ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2012


ზიარება

(წუხელაც  დამესიზმრე)

ასეა,  მეწერები,  ხანდახან,  შიგადაშიგ.
მე  პირველ  გაზაფხულზე  გაგანდე  ჩემი  დარდი.
გუშინწინ  ხელოვნურად  და-ძმობა  ვითამაშეთ,
გუშინ  კი  უნებლიედ  რატომღაც  შემიყვარდი.

ფიქრებში  გამოცლილი  ღამეც  და  დღეც  ხშირია,
არ  მინდა  ამდაგვარი  დღეების  მსგავსი  ღამე.
ვერა  და  ვერ  გითხარი  და  ახლა  მეშინია
შენივე  დაკარგვის  და  უბრალოდ  თავს  ვიკავებ.

სარკეში  საკუთარ  თავს  ვეღარ  ვცნობ  ამ  ბოლო  დროს.
ვიძინებ.  უძილობა  გამხდარა  ამორძალი.
მე  ალბათ  ყველა  სათქმელს  მოვყვები  -  ცა  რომ  მოთოვს;
(მახოვს,  რომ  ერთ-ერთ  ზამთარს  სიცივეც  გამოვძალე).

ცადაჭრილ  ნიავივით  მივენდე  დროის  კალთებს,
ვეცადე  შემენიღბა  სუნთქვა  და  ზიარება.
კედლებზე  დაგრეხილმა  ბზარებმა  მოიმატეს,
გონება,  ვაკვირდები  უკუღმა  ტრიალდება.

ასეა,  მეწერები,  ხანდახან,  შიგადაშიგ...
გაქარდა  დრომოჭმული  ბორგვა  და  აპათია.
გუშინწინ  ხელოვნური  და-ძმობა  ვითამაშეთ,
ახლა  კი  უნაზესი  შეგრძნება  მაბადია.       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები