ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
17 ივლისი, 2012


ლიკას ცოდნის საიდუმლო

ერთჯერ ერთი რამდენია?
ეკითხება მამა ლიკას,
ლიკამ უმალ სასაცილოდ
ერთი თითუნა აბზიკა.
ნულს რომ ერთი მივუმატოთ?
გამოვაკლოთ ოთხს რომ სამი?
ლიკაც უმალ თითს აჩვენებს,
არ ჭირდება თუნდაც წამი.
რა კი ასე უშეცდომოდ
იცის გოგომ ჩვენება,
მათემატიკოსი გვყავსო,
ეს დაასკვნეს ჩვენებმა.
.....................................
ლიკას ცოდნის სიდუმლოს
გიმხელთ, არის შემდეგი,
უნდა  კითხოთ ისეთი რამ,
ერთი მოგცეთ შედეგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები