ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
არეული ნაბიჯებით მიუყვება ნაპირს. მის უკან ბნელი და ქაოსური წარსული ჩაწოლილა, წინ კი ბუნდოვანი მომავალი. ქარაშოტი კლდის რიფებს აწყვეტს გავეშებულ ტალღებს და ათიათასად დაშლილი, მთვარის შუქზე მარგალიტივით მბრწყინავი წყლის წვეთები მთელ სხეულზე ეღვრება. მიდის წინ, არც უნდა უკან მოხედვა, მაგრამ ხომ იცის, ყოველთვის შეახსენებს წარსული თავს, ყოველთვის... ქაოსი სულში... ის გაემიჯნა ახლობლებს, მეგობრებს და მარტო, ბოლომდე დაცლილი, ჯიუტად, ბარბაცით მიიკვლევს სამყაროს. -დაიღუპები!-ყურში გუგუნებს გაფრთხილება და მთვარის შუქით განათებულ სრულ უკუნში , ქარიშხლის თავაწყვეტილ როკვაში, ტალღების ღრიალში ესმის სუსტი სიმღერა. ხმა ზღვიდან მოდის აშკარად და რათქმაუნდა იზიდავს. ყოველთვის ასე ხდება. ის ნამდვილად არაა პირველი და არც უკანასკნელი იქნება მერწმუნეთ. ხმა ისეთი ტკბილია, ისე ლამაზად მღერის იქ ზღვაში რაღაც თუ ვიღაც..მან რა თქმა უნდა იცის ამ სანაპიროზე, ასეთ დროს, გასული ბევრი უნახავთ, მოსული არავინ. იცის ეს და მოჯადოებული შეაბიჯებს წყალში. მთვარის შუქი ზუსტად იმ ადგილს ეცემა, საიდანაც ეს ჯადოსნური ხმა მოლივლივებს, კაშკაშებს თითქოს წყალი იქ და ხედავს თეთრი, ადამიანის მსგავსი სილუეტი ამომართულა წყლიდან. უკვე სწრაფად მიცურავს მისკენ, თითქმის ხელისგაწვდენაზეღაა და ამჩნევს: მხრებზე ჩამოშლილი ოდნავ ხვეული შავი თმა ზღვის მარგალიტებით მოურთავს, გამჭოლი მზერით პირდაპირ თვალებში უყურებს და მისი თვალები პარადოქსია , მაგრამ ხან ზურმუხტივით მწვანეა და ხან ნახშირივით შავი. ეს არის შიშველი ქალი, გინდა ავსული, მაღალი, კოხტად მოღერებული ყელით, სისხლივით წითელი,პატარა ტუჩებით, ისე უჭირავს თავი წყალზე თითქოს აქ იყოს გაზრდილი. თითქოსო? ვაჟის მზერას მისი მკერდი იტაცებს, პატარა, მკვრივი ძუძუსთავებით, ალმასებივით რომ დამსხდარან და გამომწვევად ელიან შეხებას. ქალი ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზია...იდეალური ქმნილებაა და თითით უხმობს თავისკენ ვაჟს. დამცინავი ღიმილი უთამაშებს სახეზე. -ქალთევზა მაჩუქე შენი ერთი კოცნა, თუნდაც ერთი და მერე...-ჩურჩულებს თუ გულში ფიქრობს ვაჟი და მიაპობს წყალს. ის აუცილებლად დაიღუპება და ალბათ ხვდებით, არ იქნება პირველი მსხვერპლი და არც უკანასკნელი. ასეა ზოგადად, გზააბნეულებს თავდავიწყება ითრევს და ღუპავს. შველა არ არსებობს და არც იქნება არსაიდან. მხრებზე ეხება და თავისკენ იზიდავს ქალს, გინდათ ავსულს, მის თეთრ, გლუვ კანს გრძნობს თითებში, ძალაუნებურად მიიწევს მისი სისხლივით წითელი ტუჩებისკენ და როცა ტუჩებზე ტუჩებით ეხება მთელ ტანში ელექტროდენივით უვლის, ისეთი ნეტარებაა, ეს ხომ ყველაფრად ღირს, ყველაფრად. ქალის, გინდათ თევზის, სხმარტალა სხეული მის მკლავებში ექცევა , მისი ქერცლით დაფარული კუდი ტანზე ეხვევა და გრძნობს, ნელა, ძალიან ნელა როგორ ითრევს ფსკერისკენ. არც კი ცდილობს წინაამღდეგობის გაწევას.
ნებივრად გადაწოლილ შიშველ სხეულს უკოცნის ვაჟი ქალს. ქალი კი, თვალებს არ ახელს ისე ეჩურჩულება: -გადამხადე საბანი გთხოვ, მნახე მთლიანად... -ეს სამყარო არარეალურია ძვირფასო, ვინ ხარ შენ, იცი ვინ ხარ? -ჩვენ ილუზიებში ვცხოვრობთ. გადამხადე... რა საჭიროა, ვაჟმა ხომ ისედაც იცის , ძალიან კარგად ახსოვს წუხანდელი სიგიჟე და ზუსტად იცის მის წინ ქალთევზა წევს, რომელიც სულ მალე უფსკრულისკენ ჩაითრევს.
აგვისტო. 2012.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ძალიან არალეარულია, მაგრამ იდეა მომეწონა. მირაჟს გავს. ჩემგან +5 ძალიან არალეარულია, მაგრამ იდეა მომეწონა. მირაჟს გავს. ჩემგან +5
21. მგონი გავიგე, მაგრამ პირადად თუ ამიხსნის ავტორი ამ ნაწარმოების აზრს, კარგი იქნება. მაინტერესებს, სწორად გავიგე თუ არა. მომწონს, რომ შენს ნაწარმოებებში არასოდეს არ დევს აზრი ზედაპირზე, ყოველთვის ჩაღრმავება სჭირდება. ამიტომ გკითხულობ ნელ-ნელა.:) მგონი გავიგე, მაგრამ პირადად თუ ამიხსნის ავტორი ამ ნაწარმოების აზრს, კარგი იქნება. მაინტერესებს, სწორად გავიგე თუ არა. მომწონს, რომ შენს ნაწარმოებებში არასოდეს არ დევს აზრი ზედაპირზე, ყოველთვის ჩაღრმავება სჭირდება. ამიტომ გკითხულობ ნელ-ნელა.:)
19. წავიდა ქალთევზა, სხვა ნაპირზე გაცურა... წავიდა ქალთევზა, სხვა ნაპირზე გაცურა...
18. კარგია. ამის კითხვისას გამახსენდა აროგორ აცდუნებდა ოდისევს სირინოზი. კარგია. ამის კითხვისას გამახსენდა აროგორ აცდუნებდა ოდისევს სირინოზი.
17. წავიკითხე თქვენი ორივე ნაწარმოები.მომეწონა.რაც შეეხება პონჩიკების გახვევას დაე...პონჩიკებმა ერთი ამბავი გამახსენა.ერთ ერთი თეატრის მარკეტინგის მენეჯერი ვარ,სკოლაში სპექტაკლის ანოტაციას ვკითხულობ.მაწყვეტინებს სკოლის დირექტორი და სიცილით მეუბნება:-იცით, რა მითხრა მოსწავლემ?მასწავლებელო ბილეთის ყიდვას, მაგ ფასად ხუთ ცალ პონჩიკს ვიყიდიო... იმის შემდეგ იმ სკოლაში აღარ შევსულვარ. წავიკითხე თქვენი ორივე ნაწარმოები.მომეწონა.რაც შეეხება პონჩიკების გახვევას დაე...პონჩიკებმა ერთი ამბავი გამახსენა.ერთ ერთი თეატრის მარკეტინგის მენეჯერი ვარ,სკოლაში სპექტაკლის ანოტაციას ვკითხულობ.მაწყვეტინებს სკოლის დირექტორი და სიცილით მეუბნება:-იცით, რა მითხრა მოსწავლემ?მასწავლებელო ბილეთის ყიდვას, მაგ ფასად ხუთ ცალ პონჩიკს ვიყიდიო... იმის შემდეგ იმ სკოლაში აღარ შევსულვარ.
16. მოვიწონე ...
+ მოვიწონე ...
+
15. დავწერ აქ ჩემს ჰაზრს კომენტარებთან დაკავშირებით :) დონკიხოტის და სმიტის კამათი იყო ძალიან საინტერესო. ბენჟამენ მესმის რუსალკა-ქალთევზა და სირინოზზე რას იტყვი? :))) ლელე :)))) არმენ, გააჩნია შენ რა ასაკის ადამიანს უწოდებ ახალგაზრდას :))) ნინკი ჩუ. თენგიზ დაიკიდე და მოგეშვება :) ჰოო ქეთ... მუხა, ია ჯიათელი და ყველას ვინც წაიკითხა მადლობები.
დავწერ აქ ჩემს ჰაზრს კომენტარებთან დაკავშირებით :) დონკიხოტის და სმიტის კამათი იყო ძალიან საინტერესო. ბენჟამენ მესმის რუსალკა-ქალთევზა და სირინოზზე რას იტყვი? :))) ლელე :)))) არმენ, გააჩნია შენ რა ასაკის ადამიანს უწოდებ ახალგაზრდას :))) ნინკი ჩუ. თენგიზ დაიკიდე და მოგეშვება :) ჰოო ქეთ... მუხა, ია ჯიათელი და ყველას ვინც წაიკითხა მადლობები.
14. მე ვერაფელი გევიგე. მარა აროუშავს. ზატო მაგარიაო აგერ პუბლიკამ. მე ვერაფელი გევიგე. მარა აროუშავს. ზატო მაგარიაო აგერ პუბლიკამ.
12. ეს კარგი და ზორრო, მოიხსენი გიღაბი.
: ) ეს კარგი და ზორრო, მოიხსენი გიღაბი.
: )
11. ნორმალური პროზაა, მომეწონა. ავტორი ახლაგაზრდა ჩანს, თანდათან უკეთაც დაწერს. 5 ნორმალური პროზაა, მომეწონა. ავტორი ახლაგაზრდა ჩანს, თანდათან უკეთაც დაწერს. 5
10. სმიტს ვეთანხმები, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როცა მიმზიდველს მომაკვდინებელს უწოდებს :) სმიტს ვეთანხმები, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როცა მიმზიდველს მომაკვდინებელს უწოდებს :)
9. "ქალთევზა" -ზე არსებობს სხვადასხვა ლეგენდა .
ლექსიც იდო, არ მახსოვს ნიკი.
არის საინტერესო პროზა!
"ქალთევზა" -ზე არსებობს სხვადასხვა ლეგენდა .
ლექსიც იდო, არ მახსოვს ნიკი.
არის საინტერესო პროზა!
8. შეთანხმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრები აშკარად არ ემთხვევა ერთმანეთს =)
მომიტევეთ, ზორო, დაგტოვებთ =))
ჰო, მართლა,თქვენი თეთრი ცხენი თავლაში გიცდით და იმასშვრება =)))) შეთანხმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრები აშკარად არ ემთხვევა ერთმანეთს =)
მომიტევეთ, ზორო, დაგტოვებთ =))
ჰო, მართლა,თქვენი თეთრი ცხენი თავლაში გიცდით და იმასშვრება =))))
7. mrs.smith.
შევთანხმდით და ეგაა! :)) mrs.smith.
შევთანხმდით და ეგაა! :))
6. აჰ, დონ =)
მიმზიდველობაში მთავარი ისაა, რომ მომაკვდინებელია. აჰ, დონ =)
მიმზიდველობაში მთავარი ისაა, რომ მომაკვდინებელია.
5. mrs.smith.
მთავარი ისაა, რომ ოქროს შუალედს არ გასცდეს ადამიანი. უნდა ახსოვდეს, რომ ის უბრალო მოკვდავია:) ამოუცნობში და მის მიღმა "შეჭყიტვა", ერთეულთა ხვედრია: ნათელმხილველების (აქ კაკულიასნაირებს არ ვგულისხმობ! :D). თუ ეს ძალა არააქვს ადამიანს, მაშინ უნდა ერიდოს სიღრმეებს, რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს ის. :) mrs.smith.
მთავარი ისაა, რომ ოქროს შუალედს არ გასცდეს ადამიანი. უნდა ახსოვდეს, რომ ის უბრალო მოკვდავია:) ამოუცნობში და მის მიღმა "შეჭყიტვა", ერთეულთა ხვედრია: ნათელმხილველების (აქ კაკულიასნაირებს არ ვგულისხმობ! :D). თუ ეს ძალა არააქვს ადამიანს, მაშინ უნდა ერიდოს სიღრმეებს, რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს ის. :)
4. წითელი ხელი რათ უნდა? :))
კიდევ ვერ გავიგე მეორე დღის ამბავი
წითელი ხელი რათ უნდა? :))
კიდევ ვერ გავიგე მეორე დღის ამბავი
3. ამოუცნობი რამ, ყოველთვის იზიდავს ადამიანს. მაგრამ, როგორც წესი, მინიმალურით კმაყოფილდება, თუკი ამ ამოუცნობს, ზედმეტად ახლოს მიუახლოვდა - მალევე ივიწყებს მთავარს და იღუპება.<< და რა არის მთავარი, დონ? =)
იყო უზუსტობები, შეცდომები, მაგრამ ეტყობა ექსტაზი. (თუ შეიძლება, ასე ითქვას) ამოუცნობი რამ, ყოველთვის იზიდავს ადამიანს. მაგრამ, როგორც წესი, მინიმალურით კმაყოფილდება, თუკი ამ ამოუცნობს, ზედმეტად ახლოს მიუახლოვდა - მალევე ივიწყებს მთავარს და იღუპება.<< და რა არის მთავარი, დონ? =)
იყო უზუსტობები, შეცდომები, მაგრამ ეტყობა ექსტაზი. (თუ შეიძლება, ასე ითქვას)
2. ძალიან კარგია ზორო!მხოლოდ ერთი რაიმე მინდა ვთქვა გულისწყვეტით;-
-აქ ,,ქალთეზა''აშკარად აგებს -,,რუსალკა''-სთან.
პროზა კი მშვენიერია--++ ძალიან კარგია ზორო!მხოლოდ ერთი რაიმე მინდა ვთქვა გულისწყვეტით;-
-აქ ,,ქალთეზა``აშკარად აგებს -,,რუსალკა``-სთან.
პროზა კი მშვენიერია--++
1. ამოუცნობი რამ, ყოველთვის იზიდავს ადამიანს. მაგრამ, როგორც წესი, მინიმალურით კმაყოფილდება, თუკი ამ ამოუცნობს, ზედმეტად ახლოს მიუახლოვდა - მალევე ივიწყებს მთავარს და იღუპება. :) ეს ისე... ხმამაღლა გამეფიქრა :)
ამოუცნობი რამ, ყოველთვის იზიდავს ადამიანს. მაგრამ, როგორც წესი, მინიმალურით კმაყოფილდება, თუკი ამ ამოუცნობს, ზედმეტად ახლოს მიუახლოვდა - მალევე ივიწყებს მთავარს და იღუპება. :) ეს ისე... ხმამაღლა გამეფიქრა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|