ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2012


სონატა

განთიადია  ჩემს  სულში  და  თვალებს  ვაცეცებ,
მჭრელი  თვალებით  მაგიერი  მზვერავს  აისიც.
ვერ  შევიგუე  მარტოობა  ვერცერთ  მხარეზე
და  საპასუხო  გულის  ფეთქვაც  აღარ  გაისმის.

განთიადია  მარადმწვანე  ხეების  რიგში
და  თავს  მიტოლებს  დრამატული  გრძნობაც  თავის  მხრივ;
რომ  გაიზრდება  გამოგადგეს  ეგებ  ის  ბიჭი,
ეგებ  ის  გოგოც  სადღეგრძელოს  თქმად  რომ  დაისხი...

განთიადია  ჩემს  ირგვლივ  და  შენ  არ  მახლიხარ,
თორემ  მცირედი  მარტოობა  ვის  არ  აგიჟებს;
სამყაროს  ტოლი  რომ  ჩაგთვალონ  ამ  სიმაღლიდან,
უსიყვარულოდ  ნუ  შეამკობ  დადგმულ  ნაბიჯებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები