ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პროზა
14 აგვისტო, 2012


შინაგანი მონოლოგი

    რახანია დავაკვირდი, აღარავინ მისმენს. Mმარტო მე კი არა, საერთოდ აღარ უსმენს არავინ ერთმანეთს. თუ შემთხვევით მოინდომა ვინმემ და საკუთარი აზრი გამოხატა, მიგნებით გახარებული სხვა, მეორე, მაშინვე აიტაცებს პირველის აზრს და გაოცებულს შუაზე გახლეჩილ წინადადებას შეატოვებს. იმ მეორეს მესამე გააწყვეტინებს და ასეთი დაუსრულებელი წრე იკვრება ერთმანეთისგან დაღლილი ადამიანებისა, რომელთაც ვეღარ გაუგიათ, საერთოდ რამე ჰქონდათ თუ არა სათქმელი.
E    ეს რომ აღმოვაჩინე, მანამდე ბაასის მოყვარულმა ლაპარაკის სურვილი სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც დავკარგე. Mმაგრამ ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, მას აუცილებლად სჭირდება ვინმე, მსმენელი თუ არა, მრჩეველი მაინც და მეც, სამუდამოდ თევზად რომ არ გადავქცეულიყავი, რომელზეც ამბობენ,  ვერაფერს იმიტომ ვერ ამბობს, რომ პირში წყალი აქვსო, საკუთარ თავთან ლაპარაკი დავიწყე.
    თავიდანვე მსმენელი ანუ ჩემი მეორე მე ძალიან მომეწონა, არც ლაპარაკს მაწყვეტინებდა, არც გაუთავებელ და არასაჭირო რჩევებს მაძლევდა. Mმომინდებოდა, დაველაპარაკებოდი, დამეზარებოდა და ცხვირწინ მივუხურავდი ვირტუალურ კარს. ჩემი პირსინგიანი  მეგობრებიც მოსწონდა, ჩემი გრძელთმიანი შეყვარებულიც და ჩემსავით ძილისგუდაც იყო.
    შინაგანი მონოლოგი ყველაზე უკეთ ძალიან კარგ ხასიათზე მყოფს გამომდის ხოლმე.Aამ დროს პირდაპირ აუტანელი ვარ. ძალიან ბევრს და ენამწარედ ვლაპარაკობ, თანაც ისე, რომ ამ ლაპარაკიდან უმეტესი რამ სიცრუეა, თუმცა ჩემი ფანტაზიის წყალობით გამოგონილი ამბები და რეალობა ისეა ერთმანეთში ჩახლართული, თავადაც ვერ ვიგებ, სად იწყება ერთი და მთავრდება მეორე.
A    ასეა თუ ისე, დიალოგებმა ძალიან ბევრი ადამიანი დამაკარგვინა, პოლილოგებმა კი კინაღამ ჭკუიდან შემშალა. Aახლა მონოლოგი მაქვს საკუთარ თავთან მაშინ, როდესაც ვინმე ცდილობს ჩემთან დიალოგში შემოვიდეს, მაშინაც, როცა ადამიანები ერთდროულად ლაპარაკობენ, როცა ირგვლივ სიჩუმეა, ან ტელევიზორის მოგუდული თუ ხმამაღალი ეთერი არასაჩემოდ ლაპარაკობს. Dჩემი დაც აღარ მაჩუმებს,  რადიო ხომ არ გადაყლაპეო.
Y    ყველა კარგად არის და მე კი მათზე უკეთესად. იმედია, თქვენც უკეთ იყავით, ჩემს შინაგან მონოლოგს რომ კითხულობდით და თუ არ გჯერათ ჩემი, სცადეთ საკუთარ თავზე. თქვენ აუცილებლად მადლობას გეტყვიან დუმილისათვის. სხვა თუ არა, მეორე მე – აუცილებლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები