სადაც ფერმერებზე ეწერა) და ჩაიც დაულეველი დარჩა. ცოტა ხანი ოთახში დაფრინავდა მოხუცი, მერე კი გარეთ გააქროლა ქარმა ფანჯრიდან. მეეტლეების ქუჩაზე, სახლიდან მისიე და მადამ გოტიე გამოფრინდნენ, მერე ქოლგიანი სემუელი აიტაცა ქარმა პირდაპირ გზიდან. ატელიე „ჩღვ“-ს პატრონმა წამით შეაღო კარი, რათა ენახა, რა ხდებოდა და ისიც აფრინდა, თან კარი არ დაუკეტავს, რის გამოც სმიტიც გამოჰყვა უკან.
-მისტერ მასლოუ! დაუყვირა სკრუჯმა ნაცნობს. -ეს რა უმსგავსო ამბებია, მისტერ მასლოუ!
- მე ვიტყოდი, შემაშფოთებელი, მისტერ სკრუჯ! უპასუხა მასლოუმ და სხვა მხარეს გაფრინდა.
-ასეთი ქარი ალბათ დიდი ხანი არ ყოფილა, რას იტყოდით, მისიე გოტიე? შესძახა სემუელმა, როცა მსუქან ფრანგს ჩასცდა, რომლის სახის გამომეტყველებით ჩანდა, რომ მეტად წუხდა დაუმთავრებელი ვახშმის გამო. მთელი ქალაქი აიტაცა ქარმა და ჟელესებრ ჰაერში ატრიალებდა, მერე კი ყველა ერთად გააქანა სადღაც. მხოლოდ ბენიამინი იჯდა ისევ დაბლა და ზემოთ იყურებოდა.
-მერე რა, ეგრე მეც შემიძლია! ამბობდა ნაწყენი.
-უბრალოდ, დღეს ალკოჰოლი არ მაქვს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები