ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2012


  ჩამოტვირთვა

ილაპარაკე /ნარინჯისფერივით/

ილაპარაკე...
მოგისმენ მე და ნაიარევ თვალებს გარიდებ,
განწყობა უფრო ცივი არის ვიდრე ალპებზე
გამთენია იანვრის მერე.
ხარ ემიგრანტი, დაკარგული ფრანგულ მიწაზე
და ყოველ დილით თუ გაცილებს სახლიდან ძაღლი,
ისიც კარამდე და მერე გიცქერს,
როგორ მიდიხარ მძიმედ და იკარგები ნისლში,
ხეტიალიც კი არ გბეზრდება და არც ეს ჩვევა,
რომ საათობით წვიმიან დღეს იდგე მონმარტთან
ფეხშიშველა და მარტოობისგან გადაღლილ თვალებს
ადევნებ წყვილებს, ვიდრე ქარი კაბის ბოლოს
აგიფრიალებს...
ილაპარაკე, როგორ მიყვარს შენი მოსმენა,
ილაპარაკე...
მოგისმენ მე და შენი ძაღლი
დაგიცდის კართან ერთგულ მეგობარს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს