ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2012


ხაოიანი სერპანტინები

ლაბირინთების კედლები
ყველაზე წაკითხვადია,
რადგან ბევრი დაკარგულა აქ.

დავით კამკამიძე


ეს არის ზრდასრული გზებისგან -
სპექტრებად შეკრული სივრცე,
თავისი კადრებით, ფერებით,
წარმოსახული კოლაჟებით, სიუჟეტებით და...
წიგნში დაკარგული გმირებით -
რომლებიც აქაურობას შემორჩნენ.

დაბინდებამდე, როცა კედლები
უფრო მუქ მომწვანო-მოშავო პლედს
წამოისხამენ, მაშინ ახედავ ცას და
უეჭველად გაგკრავს ფიქრი:
„აქაურობას და(ვ)აღწიო“ მაგრამ, როგორც წიგნის
ბოლო თავი - გაინტერესებს...

გაინტერესებს საკუთარი თავი ან უფრო -
წრიული ფიგურებით შეკრული სავანე,
სალათის ფურცლები - შპალერად, რომ გადაჰკვრიათ...
ცდილობ მიაწერო თვე, წელი, შენი განცდა -
თუმც, როგორც წესი წიგნში ნაპოვნ ყველა სიკეთეს 
იტოვებ შენთვის.

აქ დრო ყველაზე შეუმჩნეველი,
უსუსურობაა! აქ არ მეორდება
ხმა, მუსიკა, დღე, ფერი და სპექტრი...
აქ ის პერცეფციაა მთავარი დაიკარგო
ხაოიან სერპანტინებში და
დარჩე აქ, როგორც ის წიგნის გმირი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები