ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2012


ცირკულაცია

მე  არ  მინდა  მოგატყუო  მიზეზებით
და  ამავდროს  მოვიტყუო  თავი  ჩემი.
არ  მეყოფა,  როცა  გამიმიზეზდები
და  უაზრო  მონოლოგებს  დავიჩემებ?!

მე  არ  მინდა  უშენობის  ამინდს  ვგრძნობდე,
ჩამოიხეს  სიყვარულის  წმინდა  ფარდა.
მე  არ  მინდა  თვალებშიც  ვერ  გაგისწორდე,
ამით  პირი  შევირცხვინო  წინაპართან..

მე  არ  მინდა  მოგიწყვიტო  ყვავილები  -
შენი  თხოვნით,  კითხვებით  და  მინიშნებით.
გულში  სისხლად  ტრიალებ  და  არ  ილევი,
შავ  ფურცელზე  თეთრ  წერტილად  ინიშნები.

მე  რა  მინდა  რომ  ვიცოდე  ალბათ  უფრო
აჯობებდა...  მერე  ,,ჯვარსაც  დავიწერდით’’...
მე  არ  მინდა,  რომ  წარსული  გავამუქო
და  ბუნდოვან  მომავალშიც  გამიძნელდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები