წითელ სახლში ვცხოვრობდი, ძველი აგურებისგან, ჩემი ფანჯრის ჩარჩოში მომემწყვდია ქალაქი, ვიჯექი და ვადგენდი უსასრულო რებუსებს, და სამელნის მაგიერ – იორიკის ქალა კი, მე ვიყავი გულგრილი, მაშინ როცა ესროდნენ წვიმები და სეტყვები ჩემი სახლის სახურავს. მე ვიყავი გულგრილი, როგორც სიტყვა „ესოდენ“ და ვიყავი ამაყი, როგორც „დაიმსახურა“.
მქონდა ერთი ფანჯარა და ქალაქი ისევე ისე იხატებოდა, როგორც ბნელი დარბაზი. და მიყვარდა ყურება, მეფე როცა იქცევა სინათლის და სიბნელის, ან ჭადრაკის დაფაზე.
მე მიყვარდა ფანჯრებში, ანდა სადმე ყურება, და იმისი მოსმენა, მტვერი როგორ ედება თეთრი კარის ჭრიალს ან ჭრიალს საფეხურების, დარჩენილი, წიგნების გადაკეცილ გვერდებად.
მაგრამ ერთხელ დადგება ამინდების ხარხარი, რაკი გადის ყოველი, უცილობლად გავა დღე, დღე, რომელშიც ვიყავი სველი ფანჯრის სხვა მხარეს და ჩავამსხვრებ ფანჯარას, ან უბრალოდ გავაღებ.
სახლი იდგა წითელი, მახსოვს ერთხელ შორიდან, მხოლოდ ერთხელ შევხედე და დავტოვე იმ დილით, როცა უცებ ისეთი თეთრი თოვლი მოვიდა, თითქოს ანგელოზებმა გადაწყვიტეს სიკვდილი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ლამაზია. წარმატებები! ლამაზია. წარმატებები!
15. მშვენიერია.. ჩავიმღერე თითქოს...+5 მშვენიერია.. ჩავიმღერე თითქოს...+5
14. საინტერესოა... წარმატებები! საინტერესოა... წარმატებები!
13. ერთი ამოსუნთქვით კი არა, სუნთქვაშეკრული რომ ჩაყვები თავიდან ბოლომდე ისეთია და "ჩავამსხვრებ ფანჯარას, ან უბრალოდ გავაღებ." ძალიან მაგარიაააააააააააააა!!! ერთი ამოსუნთქვით კი არა, სუნთქვაშეკრული რომ ჩაყვები თავიდან ბოლომდე ისეთია და "ჩავამსხვრებ ფანჯარას, ან უბრალოდ გავაღებ." ძალიან მაგარიაააააააააააააა!!!
12. ძალიან ლამაზია ++ ძალიან ლამაზია ++
11. გმადლობა:) გაიხარეთ:) (და მოკითხვა ზაზას რა თქმა უნდა:)) გმადლობა:) გაიხარეთ:) (და მოკითხვა ზაზას რა თქმა უნდა:))
10. კარგი ლექსია! მიყვარს ეს რიტმი!.. მოკითხვა მინდიას 2+ კარგი ლექსია! მიყვარს ეს რიტმი!.. მოკითხვა მინდიას 2+
9. "სახლი იდგა წითელი, მახსოვს ერთხელ შორიდან, მხოლოდ ერთხელ შევხედე და დავტოვე იმ დილით, როცა უცებ ისეთი თეთრი თოვლი მოვიდა, თითქოს ანგელოზებმა გადაწყვიტეს სიკვდილი."
მართლა კარგია. ყოჩაღ მინდია. "სახლი იდგა წითელი, მახსოვს ერთხელ შორიდან, მხოლოდ ერთხელ შევხედე და დავტოვე იმ დილით, როცა უცებ ისეთი თეთრი თოვლი მოვიდა, თითქოს ანგელოზებმა გადაწყვიტეს სიკვდილი."
მართლა კარგია. ყოჩაღ მინდია.
6. ძლივს წავიკითხე კარგი ლექსი
5 ძლივს წავიკითხე კარგი ლექსი
5
4. ძალიან კარგად დაიწყო და....ამიტომ უფრო უკეთესს ველოდი...:) +3 ძალიან კარგად დაიწყო და....ამიტომ უფრო უკეთესს ველოდი...:) +3
3. მე მესმის ხოლმე:) მე მესმის ხოლმე:)
2. ძალზე უცნაური გადასვლებია... ფანჯარას ამსხვრევენ თუ მინას? მტვერი როგორ ედება ეს თუ გესმის... ყოჩაღ. ნუ, რას დაწერ შენი საქმეა, მაგრამ მე მგონი , ცოტა რეალობასთან ახლოს სჯობია. წარმატებები. ძალზე უცნაური გადასვლებია... ფანჯარას ამსხვრევენ თუ მინას? მტვერი როგორ ედება ეს თუ გესმის... ყოჩაღ. ნუ, რას დაწერ შენი საქმეა, მაგრამ მე მგონი , ცოტა რეალობასთან ახლოს სჯობია. წარმატებები.
1. მომეწონა აქ 3+ ვტოვებ მომეწონა აქ 3+ ვტოვებ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|