- ვინ არის ეს სასიამოვნო ახალგაზრდა თეკლე? - ნაცნობია, თინა დეიდა, ჩემთან იყო, როცა წავიქეცი და ფეხი მოვიტეხე - უსირცხვილოდ ვიცრუე მე. იმ ღამეს ძალიან მტკიოდა ფეხი. ყველანაირი დამაყუჩებელი დავლიე. ბაქარზე ფიქრი არ მტოვებდა. უბრალოდ, ადამიანური მოვალეობის გამო გაჩერდა საღამომდე, თუ... მოვეწონე? იმ სამი დღის შემდეგ დამთავრდება მისი გულმოწყალება თუ... როგორც იქნა , გათენდა. თინა დეიდამ მასაუზმა. -ახლა ჩემებს შევუვლი თეკლე. მერე სამსახურში უნდა წავიდე. დღეს მოკლე სამუშაო დღეა და ნაშუადღევისთვის მოვალ. საჭმელი დაგიტოვო რამე? -არა, თინა დეიდა. საღამომდე არაფერი მინდა. გარედან დაკეტეთ და გასაღები წაიღეთ. თინა დედა წავიდა . ტელევიზორი ჩავრთე. რუსულ არზე მელოდრამა ვიპოვე. აი, შეყვარებულმა სიურპრიზი მოუწყო გოგონას, მოულოდნელად აგარაკზე ჩააკითხა... ახლა რომ ბაქარი მოვიდეს...სისულელეა. ტელეფონის ნომერიც კი არ უკითხავს, რომ დაერეკა...მოკითხვას ვინ იტყვის... ჩამძინებია. შემოსასვლელი კარის გაღებამ გამაღვიძა. საათს შევხედე. ორი დაწყებულა. - თინა დეიდა, ასე ადრე როგორ გამოგიშვეს? - გავძახე. არავინ მიპასუხა. - თინა დეიდა! კარში ჯერ მინდვრის ყვავილების ულამაზესი თაიგული გამოჩნდა, შემდეგ მომღიმარი ბაქარი. - თქვენ? გასაღები საიდან? - ვეცადე სიხარულის ნოტები არ შეემჩნია. -ოო, მე ჯადოქარი ვარ. ვინატრე და გავაჩინე. როგორ ხართ თეკლე? -ბაქარმა თაიგული კარადაზე მდგარ ლარნაკში ჩადო, ხილით სავსე პარკი სკამზე და ჩემთან ჩამოჯდა. - არა, მართლა, გასაღები საიდან?- გავიმეორე შეკითხვა. - გუშინ თინა დეიდასთან ჩემი მობილურით არ დარეკე? დილით შევეხმიანე, რომ გამეგო, როგორ იყავი. რომ გავიგე მარტოდ მარტო, თან ჩაკეტილი იყავი, დასახსნელად გამოვეშურე. გეწყინა ჩემი მოსვლა? - არა, არა, რას ამბობთ. უბრალოდ, რატომ შეწუხდით? - მივუგე მე. შენობით მომართვამაც მასიამოვნა... - დილით თათიას საფლავზე ვიყავი. დღესაც ისეთივე სიცივე და სიცარიელეა, როგორც გუშინ. ის ადგილიც დავათვალიერე. რა მინდოდა, რაზე ვაბრუნებდი მანქანას? არ ეტეოდა თუ? ან , როგორ ვერ შეგამჩნიე? თუმც, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასე რომ არ მომხდარიყო, ხომ ვერ გაგიცნობდი? საუბარში ბაქარმა იმდენი კურიოზი გაიხსენა მისი და მისი მეგობრების პრაქტიკიდან, სტუდენტობიდან, არც კი მიგრძვნია ისე გახდა ექვსი საათი. თინა დეიდამ რომ შემოგვაკითხა ცხელ საჭმლიანი ქვაბით, უკვე დიდი ხნის მეგობრებივით ვხალისობდით. მან არც ბაქარი გაუშვა და ორივემ ერთად ვისადილეთ ჩემს საწოლთან. კვირასაც მოვიდა ბაქარი. ისევ საღამომდე დარჩა. - თეკლე, ხვალ დილის სმენაში ვმუშაობ, სამისთვის მოგაკითხავ და ექიმთან წავიდეთ. - ასე როგორ შეგაწუხოთ? მე და თინა დეიდა წავალთ... - კარგი რა , თეკლე. ვინ გაგიყვანს? ხომ გაგიგია, "ძაღლი ვინაც მოკლა, იმანვე გადაათრიოსო"? როგორც იქნა , გახდა სამი. ბაქარმა ისევ ციმციმ გამიყვანა გარეთ. - გამიმართლა, მოდელის წონა რომ გაქვს, თორემ...- გამიცინა ბაქარმა. - ყველაფერი კარგადაა, შეგიძლიათ სახლში ყავარჯნებით იაროთ, ოღონდ არ გადატვირთოთ მეორე ფეხი.- მითხრა ექიმმა. ბაქარს მგონი ჩემზე მეტად გაუხარდა . - ეს უნდა ავღნიშნოთ თეკლე. რესტორანში გეპატიჟები. - მე? რესტორანში? ასეთ მდგომარეობაში? - მერე რაა? საავადმყოფოში თუ შეგიყვან-გამოგიყვანე, რესტორანში ვერ შევძლებ? ოღონდ, ჯერ გავარკვიო, ადგილი თუ არის. მან მანქანა სადგომზე დააყენა და გადავიდა. მალევე დაბრუნდა. - ყველაფერი რიგზეა. ადგილები არის. წავედით. საღამომდე იქ ვისხედით. ეს ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. შებინდდა. ჯერ თინა დეიდამ დამირეკა, მერე მერიმაც. - გოგო, ეს რა მოგსვლია, ჩემი სიკვდილი, რამ წაგაქცია ასე. ახლა სად ხარ? მალე მოხვალთ? ახლახან ჩამოვედი და ზურამ მითხრა . - ტყვიამფრქვევივით მიაყოლა მან. -მალე მოვალთ მერი, გაგაგებინებ და იქ ვისაუბროთ. წავიდეთ, ბაქარ, ღამდება, თქვენც უნდა დაისვენოთ. - მე შენთანაც მშვენივრად ვისვენებ. კარგი, წავიდეთ, ოღონდ, ერთი თხოვნა უნდა შემისრულო. მე გაკვირვებით შევხედე. - ნუ მომმართავ თქვენობით. უკვე რამდენი ხნის ნაცნობები ვართ, სირცხვილიცაა - ღიმილით მითხრა ბაქარმა. - ხოო... ოთხი დღის. - მეტის არა? ასე მგონია, ოთხი წელია გიცნობ. გამეცინა, გულში კი დავეთანხმე ბაქარს, მეც ისე ვგრძნობდი მასთან თავს, როგორც დიდი ხნის ნაცნობთან. - გთხოვ, თეკლე. - კარგით... კარგი, ბაქარ, წავიდეთ. ამ ერთი თვის მანძილზე მომვლელები და მნახველები არ მომკლებია. თურმე, რამდენ ვიღაცას ვუყვარვარ. მე კი არ მცოდნია. ბაქარი თითქმის ყოველ დღე მოდიოდა, ან დილით, ან საღამოს, იმის მიხედვით, რომელ სმენაში მუშაობდა. ამ ერთი თვის განმავლობაში ყვავილები არ დამჭკნარა ჩემს ლარნაკში, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს მოჰქონდა ახალი თაიგული. ზეგ მთავრდება ერთი თვე. თაბაშირს მომხსნიან, ცოტა ხანი ალბათ რეაბილიტაციას დასჭირდება. შემდეგ? როგორ შევეჩვიე ბაქარს... რომ ვერ მოდის, ის დღე დღედ არ ითვლება ჩემთვის. ჩემი სულის ნაწილად იქცა. ალბათ ესაა სიყვარული, ნამდვილი სიყვარული. რას იზამს ბაქარი? მოვალეობის გამო იქცევა ასე თუ... მასაც ვუყვარვარ? იქნებ მოვწონვარ და... საყვარლად ვუნდივარ?! არა, არა და არა.... ბაქარი ასეთი არაა. ვუყვარვარ? ცოლად ვუნდივარ?...ბავშვი რას იზამს?... ფიქრები ქაოსურად ირევიან... ვნახოთ, ზეგინდელი დღე ალბათ რაღაცნაირად გარკვეულობას შემოიტანს ჩვენს ურთიერთობაში... იქნებ, სასაფლაოზეც შეიძლება ბედნიერების პოვნა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მე მომეწონა,მაგრამ ცოტა არ იყოს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამიტოვა :) თუმცა ესე უფრო საინტერესოა :* მე მომეწონა,მაგრამ ცოტა არ იყოს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამიტოვა :) თუმცა ესე უფრო საინტერესოა :*
10. გმადლობთ რჩევებისთვის. აზგო, ვეცდები გავითვალისწინო. მუხა, ვიფიქრებ გაგრძელებაზე:) ასე, საიტელთა რჩევით გავაგრძელე ერთი მოთხრობაც " მე ოცდაერთისა ვარ, ის კი მხოლოდ ჩვიდმეტის". გაიხარეთ. გმადლობთ რჩევებისთვის. აზგო, ვეცდები გავითვალისწინო. მუხა, ვიფიქრებ გაგრძელებაზე:) ასე, საიტელთა რჩევით გავაგრძელე ერთი მოთხრობაც " მე ოცდაერთისა ვარ, ის კი მხოლოდ ჩვიდმეტის". გაიხარეთ.
9. მომეწონა! რა თქმა უნდა ყველგან შეიძლება ბედნიერების პოვნა გააჩნია ვინ რას გულისხმობს ბედნიერებაში და რა გზით, ზოგი სახლიდან გაუსვლელად,, [ვგულისხმობ მოძრაობა შეზღუდულ ადამიანებს) პოულობს ბედნიერებას.
კარგი იქნებოდა გაგეგრძელებინა და ის ხვალინდელი დღე დაგვენახა, ეწვია თუ არა ბედნიერება, ან სიყვარული თეკლეს,? დღეს ისეა მოჭარბებული ინმორმაცია, რომ მკითხველს ნაკლები დრო რჩება, დაუმთავრებელ ნაწარმოებზე იმტვრიოს თავი და სხვისი ბედი გადაწყვიტოს საკუთარი მოსაზრებებით..
მომეწონა! რა თქმა უნდა ყველგან შეიძლება ბედნიერების პოვნა გააჩნია ვინ რას გულისხმობს ბედნიერებაში და რა გზით, ზოგი სახლიდან გაუსვლელად,, [ვგულისხმობ მოძრაობა შეზღუდულ ადამიანებს) პოულობს ბედნიერებას.
კარგი იქნებოდა გაგეგრძელებინა და ის ხვალინდელი დღე დაგვენახა, ეწვია თუ არა ბედნიერება, ან სიყვარული თეკლეს,? დღეს ისეა მოჭარბებული ინმორმაცია, რომ მკითხველს ნაკლები დრო რჩება, დაუმთავრებელ ნაწარმოებზე იმტვრიოს თავი და სხვისი ბედი გადაწყვიტოს საკუთარი მოსაზრებებით..
8. მანანა, მელოდრამას ან "სასიყვარულო" ტექსტს როცა წერ, მაშინ ემოციები რაც შეიძლება მძაფრად და მკვეთრად უნდა იყოს გახსნილი. ( ამის ერთერთი ძირითადი შემადგენელია სახის მიმიკის "მონიტორინგი" და ამ ხალხს სახის ნაკვთები თუ აქვთ საერთოდ? ) აქ მხოლოდ მოვლენების ჩამონათვალია და ისიც ფინალის გარეშე. მოკლედ, ჩემი აზრით, ეს ჯერ რაღაცის მონახაზია უბრალოდ. მანანა, მელოდრამას ან "სასიყვარულო" ტექსტს როცა წერ, მაშინ ემოციები რაც შეიძლება მძაფრად და მკვეთრად უნდა იყოს გახსნილი. ( ამის ერთერთი ძირითადი შემადგენელია სახის მიმიკის "მონიტორინგი" და ამ ხალხს სახის ნაკვთები თუ აქვთ საერთოდ? ) აქ მხოლოდ მოვლენების ჩამონათვალია და ისიც ფინალის გარეშე. მოკლედ, ჩემი აზრით, ეს ჯერ რაღაცის მონახაზია უბრალოდ.
7. გმადლობთ, მეგობრებო. კახა, ზუსტად გახსენით კვანძი:) თამარ, ვინაც როგორ უნდა ისე დაამთავროს ეს მოთხრობა, თავისი მოსაზრებით, ანუ , მკითხველიც თანაავტორად მყავს:) გმადლობთ, მეგობრებო. კახა, ზუსტად გახსენით კვანძი:) თამარ, ვინაც როგორ უნდა ისე დაამთავროს ეს მოთხრობა, თავისი მოსაზრებით, ანუ , მკითხველიც თანაავტორად მყავს:)
6. თეკლეს ბედნიერება უნდა როგორც ყველა ქალს. მანანამ კარგად დახატა ის ლტოლვა რასაც თეკლე განიცდის. ნაწარმოების ბოლო ფრაზაზე გამახსენდა გალაკტიონის " მესაფლავე". გახსოვთ ალბათ მათი უადგილო სიყვარული. უადგილო, თუკი საერთოდ შეიძლება სიყვარულს ადგილი ჰქონდეს . მესაფლავეს პერსონაჟებს ამის გამო მკითხველი კიცხავს. აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა. დადებითად იღებს მკითხველი თეკლეს ლტოლვას ბედნიერებისაკენ, დადებითად იღებს მკითხველი ნაწარმოების ბოლო, რიტორიკულ ფრაზას. როდესაც პირველ და მეორე ნაწილს ვკითხულობდი, ვფიქრობდი თუ როგორ უნდა დასრულებულიყო ეს ისტორია, დიახაც ესე უნდა დასრულებულიყო. აქ არ შეიძლებოდა კონკრეტული ფინალი, რადგან ეს რომანი არ არის და მისი მოცულობა კი პატარაა. მანანამ სწორედ გათვალა ზოგადად ლიტერატურული საიტის მინუსი და ფინალიც ამიტომ მივიღეთ ასეთი. ( მოგეხსენებათ კომპიუტერში ძნელია ვრცელი მოცულობის ტექსტის კითხვა) ნაწარმოები დამთავრდა მაგრამ მან ჩვენში, - მკითხველში იცოცხლა და თვითოეულმა ჩვენთაგანმა დავამთავრეთ იგი. პირველ ნაწილში ბაქარის ქცევა არადამაჯერებელი იყო, იყო ეპიზოდები სადაც მის უხეშ ხასიათს წავაწყდი, თუმცა ზუსტად იქ , ბოლომდე ვერ გავერკვიე მას ასეთი ხასიათი ჰქონდა თუ უბრალოდ დაბნეული იყო და ასე იმიტომ უხეშობდა. ეს ადგილი ცოტა არადამაჯერებლად მომეჩვენა. ეხლა კი როცა ასეთი ფინალი მივიღეთ, შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება. - თუკი ბაქარს ასეთი ხასიათი აქვს მაშინ ის არ დაბრუნდება. ხოლო თუ მისი მაშინდელი ქცევა, და სიტყვა პასუხი გამოწვეული იყო დაბნეულობით, მაშინ ბაქარი დაბრუნდება დიდი ალბათობით, და თეკლეს კიდევ ერთი ბედნიერება ეწვევა. მადლობა მანანა, ნიჭიერი, და შემდგარი მწერალი ხართ. თეკლეს ბედნიერება უნდა როგორც ყველა ქალს. მანანამ კარგად დახატა ის ლტოლვა რასაც თეკლე განიცდის. ნაწარმოების ბოლო ფრაზაზე გამახსენდა გალაკტიონის " მესაფლავე". გახსოვთ ალბათ მათი უადგილო სიყვარული. უადგილო, თუკი საერთოდ შეიძლება სიყვარულს ადგილი ჰქონდეს . მესაფლავეს პერსონაჟებს ამის გამო მკითხველი კიცხავს. აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა. დადებითად იღებს მკითხველი თეკლეს ლტოლვას ბედნიერებისაკენ, დადებითად იღებს მკითხველი ნაწარმოების ბოლო, რიტორიკულ ფრაზას. როდესაც პირველ და მეორე ნაწილს ვკითხულობდი, ვფიქრობდი თუ როგორ უნდა დასრულებულიყო ეს ისტორია, დიახაც ესე უნდა დასრულებულიყო. აქ არ შეიძლებოდა კონკრეტული ფინალი, რადგან ეს რომანი არ არის და მისი მოცულობა კი პატარაა. მანანამ სწორედ გათვალა ზოგადად ლიტერატურული საიტის მინუსი და ფინალიც ამიტომ მივიღეთ ასეთი. ( მოგეხსენებათ კომპიუტერში ძნელია ვრცელი მოცულობის ტექსტის კითხვა) ნაწარმოები დამთავრდა მაგრამ მან ჩვენში, - მკითხველში იცოცხლა და თვითოეულმა ჩვენთაგანმა დავამთავრეთ იგი. პირველ ნაწილში ბაქარის ქცევა არადამაჯერებელი იყო, იყო ეპიზოდები სადაც მის უხეშ ხასიათს წავაწყდი, თუმცა ზუსტად იქ , ბოლომდე ვერ გავერკვიე მას ასეთი ხასიათი ჰქონდა თუ უბრალოდ დაბნეული იყო და ასე იმიტომ უხეშობდა. ეს ადგილი ცოტა არადამაჯერებლად მომეჩვენა. ეხლა კი როცა ასეთი ფინალი მივიღეთ, შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება. - თუკი ბაქარს ასეთი ხასიათი აქვს მაშინ ის არ დაბრუნდება. ხოლო თუ მისი მაშინდელი ქცევა, და სიტყვა პასუხი გამოწვეული იყო დაბნეულობით, მაშინ ბაქარი დაბრუნდება დიდი ალბათობით, და თეკლეს კიდევ ერთი ბედნიერება ეწვევა. მადლობა მანანა, ნიჭიერი, და შემდგარი მწერალი ხართ.
5. ასეა მანანა,გენაცვალე.ნამდვილად ყველგან შეიძლება ბედნიერების პოვნა.
თეკლესაც სია მოვნებით ვადევნებდი თვალს.
+2+ ასეა მანანა,გენაცვალე.ნამდვილად ყველგან შეიძლება ბედნიერების პოვნა.
თეკლესაც სია მოვნებით ვადევნებდი თვალს.
+2+
4. იცი, რა შთაბეჭდილება დამრჩა? აი, ცხელ, გემრიელ ყავას რომ მოგიხარშავენ, მერე დალევას დაიწყებ და... უცებ ყავას ხელიდან გაცლიან, შენ კი სადღაც მიჰყავხართ...
მოკლედ, თუ მოგვიხარშე ეს კარგი ყავა, ბოლომდეც დაგვალევინე, არ შეიძლება? ასე, შუა გზაში, რომ მიგვატოვებინე! :))))) იცი, რა შთაბეჭდილება დამრჩა? აი, ცხელ, გემრიელ ყავას რომ მოგიხარშავენ, მერე დალევას დაიწყებ და... უცებ ყავას ხელიდან გაცლიან, შენ კი სადღაც მიჰყავხართ...
მოკლედ, თუ მოგვიხარშე ეს კარგი ყავა, ბოლომდეც დაგვალევინე, არ შეიძლება? ასე, შუა გზაში, რომ მიგვატოვებინე! :)))))
3. მეგონა შენი ყველა მოთხრობა წაკითხული მქონდა,თურმე სულ ტყუილა მეგონა :) :* მეგონა შენი ყველა მოთხრობა წაკითხული მქონდა,თურმე სულ ტყუილა მეგონა :) :*
2. ველოდებოდი დიდი ინერესით, მომეჩვენა რომ კვანძი ბოლომდე არ გაიხსნა მაგრამ ვფიქრობ ამის გამო უფრო საინერესო გახდა ნაწარმოები და ინერპრეტაციის საშუალება მოგვცა ველოდებოდი დიდი ინერესით, მომეჩვენა რომ კვანძი ბოლომდე არ გაიხსნა მაგრამ ვფიქრობ ამის გამო უფრო საინერესო გახდა ნაწარმოები და ინერპრეტაციის საშუალება მოგვცა
1. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე წაიკითხა და უგულშემატკივარა თეკლეს. ველი თქვენს შენიშვნებს. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე წაიკითხა და უგულშემატკივარა თეკლეს. ველი თქვენს შენიშვნებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|