ნაწარმოებები



ავტორი: აზგო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 ივლისი, 2012


თავისუფლების უპირველესობა

წავიკითხე ახლა წინა პუბლიკაცია და მან (ანა ხარაშას „პროტესტი“) შთამაგონა.
ვიფიქრე, მართლა რისთვის ღირს ჩვენი კრიტიკა და რისთვის არა?
და მომაფიქრდა ასეთები: ღირს თვითკრიტიკა იმის გამო რომ საქართველო ჯერ არაა მთლად ედემი?
პასუხი გამომივიდა - არა.
ედემი და სამოთხე საერთოდ არცერთ ქვეყანაში არაა და ჩვენთან საიდან უნდა იყოს?
ნებისმიერ ქვეყანაშია მექრთამეები, კარიერისტები, მკვლელები და ა.შ. არ არსებობს დედამიწაზე სახელმწიფო, სადაც არაა ციხეები.
აბა რისთვის ვიგვემოთ თავი? რომ „არავაჟკაცურად“ მოვიქეცით და მტერს მიწა-წყალი წავართმევინეთ? რომ ლტოლვილად გადავაქციეთ ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე?
არც ესაა გაუგონარი ამბავი. რუსეთმა ჩვენ კი არა ისეთ ძლიერ სახელმწიფოს წაართვა ტერიტორია, როგორიცაა იაპონია და ისიც ჩვენზე გაცილებით უფრო ადრე. მაგ მხრივ სამურაები  ჩვენსავით უსუსურად და შერცხვენილად გამოიყურებიან მაგრამ რას იზამ, ამჟამად ასეთი მდგომარეობაა და საჭიროა მოცდა. იქამდე სანამ ეს მდგომარეობა შეიცვლება.
მესამედი ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცდიდა, მაგრამ ხომ ეღირსა? ე.ი. ჩვენც გვაქვს შანსი!
ლტოლვილებს რაც შეეხება, აგერ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს ჩვენზე ორჯერ მეტი ყავს! ასევე თავისი ნაციონალობის გამო საკუთარი საცხოვრებლიდან გამოგდებული.
ნაციონალური ნიშნით ხალხის დევნა ეს საერთოდ რუსეთის საყვარელი „გართობაა“. მაგათ ნაწილი კი არა, მთლიანად ერები ყავთ გადანასხლები საკუთარი მიწებიდან. ან საერთოდ განადგურებული.
მაგ ჩეჩნები, ყირიმელი თათრები, ჩერქეზები, კარელიის ფინელები და ალბათ სხვაც ბევრი, რაც მე არ ვიცი.
ასე რომ, არც ის, რომ ახლა ამდენი ლტოლვილი გვყავს, არაა ჩვენი დანაშაული. ესაა რუსეთის, ანუ როგორ ითქვა „ბოროტების იმპერიის“ დამპყობლურ-კოლონიალური გაუმძღრობის შედეგი.
ასევე უამრავი ერი ჰყავდათ დაპყრობილი, დამონებული და გაწვალებული მაგათ მამა- პაპებს - მონღოლებს. მარა მერე ქე მიეწივნენ მათ გადასულს.
ასე რომ დღევანდელ დღეს, ანუ აწმყოში, ისეთი არაფერი გავქვს ჩანადენი, რის გამოც განუწვეტლივ უნდა ვიკრიტიკოთ თავი.
კი შეცდომები იყო, მაგრამ ისინი რომც არ ყოფილიყო, ურდო მაინც მოგვიხერხებდა რამეს. ვისაც არ ჯერავს, გადახედოს ჩრდილო კავკასიის უახლეს ისტორიას.
მაგრამ ახლა სხვა მდგომარეობაა, და სასირცხვილო და თავის მოსჭრელი ამბავი მართლა შეიძლება ჩავიდინოთ. მხედველობაში მაქვს, რომ თუ ყველანი გავხდებით ორჯონიკიძეები და ისევ რუსეთის მონობას ავირჩევთ.
თუ ამას ვიზამთ, მაშინ რუსეთი არა უბრალოდ ისევ თავის კოლონიად გაგვხდის, არამედ შეეცდება ისე ქნას, რომ საქართველოში არავის არასდროს, უკუნითი-უკუნისამდე არ წამოცდეს ისეთი სიტყვვები როგორიცაა „თავისულება“ და „დამოუკიდებლობა“! როგორც ამას ახლა უკრაინაში შვებიან, ანუ „ასწორებენ შეცდომებს“.
ვითომ რუსეთი სიკეთის მომტანი და მხსნელიაო ამბობენ.  ესაა უკეთეს შემთხვევაში თავის მოტყუება. ვისთვის უქნიათ როდისმე რამე კარგი რომ ჩვენთვის შემოიხიონ ტანზე?
გვიხსნა გამუსლიმანებისგან?
მასე იხსნა ვითომ პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და ბალკანეთის ქვეყნები ფაშიზმისგან ხომ?
მერე ჩვენი სიკეთის არ იყოს, იმათაც რატომ არ დაუფასეს „მხსნელებს“ ამხელა „ამაგი“?  რატომ, როგორც კი საშუალება მიეცათ, თავპირისმტვრევით შეცვივდნენ ნატოში და ევროში? რატომ არ დარჩნენ თავის "მხსნელებთან"?
იმიტომ რომ დაინახეს: რაღა ამათი „ძმობა“ და რაღა ფაშიზმიო!
უარესი მაგალითიც ვიცი(ყველამ იცით): ამერიკამ იაპონიას ატომური ბომბი ესროლა! ვითომ მეტი უარესი რაღა უნდა იყოს?! მაგრამ იაპონელებმა მაინც ატომის მსროლელის, ამერიკის მხარე დაიკავა, რადგან, როგორც ჭკვიანმა ხალხმა მიხვდა, რომ ამათ მხარეს ყოფნას ჯობია ატომური ბომბი დაგეცეს თავზე! ამაშია საქმე!
ერთი სიტყვით, კი ცუდია დემოკრატიის ნაკლებობა, ცუდია უსმართლობა, ცუდია ბიზნეს უთანასწორობა მაგრამ ყველაზე ცუდია თავისუფლების დაკარგვა!
ამიტომ რაც ნაკლოვანებები გვაქვს, ისევ ჩვენი ძალით უნდა შევცვალოთ ისინი უკეთესობისკენ.
ხოლო თუ სხვისი შემხედვარე ვიქნებით და სხვას შევაჩერდებით ხელში, ეს აგვიწყობს ცხოვრებასო, მაშინ მართლა არაფერი ხალხი არ ვყოფილვართ და მაშინ მართლა კი გვეკუთვნის არა მარტო კრიტიკა, არამედ ყველაფერი უბედურებაც.
და, ალბათ არც დააყოვნებს დიდხანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები