ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2012


წარსულის აღლუმი

აღლუმს  წარსული  ზღვის  ნაპირთან  ვერ  ჩაგვაბარებს..
ასეა  ახლაც,  შორეული  ტანდემა  გვერთვის.
ცხრაკლიტულებით  გონებაში  ვახშობთ  დარაბებს,
ბჭობს  ისევ  კაცი  და  ზეციდან  იცინის  ღმერთი.

ახლა  ნამდვილი  ღრეობა  აქვთ  კვადრატებს  მიწის..
გალაკტიონის  მესაფლავე  გლოვობს  ლოდებთან;
ყალბ  მეზღაპრეებს  არ  ვენდობი,  ვხვდები  და  ვიცი,
კაბადონზე  რომ  ფეხშიშველი  ქალიც  გოდებდა.

რითმა  ერთია,  მიმიკები  -  ათასის  მთქმელი.
წვიმის  წვეთებად  გაიმეტა  ცრემლები  ზეცამ;
ამ  უსხეულო  სამყაროდან  რაღაცას  ველი,
და  ორი  ხელით  მომავლისთვის  ბავშვობას  ვკეცავ.

ვკეცავ  ხეტიალს  ბანაკების  კარვებში  გაშლილს,
ვეძებ  თვალების  აცრემლებას,  რადგან  შევაშრო.
ვბორგავ  და  მერე  ვეურჩები  ნაკვერჩხლებს  ალში,
არ  მინდა  ვცადო  ყოველთვის  და  მერე  ვერასდროს.

აღლუმს  წარსული  ჩაგვაბარებს  სამარის  კართან,
მტრედების  ფრთების  შრიალიდან  -  ხმაურის  ზღვარზე..
სიცარიელე  ამოვავსეთ  ტკივილის  გარდა,
სიცარიელეც  ამჩატებულ  გრძნობებით  გვავსებს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები