ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2012


ბორითის გზაზე...

ბორითის გზაზე თეთრი მანქანა მიჰქრის,
გზა სხვა მანქანამ გადაუღობა ნივას,
საუბედუროდ დროც აღარ რჩება ფიქრის,
მერაბ კოსტავა სახლში ვერასდროს მივა.
ბორითის გზაზე აღმართულია ჯვარი,
კიდევ არ უჩანს ჩვენს მწუხარებას ბოლო,
ერს შეეწირა ჭავჭავაძეთა გვარიც,
ზ. ჭავჭავაძეს გული დღესაც კი გლოვობს.


პ.ს. ზუსტად 23 წლის წინ-1989 წლის 13 ოქტომბერს, ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა მერაბ კოსტავა, ხოლო ზურაბ ჭავჭავაძე ორი თვის შემდეგ თბილისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები